ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მარტი, 2020


ოთახი ჰაერის


რა მხიბლავს შენში?
ოთახში ღმერთი...
კარებთან ცოდვა!
ხვალ მეტყვი: "კართან ვინ მოვა?"
გავაღებ კარებს.
დაგხვდება შიგნით ჰაერი სუფთა,
ელი ჩამკიდო უნდა!
დათე]ბება კედლები წმინდა ხატებით,
მაგრამ სხვა კედლებს ჰკიდიათ ფარდები.
დაცხება მზისგან,
ოთახი ღმერთის,
კარებთან ისევ დაგიხდის ცოდვა!
კვლავ არავინ ჩანს,
არავინ მოვა!
რა მხიბლავს შენში?
ქუჩაში რხევა თუ ფანჯრიდან ხედვა?
ოთახში ერტი,
შუაში ცეკვავ!
ტრიალებს კედლები
იშლება კაბა,
ფეხი ჩანს თითქოს ნაბიჯებს იდგამს!
და თვლა დილამდე.
ხელჩაკიდებულს გეცლება მიწა...
ეცლება მიწას - იცეკვოს, ვისთან?
ჰაერში ჰგავხარ შენ ვაზის მტევანს!
ოთახში შენ ხარ და მხოლოდ ღმერთი
ხელს გაუწოდებ -
იცეკვებთ ერთად!
ოთახი ჰაერის, ოთახი ჰაერის, ოთახი ჰაერის
და მიწა კვდება!
სიცოცხლე?
სიცოცხლე ცოცხლობს, სიცოცხლე ცოცხლობს!
კართან სტუმარი -
ერთხელ უთხარი: "სტუმარი ღვთისაოო"
და არ მიდის,
არ მიდის.
გიცდის ურცხვად - ცოდვა!
დავრჩებით მარტო ჰაერში "სუფთად"
მე და შენ,
მე და შენ,
მე და შენ და
ღმერთი?
დატოვებს ოთახს არც შემოგხედავს,
წავა და შემდეგ გადმოგვხედავს.
"ამინო" - ვეტყვით!
15 მარტი 2020 წელი
გიგო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები