 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პოეზია 27 მარტი, 2020 |
(ანუ პასუხი ნინო დარბაისელს ,,ელეგია’’-ს და ,,მაი ფეისის“ გამო, მრავალი წლის წინანდელია)
როგორ მოხვდი სხვისი სულის საბუდარში, როგორ იგრძენ იმ ტკივილის გემო, მე მეგონა ჩემი იყო - საკუთარი, მგლის ყმუილიც, შორეული მდელოც... შენ ,,მომპარე’’, ,,ამომგლიჯე’’ ღრმა იარა, ჩუმი ფეთქვა ,,შესვა’’ უცხო აზრმა, იმ თოფის ხმამ გულის ფესვში გამიარა, გაოცებამ დამცეცხლა და დამზრა... მერე, უცებ ,,ჩემი სივრცე“ დამაძგერე, განაჩენი ულმობელი, ფიცხი, შევტორტმანდი, ლამის სუნთქვა გავაჩერე, სიცხიანი ვირუსივით ვიწვი. ინტერნეტი...მანქანების მშრალი ტვინი ვერ დაიტევს შენს უნაზეს ვნებას, სად დამალე გულუბრვილო ბოთლის ჯინი, მიეშველე, უჰაეროდ კვდება!.. .................................................................................. ,,მაი ფეისი“- დროებითი შვების კიბე ვერ გიშველის, არ მედაო, ჩუ! ,,შავნისლიდან გამოცურდი მთვარის კიდევ, მგლოვიარეს ნუ დამტოვებ,ნუ!“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მიხარია, მუხა, რომ მოგეწონათ. თითოეული თქვენგანის შეფასება მნიშვნელოვანია ჩემთვის. მიხარია, მუხა, რომ მოგეწონათ. თითოეული თქვენგანის შეფასება მნიშვნელოვანია ჩემთვის.
5. მადლობა ოთარ.გაიხარეთ მადლობა ოთარ.გაიხარეთ
4. მზიანეს მზიანი 5 მზიანეს მზიანი 5
3. მადლობა თქვენ ფლორენცია. გული გამითბეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: რა ცოტა ყოფნის სულს საამებლად... ბევრს მხოლოდ უძღები სხეული ითხოვს. გაიხარეთ! მადლობა თქვენ ფლორენცია. გული გამითბეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: რა ცოტა ყოფნის სულს საამებლად... ბევრს მხოლოდ უძღები სხეული ითხოვს. გაიხარეთ!
2. ძალიან ლამაზი ლექსებია მზიანე, ღრუბლიანცაში რომ ღრუბლების სიშავე მაინც ვერ ერევა დღის სინათლეს, ისეთი! ძალიან ლამაზი ლექსებია მზიანე, ღრუბლიანცაში რომ ღრუბლების სიშავე მაინც ვერ ერევა დღის სინათლეს, ისეთი!
1. დღეს მემორმა ამომიგდო ფბ.ზე დღეს მემორმა ამომიგდო ფბ.ზე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|