ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კობე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2020


ომარ ხაიამი

დრო ძალიან ჩქარა გარბის,
ღმერთმა მოგცა ყოფა - არსი.
ღვთის წყალობით ლექსად ძალგიძს
გადმოცემა შენი აზრის.
ცოცხლობ ალბათ, ასი წელი.
მარტოობისგან დამხსნელი–
შენ გყავს ქალი – იხარე და
ნუღარ დარდობ, სევდას შველის!
გერგო სული ნებით სავსე:
”რაც გინდაო ის აკეთე, ოღონდ
ერთი შეისმინე, მხოლოდ ერთი გაითავსე:
ნუ მოკლავ და ნუ გააქრობ,
თუ ნახავო კეთილს რასმე”
თუკი ღმერთმა მოგცა ის, რაც
გაცოცხლებს და გინდა ასე;
შენთვის მოკვდა, შენთვის აღსდგა -
შეგიყვარა მეტად თავზე,
ყველაფერი მოგაბარა
შეწყალება - შვებით სავსე.
მაშინ, რაღად ჰყვედრი მას და
ხელაღებით რად ჰგმობ ასე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები