| ავტორი: სანდრო ბერიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 თებერვალი, 2009 |
აი, ისევ ექსპერიმენტი. ექსპერიმენტები, ფაქტები, ბოლო ინსტანცია კი ჭეშმარიტებაა. ასე საერთოდ არ ხდება, ხოლო აქ მითუმეტეს. აქ ყველაფერი ვიღაცის მიერაა გამოგონილი, იდიოტური გამოგონებაა, ნუთუ თქვენ ვერ გრძნობთ ამას. თქვენ გინდათ იცოდეთ თუ ვისია, და რატომ, მაგრამ რა ხეირია თქვენს ცნობისმოყვარეობაში, ან ვის სინდისს შეუღიტინებს თქვენი ცოდნა, ჩემსას? მე არ მაქვს სინდისი. მე მაქვს მხოლოდ ნერვები. მლანძრავენ, ___ მტკივა. მაქებენ და მაინც მტკივა. სულს ჩადებ, საკუთარ გულს ჩადებ, შეთქვლეფენ სულსაც და გულსაც.სისაძაგლეს ამოიღებ სულიდან და თქვლეფენ ამ სისაძაგლეს. ისინი ხომ წერა-კითხვის მცოდნენი არიან დიდიან-პატარიანად. ყოველ მათგანს სენსორული შიმშილი აწუხებს; და ტრიალებენ გარშემო: ჟურნალისტები, რედაქტორები, კრიტიკოსები, გაუთავებელი და დაუმთავრებელი ქალები, და ყველა ითხოვს: მიდი! მიდი! რა მწერალი მე მნახეს, ეშმაკმა დალახვროს, თუკი მე მძულს წერა, თუკი ჩემთვის ეს ტანჯვაა, ავადმყოფური, სამარცხვინო საქმიანობაა, რაღაც მსგავსი ბუასილის მკურნალობასა და ფურუნკულის გამორწყვას შორის. ადრე ვფიქრობდი რომ ჩემი წიგნებით ვინმე მაინც გახდებოდა უკეთესი ... არ ვჭირდები არავის, სულის ამოხდომიდან ორ დღეში დამივიწყებენ და სხვას დაუწყებენ თქვლეფას. ვფიქრობდი მათ გადაკეთებას, და სინამდვილეში მე გადამაკეთეს თავიანთ ხატად და მსგავსად. ადრე, მომავალი მხოლოდ აწყმყოს გაგრძელებას წარმოადგენდა, ხოლო ცვლილებები სადღაც, ჰორიზონტებს მიღმა კიაფობდნენ შუქურებივით. ახლა კი მომავალი შეერწყა აწყმყოს. განა ისინი მზად არიან ამის გასაგებად? მათ არაფრის ცოდნა არ სურთ. ისინი მხოლოდ თქვლეფენ ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. "მკითხველი და მწერალი კვერის დამკვრელნი როდი არიან, ეს ის ხალხია, რომელიც ვერ ურიგდება არსებულ ვითარებას. რომ ურიგდებოდნენ, თავიანთი თავითაც და ყოველივეთი ირგვლივ კმაყოფილნი იქნებოდნენ, აღარც რამეს წაიკითხავდნენ და აღარც რამეს დაწერდნენ, - სულ ოპერაში ივლიდნენ." "მკითხველი და მწერალი კვერის დამკვრელნი როდი არიან, ეს ის ხალხია, რომელიც ვერ ურიგდება არსებულ ვითარებას. რომ ურიგდებოდნენ, თავიანთი თავითაც და ყოველივეთი ირგვლივ კმაყოფილნი იქნებოდნენ, აღარც რამეს წაიკითხავდნენ და აღარც რამეს დაწერდნენ, - სულ ოპერაში ივლიდნენ."
8. ოჰ, რა საოცრად გიმართლებთ!.. ღმერთო ჩემო... ახლა, თქვენ, ას წელს იცოცხლებთ! :) ოჰ, რა საოცრად გიმართლებთ!.. ღმერთო ჩემო... ახლა, თქვენ, ას წელს იცოცხლებთ! :)
5. ჟურნალისტები, რედაქტორები, კრიტიკოსები, გაუთავებელი და დაუმთავრებელი ქალები -მეც გამჩენია ასეთი აზრი ტელევიზორის ყურებისას... შეაჭანჭყარებს კაცს შენი ნაწერები... ჟურნალისტები, რედაქტორები, კრიტიკოსები, გაუთავებელი და დაუმთავრებელი ქალები -მეც გამჩენია ასეთი აზრი ტელევიზორის ყურებისას... შეაჭანჭყარებს კაცს შენი ნაწერები...
4. აბა რა ვთქვა? უიმედობა ჩანს და ამან მეც უიმედობისაკენ მიბიძგა. . . .იქნებ ყველაფერი ასე რთული არაა?. . . მაშინ რას აქვს საერთოდ აზრი? აბა რა ვთქვა? უიმედობა ჩანს და ამან მეც უიმედობისაკენ მიბიძგა. . . .იქნებ ყველაფერი ასე რთული არაა?. . . მაშინ რას აქვს საერთოდ აზრი?
3. საინტერესოა საინტერესოა
2. ადრე, მომავალი მხოლოდ აწმყოს გაგრძელებას წარმოადგენდა, ახლა კი მომავალი შეერწყა აწყმყოს.
ჰო,მძაფრია მართლა. ადრე, მომავალი მხოლოდ აწმყოს გაგრძელებას წარმოადგენდა, ახლა კი მომავალი შეერწყა აწყმყოს.
ჰო,მძაფრია მართლა.
1. მძაფრი განცდა და საინტერესო ფრაზები. მძაფრი განცდა და საინტერესო ფრაზები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|