| ავტორი: დარემო ჟანრი: პროზა 24 თებერვალი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
1. ზაფხულის ცხელ დღეს მხოლოდ მდინარის პირიდან მონაბერი სიო არღვევდა. ცაზე არც ღრუბელი და არც ფრინველი არ ჭაჭანებდა. აგვისტოს ხვატი თავად მდინარის ნიავსაც კი მხურვალეს ხდიდა. ასეთ ამინდში და სიცხეში არც ერთი ცხოველი არ დადიოდა საკვების მოსაპოვებლად და გასამრავლებად, ველური ბუნების წიგნში ეს წესი ცეცხლით იყო ამომწვარი, მაგრამ ამ კანონს ორი არსება არღვევდა.
მურიელმა იცოდა თუ როგორ ტანჯავდა წინწკლებიან ფაშატს ამ დღეს, ამ საათზე ჭენებით, მაგრამ გვერდით სოფელში აუცილებლად უნდა გადასულიყო, მის ძმას გოგო შეეძინა და ყველასთვის უნდა ეხარებინა, მისი ოჯახი მდინარის გაღმა იყო სამუშაოდ გადასული. ოცდაორი წლის მიურიელი, ცეცხლოვანი, გაშლილი ჟღალი თმით და შრომისგან გამოჩროკნილი, ჩამოსხმული, ხელდაუკარებელი ტანით, ამაყად იყო ამხედრებული ფაშატზე. გრძელი, თეთრი მაქამანებიანი კაბა ამშვენებდა და ჭილოფის ქუდი შარა გრძელით გზით მიდიოდა, ჭალას გვერდს უვლიდა და დიდი ხიდით გადადიოდა გაღმა ნაპირას. მიურიელს ეჩქარებოდა ამიტომაც ძველი, მიტოვებული გზით წასვლა გადაწყვიტა.
დილის ცხრა საათიდან, ექვსი სრული სამოცი წუთი იყო გასული, როდესაც მიურიელი ჭალაში შევიდა. აქ შედარებით გრილოდა. ახლო-ახლო მდგომი ხეები ჯირითის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომაც ჩორთით მიდიოდა. ასწლოვანი ხეების ჯაჭვი, უწყევეტი ჩანდა, თუმცა მან იცოდა, რომ რამოდენიმე წუთში გზა ტყიდან გაიყვანდა.
ჩამოშვებული ტოტები და ხშირი ფოთლები თაკარა ზაფხულს უმკლავდებოდნენ, მიურიელი რაც უფრო ღრმად შედიოდა, მით უფრო იკლებდა ხვატი და უწევდა ფაშატი შეენელებინა.
აქ სიცოცხლე დუღდა, ტოტიდან ტოტზე, დაუკვირვებელი თვალისთვის უხილავი ჩიტები დაფრინავდნენ, მიწაზე მწერები, ხოლო მიწისქვეშ ვინ იცის...
მიურიელი მალე გავიდა გრძელი, მაგრამ ვიწრო ჭალიდან. ულმობელმა მზემ უმალ თვალი მოსჭრა და ლამის დააბმავა. მის წინ გაშლილი თითქმის გაუვალი მინდორი ბიბინებდა, ლელიანის უკან კი ნახევრად გავაკებული მდინარე ხმაურობდა. გოგონას იმედი ჰქონდა, რომ მინდორს სწრაფად გადაკვეთდა, მაგრამ თითქმის წელამდე აშვებული შალაფა ბალახი, ამის საშუალებას არ იძლეოდა.
მინდორი ისევე მოულოდნელად წყდებოდა, როგორც იწყებოდა. მიწა ვარდებოდა და ათი მეტრის სიგანის და ოცი ფუტის სიღრმის კანიონს ქმნიდა. გადასასვლელი ერთადერთი ხიდი იყო, რომელიც კანიონში იყო ჩაშვებული და ორი მხრიდან ჩასვლას საჭიროებდა. მიურიელმა ჩაისუნთქა და ცხენი ხიდისკენ მიმართა, არც სიმაღლის ეშინოდა და არც მდინარის, მაგრამ მას შემდეგ რაც ტყიდან გამოვიდა უჩვეულო შეგრძნება დაეუფლა. თითოქს დაბურული ტევრიდან ვიღაც უყურებდა. არაერთხელ გაიხედა უკან და ახლაც სანამ დაღმართს ჩაუყვებოდა, უკანანსკნელად გაიხედა.
ვიღაც მართლა იდგა, ან იქნებ უჩვეულო ხის მერქანი გამოიყურებოდა ისე, როგორც სამი მეტრის ახმახი, უსაშველოდ განიერი მხრებით. დაბლა ბუჩქებიც ავის მომასწავებლად ირხეოდნენ სიოზე. მიურიელმა თავი გააქნია და ცხენს უბიძგა. მდინარე მის ქვეშ ათასფერად ბზინავდა, თუმცა ეს ათასი ფერი წყალზე ერთიანდებოდა და ყვითელ ათინათად იქცეოდა ურცხი მზის ქვეშ. მდინარის სიგრზილე გოგონასაც და ცხენსაც ერთნაირად ესიამოვნა, წყლის ხმაც საოცარი იყო. გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა ორი წამით, გახელის შემდეგ კი სადავე მოქაჩა და ერთიანად გაშეშდა.
ხიდის შუაგულში შავი თხა წვერის ცანცარით ღეჭავდა რაღაცას და მხედარს უყურებდა. შავი თხა ერთი შეხედვით სულაც არ იყო უცნაური, მაგრამ მიურიელი დაიფიცებდა, რომ სანამ თვალს დახუჭავდა, ხიდზე არავითარი თხა არ იყო. იმდენად დაიზაფრა გოგონა, რომ ჩამოქვეითდა და თხისკენ წავიდა, სხვა ნებისმიერი რამ რომ ყოფილიყო თხის მაგივრად, ალბათ უკანმოუხედავად გაიქცეოდა, მაგრამ ეს თხა იყო, ასეთი ცხოველი კი ბევრი ჰყავდა სახლში, იქნებ მისიც კი იყო. როგორც კი მიუახლოვდა ცხოველს, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ცხოვრებაში ბევრი თხა და ციკანი ენახა, ბევრი გაზრდილა და დაკლულა მის ხელში, მაგრამ ასეთი შავი და ასეთი მოვლილი არასდროს ენახა. ცხოველს თითქის ნახევარი მეტრის სიგრძე აბსოლიტურად სიმეტრიული რქა ამოსჩროდა ქოჩორა თავიდან, ცანცარა წვერი ლამის მკერდამდე სცემდა, ხოლო ბეწვი შეუსაბამოდ ბზინვარე იყო.
მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც მისი თვალები იყო, ირისი თითქმის არ ჰქოდა, მხოლოდ ერთი ვიწრო თეთრი ზოლი და უკუნეთად შავი თვალები. კინაღამ უკან დაახევინა მიურიელს ამ სახემ, მაგრამ მაინც გაბედა და თხას ხელი შეახო.
თვითონაც არ იცოდა თუ რას ელოდა, ყველა ცრურწმენა ერთად გაასხსენდა, მაგრამ იმდენად რბილი და სასიამოვნო იყო თხის ბეწვი, რომ იმავე წამს მეორე ხელის შეახო. მდინარის ხმა მიჩუმდა და მიწყდა, არც ცხენის ხმა აღარ ესმოდა მიურიელს, მხოლოდ თხას ხედავდა.
სიგრილემ იკლო და სიცხემ დაისადგურა, რომელიც არა მზიდან არამედ მიურიელიდან მოდიოდა. მისი სიღრმიდან, ადგილებიდან საიდანაც არ ელოდა. ბეწვიდან ხელი რქაზე აასრიალა, თხის წინ დაიჩოქა, რომელიც თითქოს ზომაში გაზრდილიყო და ხელები რქებზე მოსჭიდა და სახე სახესთან მიუტანა.
თხა პირს აღარ ამოძრავებდა, მისი პირის მოყვანილობა აღარ იყო ცხოველური, ხოლო წვერი ნამდვილ წვერს ჰგავდა, იმავე წამს მიურიელმა არსების ცხელი სუნთქა იგრძნო სახეზე და მთლიანად დაკარგა კონტროლი. მასშრი რაღაც გატყდა და ნაჭუჭებიდან უძველესი, ყველაზე არქაული ინსტიქტები აღმოცენდა. სხეული დაეჭიმა და მაშინვე მოეშვა. გადატრიალებული თვალები ისევ ფოსოებს დაუბრუნდა და მათში სიყვარულის გულები ენთო. ანთებული მიურიელი კიდევ უფრო წინ დაიხარა.
ორიოდე წუთის შემდეგ, როდესაც გოგონამ არსების ენას მოსწყდა საკუთარი ტუჩებით, იგრძნო, რომ ახლა რქებამდე ხელებს ძლივს აწვდენდა. თავად რქებიც გაცილებით მსხვილი და მაგარი იყო. ქვასავით მაგარი და მსხვილი. იმავე წამს არსებამ ჩაიფრუტუნა, ხელში აიტაცა მიურიელი და მდინარეში გადახტა, გოგონამ მხიარულად შეჰკივლა, მაგრამ წყლის მაგივრად უცებ ცუდად განათებულ გამოქვაბლში აღმოჩნდა.
გონების მხოლოდ აღქმის ნაწილი მუშაობდა, სხვა ყველაფერი მასში დნებოდა. გოგონა შარდის სუნად აქოთებულ თივაზე იწვა და უცებ იგრძნო როგორ აწუხებდა ტანსაცმელი. საკუთარი ხელით შემოიძარცვა დედამისის ხელით შეკერილი თეთრი კაბა და პირველად მისი ცხოვრების ოცდასამი წლის განვალობაში გაშიშვლდა მამრის წინაშე.
არსების მამრობით სქესს მისი უზარმაზარი ღირსება წარმაოდგენდა, რომელიც განგმირვით ემუქრებოდა გოგონას, რომელიც მალე ქალი უნდა გამხდარიყო.
ტკივილი წამიერი იყო, შემდეგ კი მიურიელმა ყველაფერი დაკარგა რაც კი გააჩნდა, ის აღარ იყო არც ქალი და აღარც ადამიანი. ადამიანობა მასში გამჭოლი იარით მოკვდა, მისი არსება აავსო დემონურმა ძალამ, რომელმაც მთლიანად გააპო მასში ყველაფერი.
მიურიელი საკუთარ ხმას ვერ სცნობდა, სინამდვილეში, ის ვერავის ვერ იცნობდა, ვერც ხმით და ვერც თვალებით, მაგრამ ახლა მისი ხმა ხავილს გავდა, მტკივნეული, მაგრამ თაფლით სავსე ხავილი. ყოველი მოძრაობა, მასში ექოდ ბრუნდებოდა, სანამ ექო დასრულდებოდა, უკვე მეორე ბიძგი მოდიოდა. მურიელში რაღაც მწიფდებოდა, რაღაც ცდილობდა გამოღწევას.
ქალის მხრებზე ჩაჭიდებული არსების მკლავები, საშუალებას არ აძლევდა მიურილეს, რომ ოდნავ მაინც გაშორებულიყო არსებას, პირიქით, მისი არაადამიანური ძალა ბოლომდე ექაჩებოდა მისკენ, მაგრმ თავად ქალი არანაირად არ ცდილობდა გაშორებას, პირიქით...პირიქით.
პირველად ქალი გაიშალა. მისი სხეული და კიდურები, როგორც სასიკვდილოდ დაჭრილი გველთევზა ისე დაიკლაკლნა და დაიგრიხა, ცდილობდა უფრო მეტად ჩასჭიდებოდა ძალას, რომელსაც შუაზე ჰყავდა განგმირული.
ძალა კი არ ჩერდებოდა, არ ისვენებდა, პირიქით, ჩქარდებოდა. ინტერვალები ბიძგებს შორის სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ექო ექოს მიყვებოდა და ქალს აზანზარებდა. და ბოლოს აფეთქდა.
არსებამ არაადამიანურად ამოიგმინა და დაიცალა, მასში ყველაფერი ცხოველური და დემონური რაც კი არსებობდა ქალში ჩაიცალა. ხოლო მიურიელმა სიცოცხლე დაასრულა. მან იგრძნო, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და ახალი აზრი მიეცა. ის აღარ იყო მიურიელი. ამ ყველაფერს რამოდენიმე წუთის მერე მიხვდა, როდესაც ტყეში გაახილა თვალი და მისგან რაღაც მოწვეთავდა. ორი რამ იცოდა პირველი რომ დაბრუდნებოდა მეორე, ეს დღე ექვს თვეში შედეგს გამოიღებდა, გრძნობდა, რომ მან იმაზე გაციელბით მეტი იცოდა, ვიდრე ნახევარი საათის წინ. ორიოდე წუთში მისი ცხენიც გამოჩნდა, რომელიც ისურვა რომ გამოჩენილიყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ნამდვილად კარგი პროზაა ეს+5 ნამდვილად კარგი პროზაა ეს+5
1. იმედია, გაგრძელება აქვს, ხო ? :)
ალაგ-ალაგ გაუმართაობის მიუხედავად, კარგი ნაწერია, კარგად იკითხება.
იმედია, გაგრძელება აქვს, ხო ? :)
ალაგ-ალაგ გაუმართაობის მიუხედავად, კარგი ნაწერია, კარგად იკითხება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|