ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2020


* * *

რატომ დავეცი ასე ერთბაშად,
რატომ მომინდა ამ ღამეს ლოცვა,
რად გამიხსენით სულის ბოქლომი,
რად მომიკალით ბავშვური ბოდვა...
რატომ დამადგით თავზე  გვირგვინი,
თუ დედოფლობას ღალატით მოკლავთ,
რატომ წამისვით შუბლზე მირონი,
თუ სასოებას  სატანით მოძღვრავთ...
რად ამადევნეთ ცეცხლის ჩირაღდანს,
როცა მზის შუქი მივსებდა ოთახს,
რად მომიძებნეთ ხე ცნობადობის,
ან რად დამჭირდა მე ამ ხის მორთვა...
როცა გიპოვეთ გვერდით მდგომებად,
ერთად დავცინეთ წარსულს და გლოვას,
მაშინ ჩამიქრა  სული ცხოველი
და დავემსგავსე უმრევლო მოძღვარს...
და ასე გლოვით, ცრემლით და ლოცვით
მე გავაგრძელე უჩუმრად წოლა...
მერე მომძებნა თეთრმა  ქარბუქმა
და მიმაყარა ფოთლების გროვას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები