ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2020


თბილი სიო

ძველი ზღაპრის დასასრული,
იალქანი უკან ტალღის,
სერიული აღსასრული,
სიხარული სოფლად ბალღის.
მზის გულზე ხარ წვეთი წვიმის,
შვილის სითბო გულზე ხელის,
სიმყუდროვე ვარსკვლავების,
თბილი სიო მწვანე ველის.
სტრიქონი ხარ ლექსის ბოლო,
გადამრჩენი ჩემი ზღაპრის,
ვემდუროდი, მაგრამ ეხლა
გავაღმერთებ ისევ აპრილს.
გაოცება ძველი სცენის,
გაწვიმების შიში ყველას,
როცა გეტყვის ნინა მოდი,
დედა გარეთ მგონი ელავს.
ჩემი გული ფეთქავს მხოლოდ,
როცა მანძილს ქვია ნული,
ჩემთან ერთად არასოდეს
არ იქნები დაკარგული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები