 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 29 მარტი, 2020 |
გამოიდარებს!.. -რას იზამს აბა? სად გაგონილა აპრილში დარდი? დარდი დეკემბერს უფრო ჰგავს ალბათ ან იანვარში დათოვლილ "მანდილს", ან უბუხრო სახლს, ან საღამოს მზეს დღის რიტმისაგან აჭრილს და აშლილს, ანდაც გადაღლილ, გალეულ ფიქრებს, მაგრამ არაფრით, არაფრით აპრილს!.. სევდას რა უნდა აპრილის თვეში? აპრილში უნდა გრძნობები ჩქეფდეს, ვნებები უნდა ცვიოდნენ ხევში ნაკადულებში იფანტებოდეს, სამყაროს უნდა სდიოდეს სუნი, ხმებისგან უნდა კრთოდეს ბუნება, სიყვარულისგან გაბრუებული უნდა აშარდეს თავად ცდუნება, უნდა გაგიჟდეს ბაგეც და თვალიც, აცეტდეს სიტყვა...სიტყვა და მზერა, თანხმობად იქცეს ორჭოფა ქალი მიენდოს უნდა მამრობით ჩვევას და აგიზგიზდეს, აფეთქდეს გული, ისე მოედოს ყველას აპრილი სიმორცხვისაგან გახელდეს სულიც, ვნებისგან ვნება იქნეს დაღლილი!.. და ამის შემდეგ არ არის ეჭვი, რომ უსაშველოდ გამოიდარებს... სევდა კი არა, აპრილის თვეში შიშველი ვნება ემჩნევათ ქარებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა ალექსანდრე, გაიხარეე... მადლობა ალექსანდრე, გაიხარეე...
10. ყველგან მშვენიერებაა სადაც შენ ხარ :) 5 ყველგან მშვენიერებაა სადაც შენ ხარ :) 5
8. დერვიშ უკეთესად ჟღერს, ამიტომაც ჩავსვი "ი" ფრჩხილებში)) დერვიშ უკეთესად ჟღერს, ამიტომაც ჩავსვი "ი" ფრჩხილებში))
7. :) დერვიშ, უკეთ ჟღერს, ან დერვიშო, წოდებითში :)) :) დერვიშ, უკეთ ჟღერს, ან დერვიშო, წოდებითში :))
6. მადლობა დერვიშ(ი). მადლობა დერვიშ(ი).
5. იგრძნობა გამოდარების სურნელოვნება!!! იგრძნობა გამოდარების სურნელოვნება!!!
4. ყველგან უნდა მიმოფანტო, სადაც მოგესურვება)) უკუნითი უნისამდე კიი...და მის იქითაც კიდევ) ყველგან უნდა მიმოფანტო, სადაც მოგესურვება)) უკუნითი უნისამდე კიი...და მის იქითაც კიდევ)
3. ბოლომდე ანუ უკუნითი უკუნისამდე ამიიიინ :)
რა უნდა ხევში ვნებებს ახლოს უნდა მიმოფანტო :) ძალიან ახლოს :) ბოლომდე ანუ უკუნითი უკუნისამდე ამიიიინ :)
რა უნდა ხევში ვნებებს ახლოს უნდა მიმოფანტო :) ძალიან ახლოს :)
2. ნ-ი-კ-ი, ანუ ყველგან უნდა იყოს მიმობნეული... მამრობით ჩვევაში კი მამაკაცების მიმართ იმედი იგულისხმება... ენდოს მას და დაუკავშირდეს ბოლომდეე )) ნ-ი-კ-ი, ანუ ყველგან უნდა იყოს მიმობნეული... მამრობით ჩვევაში კი მამაკაცების მიმართ იმედი იგულისხმება... ენდოს მას და დაუკავშირდეს ბოლომდეე ))
1. მართალია, სევდას რა უნდა აპრილის თვეში? მაგრამ კორონამ არ იცის ეს :)
ვნებები ხევში რატომ უნდა ცვიოდეს, ეს ვერ გავიგე და ვერც ის გავიგე რას ნიშნავს მამრობითი ჩვევა, რასაც უნდა მიენდოს თანხმობად ქცეული ორჭოფა ქალი? :)
იმედია ნდობა არ გაუცრუვდება :)
მართალია, სევდას რა უნდა აპრილის თვეში? მაგრამ კორონამ არ იცის ეს :)
ვნებები ხევში რატომ უნდა ცვიოდეს, ეს ვერ გავიგე და ვერც ის გავიგე რას ნიშნავს მამრობითი ჩვევა, რასაც უნდა მიენდოს თანხმობად ქცეული ორჭოფა ქალი? :)
იმედია ნდობა არ გაუცრუვდება :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|