 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2020 |
ნეტაი თქვენ, ადამიანებო, რა ბედნიერები ხართ. ჩემგან დავიწყებულები და ჩემგან მიტოვებულები. ჩემი მიმტოვებლები და ჩემი დამვიწყებლები. ნეტაი თქვენ, რომ დილით აივანზე ვითომც არაფერი გამოდიხართ და მშვიდად სუნთქავთ, თითქოს ყველა ცოცხალი დარჩა, თითქოს ვინმე არც კი მომკვდარა. ეჭვს გარშე მყოფებო და ეჭვის შემჭმელებო, ყველაფერში დარწმუნებულებო და ფონს გასულებო, გადაიფინეთ მოხრილ მკლავზე მედიდურობა, გახამებული, თეთრზე თეთრი თოვლის სიცივე და ჩამოიარეთ ქუჩა დილიდან. განა ვინმეს ეგონება, რომ დაივიწყეთ. განა ვინმე გაიხსენებს რომ გზა გრძელია- უსასრულო, როგორც სიზმარი. ათქვეფილი გოგლიმოგლივით ქაფი მოიდეთ, ყვითელი სიტკბო გაილოკეთ ზანტად ტუჩებზე და ჩაატანეთ გემო ბოლო დამშვიდობების. ყელიდან გულში გადასული სისხლის სიბლანტე გაიფიქრეთ როგორც შემთხვევა, როგორც ქუჩაში დანახული წყვილი ბორბალი, ინვალიდის სავარძლით რომ გამშრალ ყელზე გადამიარა, როცა ვიწექი მტვრით დაფარულ ცხელ ქვაფენილზე და ვფიქრობდი: ნეტაი თქვენ, ვინც არ დგახართ საკუთარ გულზე.
...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მოკითხვა ჩემგანაც :)
კარგად რომ წერ ეგ ახალი არაა და ამას ის ოთხი მონიშვნაც ადასტურება აგერ რომ ბრდღვიალებს
5, 5 და კიდევ ერთხელ 5
ჟადენისებური, ფიქრებიანი, კარგი ლექსი
მიხარია რომ გამოჩნდი
მოკითხვა ჩემგანაც :)
კარგად რომ წერ ეგ ახალი არაა და ამას ის ოთხი მონიშვნაც ადასტურება აგერ რომ ბრდღვიალებს
5, 5 და კიდევ ერთხელ 5
ჟადენისებური, ფიქრებიანი, კარგი ლექსი
მიხარია რომ გამოჩნდი
7. მიყვარხართ <3 )) მიყვარხართ <3 ))
5. ძალიან კარგი +5. თქვენი გამოჩენა სასიხარულო ამბავია ნამდვილად)) ძალიან კარგი +5. თქვენი გამოჩენა სასიხარულო ამბავია ნამდვილად))
4. ძველი გვარდიის კიდევ ერთი გამოჩენილი ფიგურა
კეთილი იყოს
საიტი იხოდება მგონი თავიდან :)
,,ნეტაი თქვენ, ვინც არ დგახართ საკუთარ გულზე.,,
4 წელია აქ არ გამოჩენილხართ,ჟადენ :)
ძველი გვარდიის კიდევ ერთი გამოჩენილი ფიგურა
კეთილი იყოს
საიტი იხოდება მგონი თავიდან :)
,,ნეტაი თქვენ, ვინც არ დგახართ საკუთარ გულზე.,,
4 წელია აქ არ გამოჩენილხართ,ჟადენ :)
3. ისე გამიხარდა, თითქოს იქ, სხვა სივრცეში ყოველდღე არ გხედავდე და არ გკითხულობდე :)
და ისევ ის, პირველწაკითხვის ემოცია მაქვს- ასე რა გაწერინებს, ჟადენ ?!
ისე გამიხარდა, თითქოს იქ, სხვა სივრცეში ყოველდღე არ გხედავდე და არ გკითხულობდე :)
და ისევ ის, პირველწაკითხვის ემოცია მაქვს- ასე რა გაწერინებს, ჟადენ ?!
2. ჟადენი აკლია აქაურობას. თვალებს არ დავუჯერე ისე გამეხარდა... ჟადენი აკლია აქაურობას. თვალებს არ დავუჯერე ისე გამეხარდა...
1. მოკითხვა გულითადი))) მოკითხვა გულითადი)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|