ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარემო
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2020


Hells bells 4:13

Hells bells 4:13




ვარსკვლავები გასაქრობად ემზადებოდნენ, როცა ის ჩემს სახლს მოადგა. დეკემბრის ნინოობას სამი დღე გვაშორებს, ამიტომაც სისხამი დილის ფერებით იფაკლებოდა აღმოსავლეთი.

ის პირველად არ იყო ჩემს სახლში, მაგრამ ახლა საქმიანი სახით შემოვიდა, არ შეუხედავს ჩემი ბიბლიოთეკისთვის, რომლითაც ადრე ასე ძალიან დაინტერესდა. შავი, გახუნებული და ბევრგან დაკემსილი მოსასხამი სკამზე გადაკიდა და ჩამოჯდა.

მისი სახე სევდიანი იყო, თვალებში სიბრალულს და თანაგრძნობას ვხედავდი, მაგრამ ის აქ საქმეზე იყო მოსული.

სამასი წლის წინ, როდესაც მამაჩემი ჩემგან წაიყვანა, მე მას ვთხოვე, რომ არასდროს გამოჩენილიყო, როდესაც ვინმე ჩემი საყვარელი ადამიანი მიჰყავდა. ახლა, მე არავინ მყავდა.

სრულიად მარტო ვიჯექი მის წინაშე და ქვასავით უდრეკი ნაცრისფერ სახეზე ვუყურებდი და ვცდილობდი გამომეცნო თუ რა უნდოდა.

ის ჩემი მტერი არ არის და მე არ მეზიზღება ის.

ყოველთვის მეცოდებოდა. მეოთხეს ცენტრალში მითხრეს რომ ცხრა ცაზე მხოლოდ ათეულ ადამიანს შეეძლო მისი დანახვა. ალბათ ამიტომაც მესტუმრა მაშინ თავისი ნებით.

შიში რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ განსხვავებულია ყველა სხვა ადამიანის შიშისგან მისდამი. ეს უფრო ძრწოლვაა, ეს უფრო აღტაცებაა.
ის ხდება ყველა ჩარჩოს, ყველა იერარქია და ყველა რელიგიას. სიცოცხლე მის გარეშე შეუძლებელია და მე ვარ რჩეული ვისაც მისი დანახვა შეუძლია.

მე ის მიყვარს იმდენად რამდენადაც მძულს და მეშინია მისი.

მისი საქმიანი სახის არ მეშინია. მეშინია იმის, რომ მას იმედებს გავუცრუებ.



- კილიან, შენი წაყვანა დამავალეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები