 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2020 |
მე მიფიქრია, შენც ფიქრობ და იფიქრებს ისიც ვიღაც... სხვა... თუნდაც რომელიმე უცხო მხარიდან რომ არსებობა მიზანია, რწმენაა ნიჭის: "მე შემიძლია"... და ავდგებით კვალავაც თავიდან! რა მოხდა მერე ეს ზამთარიც თუ მარტომ ვზიდე? გაზაფხულდება, გაიხსნება გზები, სულ მჯერა... და ასე ყოველ ზამთრის ბოლოს, იების პირზე ახალ იმედებს შემოვიკრებ სულზე სიმღერად... ესეც იმიტომ... მწამს როდესმე ისე დაცხება გაწამებინებს შენც ძვირფასო სხვაგვარ აპრილებს, მერე კი იმ სხვის უცხო რწმენაც ჩვენ დაგვაჩნდება და იანვარსაც ერთმანეთით გავაადვილებთ. ეს მიზანია, ეს ნდობაა, ესაა ნიჭი: "მე შემიძლია" თავიდან და ბევრჯერ ადგომა, შენც შეძლებ ამას, ის ვიღაცაც... მე კარგად ვიცი ჩვენ ერთმანეთი გადაგვარჩენს და თანაწვდომა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|