ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2020


ბეღურა

გაათენებაზე სოფელი
რომ აჭიკჭიკდა ხმიანად
ჩემი ბეღურა
მეზობლის
ბეღურას შეეხმიანა,
ჰეი, თუ გახსოვს ,ბეღურავ..
დაიწყო საქმე მთავარით,
რამდენჯერ თოვლი გვეხურა
ზამთარის სიონავარით.
ის ადგილ რამ დამავიწყოს.
სადაც შევედით  ყრმობაში..
ჭიკ-ჭიკ რა კარგი ყოფილა
სოფელი ჩვენ ბავშვობაში..
სახლს ჰყავდა სახლის კაცები
თონეში პური ცხვებოდა,
ჩემი ბეღურა მეზობელს
წარსულზე  ეუბნებოდა.
:მასპინძელოო" ისმოდა
(ხმა გავარდილი თოფიდან)
ფურნის გამომცხვარ ხმიადებს
ბერდედა კალთით, ღობიდან,
აწვდიდა, სოფლის ბავშვებს და
ცხელ-ცხელი ხელში ტყდებოდა
რაც იქავ ნამცეცებ იყო,
სუყველა ჩვენთვის რჩებოდა.
თუ ვინმეს ქადის ნაჭერი,
ხელიდამ გაუსხლტებოდა,
ან პური გამოსაცხობი,
უყურადღებო რჩებოდა
ან ფურნის ქადა კუთხეში
თუ სადმე მიიწვებოდა
იყო ჩიტების საკენკი!
და  ბეღურებსა გვრგებოდა!
დრო იყო მაშინ ასეთი,
აპნევდი-იშოვებოდა..
-დღეს ნახე ჩემო,  ბეღურავ,
სოფლის ჩამდგარი ქარები.
კენტ-კუნტი სოფლის ბიჭები
კუბოს ძლივს მიატარებენ.
ძმებისგან გვირილდაწნულთა
აღარსით ისმის ქაჯობა,
მართლა სუყველა წავიდა
მართლა მერცხალმა გვაჯობა..
გაფრიდნდა, გაჰყვა პატრონებს,
დაგვრჩა მთები და ქედები,
ვისთვისღა გვინდა ეს მთები
თქვენ თუ იქ არ იხედებით!
თუ აღარც მუხლში ღონეა ,
თუ აღარც თვალში ჩინია,
სოფელში აღარც თონეა,
და აღარც ბრძოლის ჟინია.
მეც შენი ბეღურა ვარ და
სოფელო მეც მეშინია,
რომ აღარსაით არ ისმის
ქალის ტირილი ხმიანი,
არ სჩანან  გოგო-ბიჭები
დაკემსილტანსაცმლიანი,
სოფელი, ბოლის სუნით და
ლხინებში თრობა ღვინითა,
სახლის სულ ღია კარები
სტუმარის მოლოდინითა,
ბევრჯერ რომ შეეჭიკჭიკა
დარდში რომ ესაფეხურა
ეუბნებოდა ტკივილებს
ჩემსას მეზობლის ბეღურა.
-ჰეი, თუ ხედავ აქ რამდენ
ღამეებს მშიერს, ვათენებ
წავიდა მთელი ოჯახი
დაიპყრეს რომი და ათენი..
გამიყორნისფრდა სიცოცხლის,
დღეები თეთრად ნათენი.
ჩამიწყდა გული ბეღურავ
ვით ალუმუნის სადენი
შენ იცი, ხედავ, აქა ვარ,
უპატრონოდაც მკვდარი ვარ
რომ უკვე არსად წამსვლელი
ამ სოფლის ბინადარი ვარ.
რაღაცით თავი ვირჩინოთ!
მადლს გაიღებდა ბუნება,
საქმე რამ გამოვიჩინოთ.
თორემ გაფრენის ცდუნება
გაფრენის.. ჩემი ბეღურა
მეზობელს ესალბუნება..
რომ გაზაფხულზე ფრთხიალით,
სახლის სახურავს  დაჯდება
გაზაფხულს მონატრებით  და
ჭიკჭიკით  უდარაჯდება.
რომ შეესიონ ეზოებს
ფეხისგულები ბილიკით
ქვების ხავსიან თეძოებს,
სიშიშვლე გაჩნდეს პირიქით.
დამეჭიკჭიკა
ეშველა ამ წყეულ საქართველოსა!
მემრ თუ გინდ ბალღის შურდულმა თვალებიც დამიბნელოსა!
გათენებისას სოფელი რომ იღვიძებდა მთლიანად
ჩემი ბეღურა
მეზობელ ბეღურას შაეხმიანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები