ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2020


* * *

თებერვალია,
მზე გვანახებს, ყვინთვების შედეგს,
ფსკერი კი სადღაც ქვეცნობიერს
ანახებს რუქას,
ცას გადმოვცურავ,
თვალის ფერში
ტკივილებს ვეძებ,
ვეძებ, ღვთიურად ამღერებულ ყველა როიალს,
ზღვას გადმოვირბენ,
თვალდახუჭულ ღრუბელს რომ ვეცე,
და,
წვიმის წვეთის ანარეკლში ვიწყებ
ძრომიალს,
რომ ამ სიშორეს,
მართლა შორს რომ მინდა გავექცე,
და დროს სხეულით დავატარებთ,
ასე მგონია,
ჭკუა დამიშლის? თუ გონება, ტყე თუ მეწყერი?
ან, რას დამიშლის, ეს საამო,
ლაღი ცხოვრება?
ცას, გადმოვცურავ!
თუ
გაფრენით ვერ დაგეწევი,
ზეცაც იქნება,
ვერ შემდგარი ამაოება,
ცას, ამოვწურავ,
მიწას დავლევ,
და დავგლეჯ ნიავს ...
მზეს გავაშავებ,
შენი ნახვა
თუ ვერ შევძელი,
და როცა
გნახავ,
ამ სამყაროს
განახებ მზიანს,
და მზეს,
იცოდე,
ჩემზე მეტად
ნუ შეეჩვევი....
ყველა ფერია ეს სამყარო,
ყოველგან ზიან,
ზიან, მოთეთროდ,
მოვარდისფროდ,
იასამნისფრად,
ზიან,
შეჩერდი !!!
დაფრინავენ
ცაში ფერები,
მე, შენი სულის,
გადმოხატვას,
ვიწყებ,
კანისფრად,
უარაფრობას,
ამიტომავ
ასე ვეჩვევი...
ყველა ფერია,
ფერიაა,
ფერის გარეშეც,
და ყველა ფერი,
ფერიების
გარეშეც ვიცით,
როცა,
მიყურებ,
პასუხივით უნდა გაგეცე,
როცა გიყურებ,
გაცეცხლებულ,
ფერებით ვიწვი,
ყველა ფერია ეს სამყარო,
როცა არსებობ,
გვიმოკლდებიან,
თვალთა ხედვის სიმპტომ-იები,
რადგან,
მე მხოლოდ,
სიყვარული შემოგაშველო,
შემოგაშველო,
სიყვარულის ემოციები,
ცას, ვეძიები,
და მივცურავ, ჩემო მაშველო,
მიწის ქვეშ დაჰქრის,
ქარიანი, ეს ფერი მუქი,
რადგან
მე ყველა,
ღია
ფერი უნდა გაჩვენო,
ავაგიზგიზო,
არ ნახული შენს თვალთა შუქი,
და გავაჭენო არსებული
ცხენები ლურჯი,
და ავამღვრიო
შენს ხმაში
ფუნჯი,
მთებს,
მთიულეთი რომ მივაწერო,
და ქალაქს,
ერთი უბრალო ყუთი,
შუა ღამეა,
ღამე უნდა გამოგაპარო,
რიჟრაჯს,
სიცივე მოვათალო,
გავქურდო დილა,
ცას გადმოვცურავ,
რომ
სიგიჟე
გადმოვიბრალო,
ჩიტებმა ერთხმად
რომ
იმღერონ,
მაღლა,
რომ,
თბილა.
ს.შ
2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები