ღამის მატარებელი ნოველა ნაწილი პირველი ძიება თავი პირველი ერევნიდან თბილისისკენ მიმავალი ბოლო მატარებელი ღამის ცხრა საათზე დაიძრა. ვაგონები მძიმედ და ნელა მოძრაობდნენ, თან ყოველ გაადადგილებაზე დამახასიათებელ ხმიანობას გამოსცემდნენ. შიგნით ვაგონები არ იყო ხალხით გადავსებული. დღის სხვა მონაკვეთში უფრო მეტი რაოდენობა შეინიშნება ხოლმე. ერთერ კუპეში მოხუცი ქალი ზის, კალთაში დაუსვია კატა და ეფერება, როცა გაღიზიანებული ხარ ადამიანი, ეს ერთგვარი დამაწყნარებელი საშუალება. ნერვები მშვიდდება და საღი აზროვნებით აგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ ეს ქალბატონი იმ წუთას ძალიან კარგ ხასიათზე იყო, აიხდინა თავის ოცნება - მოინახულა სევანის კამკამა ლურჯი ტბა და მისი შემოგარენი, ახლა კი სახლში მიდიოდა. ეთნიკურად სომეხი იყო, მაგრამ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი. მშობლიურ კუთხეში არასდროს ჰყოფილა. ძალიან უნდოდა ბავშვობიდან მოყოლებული სომხეთი ენახა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ოცნება ვერა და ვერ აიხდინა. შემდეგ დაოჯახდა, ეყოლა შვილები და აღარ ეცალა ამისთვის. ძალიან უყვარდა ცხოველები. შვილიშვილმა აუხდინა სანუკვარი ნატვრა: ერევნის მატარებლის ბილეთი უყიდა, ჯერ კიდევ არც ისე მოხუცი გაამგზავრა იქ სადაც მთელი გულით უნდოდა, თუ გავითვალისწებთ იმას რომ მოხუცს ძალიან უყვარდა შინაური ცხოველები ბავშვობიდანვე, ფისოს გარეშე წასვლა არ ისურვა. ახლა ზიან ორივე მატარებელში - ერთი ტკბილად იხსენებს განვლილ დღეს, მეორეს ეძინება და ხელი არ აძლევს ამის საშუალებას. ვაგონში უცბად თაგვი გაცუნცულდა. თეთრი ფერის იყო და ძალიან ჰგავდა კომპიუტერის მაუსს, მაგრამ თვალები, ყურები, ცხვირი, ულვაშები ჰქონდა. ყველა მცირე ზომის. არავინ მიაქცია ყურადღება გარდა კატისა. ადამიანები ისე იქცეოდნენ თითქოს, მათ ირგვლივ არაფერი ხდებოდა, უბრალოდ მატარებელი მიჰქროდა. კატისთვის ეს ხელსაყრელი მომენტი იყო, ქალს ხელებით ფერება დაემთავრებინა, ახლა შეეძლო მოემძინარებინა თავი და როდესაც „მსხვერპლი მიუახლოვდებოდა, თავს დასხმოდა. თაგვი მივიდა რაღაც წერტილამდე და შემდეგ უკან დაიწყო მოძრაობა, კატამ კიდევ ერთხელ მოიმძინარა თავი და როდესაც მიუახლოვდა იმ მანძილზე, რომ საწადელი აესრულებინა, თავს დაესხა. ცხოველი გაწბილებული დარჩა, რადგან დისტანციურად სამართავი სათამაშო აღმოჩნდა და ვერ შეეჭამა. ოი რა საშინელება იმედგაცრუება, ოცნების კოშკებს რომ ააგებ და ერთი ხელის მოსმით რომ დაგენგრევა. რამხელა ტკივილია ეს, ვისაც არ განუცდია არ იცის. ადამიანებში ალბათ ეს არ იქნებოდა, რადგან მატარებელში თაგვს რა უნდა? მაგრამ კატა, კატა და ცხოველურ ინსტიქტების დონეზე მსგავსი რამე დასაშვებია. ადამიანური აზროვნება ჭირდება, რომ კატა ამდენს მიხვდეს, მაგრამ მსგავსი ექსპერიმენტი ჯერ არავის ჩაუტარებია. ქალის უკან მჯდომ ბავშვს გაეცინა. მას ეჭირა სამართავი პულტი. ქალი მივარდა კატასთან და თავის ადგილას დააბრუნა, შემდეგ დაუცაცაცხანა ბავშვს; ასეთი თავხედი ვინ გაგზარდაო? გვერდზე დედამისი მჯდარა, ის აეკიდა ამას, შეურაწყოფა მიაყენა მასზე უფროსს, ამას აჰყვნენ სხვებიც და ატყდა ჩხუბი და კამათი. ამ კუპეში მხოლოდ შუა რიგში მჯდომი გოგონა იჯდა ჩუმად და მატარებლის ფანჯრიდან იყურებოდა.მას არ აინტერესებდა ადამიანების შეხლა- შემოხლა. იგი არ იყო კარგ ხასიათზე და ჩუმ-ჩუმად მის წინ თავისუფალ ადგილს გახედავდა ხოლმე. მაჯლაჯუნასავით ედო კაეშანი გულზე. მისი სახელია თინა მაღლაფერიძე. 20 წლისა და ერევანში მამიდასთან იყო სტუმრად. ქალს გაეცნო სომეხი მამაკაცი შარშან ბათუმში და შეჰყვარებოდათ ერთმანეთი. ქორწილის მერე ახალშექმნილი ოჯახი სომხეთის დედაქალაქში ცენტრში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე დასახლდნენ საცხოვრებლად. სიყვარული ისეთი რამეა, რაც შეუძლებელს გაგაკეთებინებს. როდესაც ამ გრძნობით ივსები, თითქოს შენ შენ არ ხარ და ყველა ჭუჭყი და ნაგავი გარეთ გამოდის. ამ დროს ძალიან ბედნიერი ხარ და ყველა ირგვლივ მყოფი გიყვარს. ამ გრძნობას, როგორც ყვავილს მუდმივი მოვლა ჭირდება, თორემ გახმება. ამის შემდეგ კი ყველაფერს აზრი ეკარგება. თბილისში დაქალები და მშობლები ელოდებოდნენ, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად აინტერესებდა. მისთვის ამ წუთას მთავარი იყო გვერდზე ვინმე დამჯდარიყო და გამოლაპარაკებოდა, ეულად რომ არ ჰყოფილიყო. მარტოსულობა ეს შეგრძნება როცა გრძნობ ამ ქვეყნად თითქოს მარტო ხარ, არავინ გყავს, მაშინ როდესაც სხვას რომ თავი დავანებოთ საყვარელი მშობლები ჰყავდა, არ დაგვავიწყდეს დაქალებიც იყვნენ, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ იყო, ვიღაც ან რაღაც ჭირდებოდა კიდევ. თითქოს ცხოვრების ნაბოძვარით უკმაყოფილო იყო. უცბად თინამ იგრძნო მის გვერდზე ვიღაცამ ადგილი დაიკავა. ახლა ის გახარებულია, თავს მოაბრუნებს და დაინახავს იმას, ვისაც ამდენი ხანი ელოდებოდა. გული აუფორიაქდა. მიაბ რუნა თავი და ვიღაც უშნო ბიჭი დაინახა. არ ესიამოვნა ამ ადამიანის დანახვა. -ვინ გთხოვათ ჩემს გვერდზე დამჯდარიყავით? -თავისუფალი ადგილი იყო და ვიფიქრე ცოტას დავისვენებთქო, ძალიან დაღლილი ვარ. -ან ეხლავე ადექით ამ ადგილიდან და სხვაგან გადაჯექით ან კიდევ მე გადავალ! ვერ ხედავთ, რამდენი სხვა თავისუფალი ადგილი არსებობს? -ძალიან დაღლილი ვარ და ახლა ადგომა მეზარება თქვა ბიჭმა, თავი გადადო უკან და ჩაეძინა. თინა სხვაგან გადაჯდა. რამდენიმე საათის შემდეგ მატარებელი სადგურის ბაქანზე გაჩერდა, ერთი ორი კაცი გადმოვიდა და უამრავი ადამიანი ავიდა კუპეში. ვინც ვერ მოასწრო დაჯდომა ფეხზე მოუწია დგომა მათ შორის ერთი მოხუცი ქალბატონი იყო, რომელიც გოგონას წინ დაადგა და ისე უყურებდა, თითქოს ეუბნებოდა „ ახლავე ადექი, დამითმე ადგილიო“ ბოლოს როგორც იქნა ამოიდგა ენა: -ამხელა ქალი ვდგავარ და თქვენ, ვინც შვილივით მეკუთვნით ზიხართ, ძალიან დაღლილი ვარ, უფროსს რომ ადგილი უნდა დაუთმოთ, ოჯახში არ გასწავლეს? -მასწავლეს, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ ქალბატონო და ეს ადგილი ჩემია და არ ავდგები თქვა გოგონამ. -თავხედი ხართ, ზრდილობა თქვენთვის არავის უსწავლებია, იმის მაგივრად რომ ადგილი გაგენთავისუფლებინათ, მეტლიკინებით.ნეტა ჩემი შვილიშვილი სად არის? ჭკუას გასწავლიდა. -თქვენი შვილიშვილმა გოგოს პატივისცემა არ იცის? ან მე რა დავაშავე ისეთი რომ მემუქრებით? -როგორ არა! ამაყად თქვა ქალმა. მაგრამ თქვენნაირი უზრდელი და თავხედი ადამიანად არ ითვლება. ერთი ხელკეტის ღირსი ხარ! თინას ზედმეტი საუბარი ამ ქალთან არ სურდა, თან გვერდზე ვიღაც მსუქანი ადამიანი ეჯდა, რომლის დანახვა მაინცდამაინც არ სიამოვნებდა და ადგა. გოგონა იდგა და ხალხს კუპეში უყურებდა. უმეტესობა ასაკოვანი ხალხი იყვნენ, ერთ ადგილას იჯდნენ მარტო ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი რომლებიც ერთმანეთს რაღაცას ელაპარაკებოდნენ. თავიდან გოგონა მარტო იჯდა და წიგნს კითხულობდა, ხალხი რომ ამოვიდა, ის ბიჭი გვერდზე მიუჯდა. -როგორ გაუმართლა ვიღაცას ფიქრობდა სევდიანი თინა. ამ წუთას მას სევდა ძალიან შემოაწვა, თითქოს მთელი მისი სხეული მოიცვა, ყელში ბურთივით ჰქონდა გაჩხერილი რაღაც და ვერ იცილებდა. თითქოს იმ უნდა დაუძახოს, მასთან რომ მივიდეს, მაგრამ ხმას ვერ იღებს. ეს რა ჭირი და უბედურება დაემართა თინას? ტუჩსაცხი უნდა წაისვას, იქნება ასე მიიქციოს იმ მშვენიერების ყურადღება. ტუალეტში შევიდა, სარკეში ჩაიხედა, ტუჩებზე ტუჩსაცხი წაისვა, თვალებზე ფანქარი, სელფი გადაიღო და ამაყი სახით დაბრუნდა უკან.თუმცა ბიჭი ისე იყო გადართული იმ უცხო გოგონაზე, თინასთვის ყურადღება არ მიუქცევია. -ალბათ უკვე შემდგარი წყვილია და ამის ბრალია, ასე მოიშორა შემოჭრილი ბრაზი გოგონამ. მას სურდა კარგ ხასიათზე ჰყოფილიყო ორი მიზეზის გამო: 1) გაბრაზებული გვერდზე მჯდომ ადამიანს დააფრთხობდა 2) არ სურდა ცუდ ხასიათზე დანახვებოდა მშობლებს და მეგობრებს. შემდეგ გაჩერებაზე ის ქალი სხვა ადამიანებთან ერთად მატარებლიდან ჩავიდა და ამოვიდა ჭაბუკი. ბიჭი იყო მაღალი, მსხვილი, სპორტული აღნაგობის, თაფლისებრ თვალებისთვის შემხედვარე გოგოები ძალიან რთულია გულგრილი იყვნენ. ხელში გაზეთი ეჭირა. გოგონას მოერიდა ბიჭს პირდაპირ გვერდზე მიჯდომოდა და მის წინ დაიკავა ადგილი. გაზეთი „ახალი თაობა“ იყო და ბიჭი ისე იყო ჩაძირული ახალ ამბებში, ვერ შეამჩნია წინ თუ ვინმემ დაჯდა. გოგონა პრესაში ნაკლებად ერკვეოდა და რადგან მის მხედველობის არეში არსებულ გვერდზე ფეხბურთზე ეწერა, იფიქრა ეს ბიჭი ფეხბურთელია, ან უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულიო. ორივე შემთხვევა გოგოებს ძალიან იზიდავს. რადგან სპორტი არის ერთადერთი თუ არა ერთერთი რაღაც რაც კაცობის გამსასზღვრელად ითვლება. წესით კალათბურთელებითაც უნდა იხიბლებოდნენ გოგოები, მაგრამ აქ აზრები იყოფა: გოგოების ნაწილს, რომლებიც სიმაღლით დაბლები არიან, არ მოსწონთ ძალიან მაღალი ბიჭები (კალათბურთელი ხომ ძალიან მაღალთან ასოცირდება საზოგადოებაში)ან მოსწონთ. გოგონამ ბევრი ფიქრის შემდეგ როგორც იქნა დუმილი დაარღვია: -სპორტი გაინტერესებთ? -დიახ! - სპორტულ მიმდინარეობებს შორის ფეხბურთი გიყვართ არა ალბათ ყველაზე მეტად? -ფეხბურთს საერთოდ ვერ ვიტან. ჩემი გონება სხვა სპორტული ღონისძიების ინტერესითა დაკავებული ამჟამად. თინა ამ ნათქვამზე დაიბნა. პირველად ნახა ბიჭი, რომელიც ასეთ რამეს ამბობდა. ახლა რთული პერიოდი დაუდგა. ბიჭი მოეწონა, ცდილობს რომ სალაპარაკო თემა ჰქონდეს, მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოს, ოი ეთქვა ფეხბურთი მიყვარსო, რაღაცეებს მოიგონებდა, ასიამოვნებდა, მოკლედ იმდენს იზამდა, რომ ნომრებს გაცვლიდნენ. ეხლა რა ჰქნას? რომ არ იცის რაზე ილაპარაკოს? ჯობს გაჩუმდეს და ხვალიდან დაიწყოს გამოძიება ამ ბიჭის ვინაობის შესახებ სად ცხოვრობს,ვისთან „დვიჟენიობს“? შემდეგ შეეტენოს და ბოლოსდაბოლოს ბედნიერი გახდება. მერე რა რომ ფეხბურთი არ აინტერესებს, მთავარია სპორტული აღნაგობის ხომ არის. ამ ფიქრში იყვნენ გოგო და ბიჭი რომ მატარებელი ბოლო სადგურზე გაჩერდა. ორივე გადმოვიდნენ ბაქანზე და მეტროს მიმართულებით გაუყვნენ გზას. თინას ძალიან უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოეფიქრებინა რა, რა კარგია რომ ამოსვლისას ამ მამრს ფოტო გადაუღო, ესეიგი ხელჩასაჭიდი აქვს. გოგონა ჩუმად მისდევდა ბიჭს და როდესაც მეტროს ესკალატორიდან ქვემოთ ჩავიდნენ, გოგონას უცბად გოგონას აუფორიაქდა: -„ნეტა საიდანაც მე მივდივარ იმის საწინააღმდეგოს არ გაჰყვეს რა მატარებელს“! გოგონა დამშვიდდა როდესაც ბიჭი იმავე მატარებელში შევიდა, მაგრამ ძალიან ეწყინა როდესაც მოშორებით დაადგა. -„ესეიგი არ უნდა ჩემთან ჰყოფნა, არაუშავს გავიგებ ვინ არის დ მერე კი მოვანდომებ“ ჰფიქრობდა თავისთვის თინა და თან შორიდან ხედავდა, როგორ ჩავიდა ბიჭი რუსთაველზე. მისმა გრძელმა სახემ, სილიკონით დაბერილმა ტუჩებმა და შავათ შეღებილმა თმებმა ვერაფერი ეფექტი ვერ მოახდინა ბიჭზე, მაგრამ არაუშავს მომავალი წინ არის. გოგონა მეტრო სადგურ სამგორში გადმოვიდა ვაგონიდან, ავიდა ესკლატორის კიბეებზე და გაუყვა სახლის გზას. თავი მეორე თინა სახლის კარებთან რომ მივიდა, წერილი დახვდა ზედ, სადაც ეწერა რომ ოჯახის დანარჩენი წევრები დეიდასთან წასულიყვნენ და საღამოს გვიან დაბრუნდებოდნენ. „ისევ მარტო ჰყოფნა, სრული ბედნიერებისთვის არ მაკლდა მატარებელში თითქმის მთელი გზა ან ცარიელა სკამს ვუყურებდი ჩემს გვერდზე, ან კიდევ ვიღაც შეყვარებულ წყვილს, ახლა კიდევ ეს. თითქოს ლატარეაში მოვიგე ეს ეული ადამიანობა, მომეწეპა და ვეღარ ვიშორებ. არაუშავს მალე დასრულდება ეს კოშმარი“ ჰფიქრობდა ის და სახლის კარებს ხსნიდა. სანამ დანარჩენები მოვიდნენ კომპიუტერში ხალხისგან მოწონებულ ახალ გამოსულ კომედიას უყურა, მართალია არ გაცინებია, მაგრამ რადგანაც სხვებს მოსწონს ესეიგი კარგია. კარებზე გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა, ამჯერად ყველა სახლშია. მაღლაფერიძეების ოჯახის წევრებს შეადგენს: მამა ცნობილი არქიტექტორი იოსებ მაღლაფერიძე, დედა ლია გემაზაშვილი - სკოლის დირექტორი, ძმები ვასილ და სანდრო მაღლაფერიძეები გაზის ხელოსნები და თინა უნივერსიტეტ დამთავრებული უმუშევარი ადამიანი, რომელიც გათხოვებაზე ოცნებობს. -მამიდამ რაო? სიჩუმე დაარღვია მამამ. -ჩემ ძმას სულ დავავიწყდიო, რატომ არ მოდის ჩვენთანო. -მთელი დღეები ვმუშაობ, ორი ლუკმა რომ შემოვიტანო სახლში. სამსახურის მერე დაღლილ-დაქანცული მოვდივარ, სად მაქვს თავი ერევანში სასიარულოდ? შენ იმიტომ გაგაგზავნე, რომ თავი დავიწყებულად არ ეგრძნო ჩემგან. -ძალიან კარგი ქენი რომ გამიშვი მა! -რას ამბობ შვილო? წასვლისას ფეხს ითრევდი, გეზარებოდა და ასე უცებ რა შეიცვალა? -არაფერი, მივხვდი რომ კარგი ყოფილა ჰაერის გამოცვლა, თან მამიდამ სომხური ქადები გამომატანა. -იმედია გზაში არ გიჭამია სულ. - არა, რას ამბობ. ღორი კი არ ვარ! ახლა ცოტახანი სიჩუმე გამეფდა, ისევ რადგან ყველამ დაიწყო მოტანილი ქადის ჭამა. -უჰ, რა გემრიელია! ნამდვილად არ ვნანობ ერევანში რომ ვიყავი! -ძალიან! იცის ჩემმა დამ როგორ უნდა გამახაროს! მაგრამ არამგონია, ეს ცვლილება მაგით იყოს კიდევ გამოწვეული, რაღაცას გვიმალავ. ამ დროს ძმები, რომლებიც მამის გვერდით იჯდნენ და ქადის ბოლო ლუკმას ათავებდნენ. თინას მაძიებლის სახით დააკვირდნენ. მათ ეუცნაურებოდათ დის ასე მოულოდნელი სიხარული. -გეტყვით ყველაფერს, ოღონდ მანამდე მითხარით დეიდა როგორ არის? -კარგად მადლობა, გული დაწყდა რომ ჩვენს გვერდით არ იყავი, მაგრამ რადგანაც საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლებდი წამოსვლას, არ წყენია ხმა ამოიღო დედამ. -დისშვილებს ეთამაშებოდი ალბათ დე. -რათქმაუნდა! ლია გემაზაშვილს ოთხი და ჰყავდა.ის შუათანა აქედან. მხოლოდ სამნი იყვნენ გათხოვილები:. ლია და მის წინ დაბადებული ორი გოგონა. ლიას შემდეგ ვინც დაიბადნენ, ერთი განათხოვარი იყო და უშვილო, მეორე კიდევ 18 წლის ახლახანს შეუსრულდა და ჯერ არავინ ჰყავდა საერთოდ. დღეს მთელი ოჯახი ყველაზე უფროსთან იყვნენ. ის ყველაზე გვიან გათხოვდა და შესაბამისად დეიდაშვილებში ყველაზე პატარები მას ჰყავდა. როცა მოვა ბედი შენიო ნათქვამია ხალხში, ვერავინ გეტყვით ზუსტად საზოგადოებაში ეს რამდენად ჭეშმარიტება, მაგრამ ასეთი სიყვარული არის მხოლოდ ბუნებრივი და არა ხელოვნურად შექმნილი რაღაც, რომელიც ასე მოდებულია საზოგადოებაში და ბევრისთვის კარგი არაფერი მოუტანია, მასზე სიყვარულის დარქმევა დიდი დანაშაულია, რთულია იმის თქმა, სხვა რამ რამდენად ესაბამება, მაგრამ აჯობებს უსახელოდ დავტოვოთ. რაც ცუდია და წესით საზოგადოებაში მიუღებელი უნდა იყოს, სახელი არ უნდა ერქვას. სიყვარული ყველა ადამიანს თავის დროზე თავს ატყდება, გულში იჭრება, როგორც მხეცი და მთელ სხეულში პეპელასავით დაფარფატებს. „ მუცელში პეპლები ჰყავს“ ალბათ გაგიგიათ გამოთქმა, არავინ არ იფიქროთ რომ ისინი მარტო ერთ ადგილზე ჩერდებიან, მთელ ორგანიზმს შემოივლიან და ამ დროს ადამიანი სიყვარულით აღვსილი არის. როდესაც ყალბია, ამ დროს მთელი ორგანიზმი ცარიელია, სილამაზის ყურებით მხოლოდ თვალი არის გაშტერებული. ის ხშირად ატყუებს ადამიანს და სააბოლოდ იმედგაცრუებულნი ნანობენ თავიანთ გადაწყვეტილებას დაოჯახებასთან დაკავშირებით. ასე დაემართა მაგდა გემაზაშვილსაც, ორსული იყო რომ გაშორდა, მერე აბორტი გაიკეთა. საშინელი ცოდვა ჩაიდინა, რომელსაც ღმერთი აპატიებდა ან არ აპატიებდა. დაიწყო ეკლესიაში სიარული. არცერთ წირვას არ არ აცდენდა, მოძღვარს აღსარებას ეუბნებოდა, ბიჭების კაი ჯიგარი მეგობარი და ასევე მათივე მაცდუნებელი გოგო, უცბად ღრმამორწმუნე გახდა, რომელსაც გეგმაში უახლოეს მომავალში მონაზვნად აღკვეცა ჰქონდა. თაყვანისმცემელი უამრავი ჰყავდა და ყველას ერთიდაიგივეს ეუბნებოდა, არავინ მაინტერესებს უფლის გზას მივყვებიო. -როგორ ვნერვიულობ, ახლა სად არის ნეტა მაგდა? წირვის მერე დამირეკეთქო ვუთხარი, რამდენი ხანი გავიდა არ მეხმიანება, ვურეკავ არ მპასუხობს. რა ხდება ამ გოგოს თავს?! თქვა ანერვიულებულმა დედამ. -ეტყობა წირვა კიდევ დიდხანს გრძელდება და არ ცალია, დააცადე დაგირეკავს თვითონ. თინა შეცადა მშობლის დამშვიდებას. -რას ამბობ შვილო? არა, აქ სხვა რაღაცაშია საქმე. უცბად ლიას მობილური ტელეფონი აწრიპინდა. -აჰა,გავახსენდი ქალბატონს თქვა დედამ და ტელეფონი მიიდო ყურზე. -ალო! სად ხარ გოგო ამდენი ხანი, როდის შენ უნდა დაგერეკა? -წირვის მერე, მამაოს აღსარებას ვაბარებდი. -მართლა? -ხო! რატომ მოგატყუებ? ჩემი და ხარ, ვიღაც ხო არა! -რაღაცას მიმალავ ასე მგონია! -გეჩვენება! -სახლში მიხვედი უკვე? -კი აი ამ წუთას შევედი. მაგდას საუბრის დროს თან ეცინებოდა. -რა გაცინებს?! - რაღაც გამახსენდა უბრალოდ. -ნინი რას შვრება? -არაფერს, მეცადინეობდა, ახლა კომპიუტერს მისჯდომია და ფეისბუკზე მეგობრებს წერს.შენი გამოგზავნილი ბორში უგემრიელესი იყო. -ჩემი ნახელავია და აბა სხვანაირად, როგორ?! -ეგა თქვი! -ორივემ ჭამეთ?! -რათქმაუნდა! -კაი, ძილინებისა! ხვალ დაგირეკავთ. -ძილინებისა! დებ გემაზაშვილებს მშობლები რამდენიმე წლის წინ ავტოკასტროფაში დაეღუპათ. მაშინ ჯერ მაგდა არ იყო ქმარს გაშორებული. თინას ბებიას რომ გაეგო შვილის თავს რაც ხდებოდა, ალბათ უფრო ადრე გაფშიკავდა ფეხებს. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ ნათქვამია. ამის შემდეგ მშობლიურ სახლში მარტო მცხოვრებ ჯერ ერთ და შემდეგ ორ დაზე, როგორც შეეძლო ზრუნავდა ლია. მისი ერთერთი საფიქრალი მათი ყოფა. თავიდან იფიქრა, ჩვენთან ხო არ გადმოვიყვანო საცხოვრებლადო, მაგრამ ქმარმა უარი უთხრა, თან თვითონ ისედაც ვიწროდ იყვნენ, კიდევ ორი კაცი სად დაეტეოდა?! ლიამ ტელეფონი გათიშა და ყველამ თინას შეხედა. ცოტახანი ასე იყვნენ. ირგვლივ სიჩუმე მეფობდა. ხვდებოდა, რა იყო მათი გამოხედვის მიზეზი, მაგრამ ჯერ არ უნდოდა ეთქვა, რადგან არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს! სანამ სიტყვებს დაალაგებდა თავში, ასე ჩუმად ერჩივნა ჰყოფილიყო. ხუთი წუთის შემდეგ, პირველმა ხმა მამამ ამოიღო -აბა გისმენთ შვილო! -ერთი ბიჭი მომეწონა და უახლოეს მომავალში ალბათ გავყვები კიდევაც ცოლად. -ვინ ბიჭი?! სკამიდან დაკივლების მაგვარი ხმა ამოუშვა დედამ. -ეს! და პოლაროიდის ფოტო მისცა დედას თინამ. -ვინ არის? საიდან იცნობ? რას წარმოადგენს? -დღეს შემთხვევით მატარებელში გავიცანი, ერთ კუპეში მოვხვდით, ნავარჯიშევი ადამიანის აღნაგობა აქვს, თან სპორტულ გაზეთს კითხულობდა „ ახალ თაობას“ აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ სპორტსმენია.სახელი არ ვიცი. -ვიღაც ნახა გზაზე, მოეწონა და დაიწყო ოცნების კოშკების აგება. თქვა სანდრომ. -არა ეს, რასაც შენ ჰფიქრობ. სერიოზული გრძნობა მაქვს ამ ბიჭის მიმართ გაბრაზებული სახით შეხედა თინამ ძმას. -დე, აბა ეგ ფოტო მანახე, იქნებ ვიცნობ! -არამგონია იცნობდე, მეტროში რუსთაველზე ჩავიდა, იქ მაცხოვრებლებს ვის იცნობ? -რუსთაველზე მარტო იქ მაცხოვრებლები არ მოძრაობენ, შეიძლება რაღაც საქმეზე გავიდა ზემელზე.მერე მეორე საიდან მოიტანე, რომ „ახალი თაობა“ სპორტული გაზეთია, როგორც ჩანს პრესაში ვერ ერკვევი. ყველაფერს მოიცავს, უმეტესად პოლიტიკას, ის გვერდები, რომელიც შენი მხედველობის არეში იყო, რადგანაც სპორტს ეხებოდა, იფიქრე სპორტული გაზეთია. როგორც ელავს ისე არ ანათებს დაო! -შესაძლებელია! მოწყენილი ხმით თქვა თინამ. ესეიგი იგი სადღაც შემცდარა, ასევე შეიძლება მისი აღნაგობაც ატყუებს და სულ სხვა საქმითა დაკავებული! ეს ძიებას გაართულებს, მაგრამ არაუშავს იმედი ბოლოს კვდება. აუცილებლად იპოვნის და იქნება ბედნიერი ოჯახი. ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა, ასეთი დასასრული უნდა ჰქონდეს ყოველ გოგონას ნაფიქრს ამ ბიჭზე, რადგანაც მან ზღაპრული პრინცი ნახა და ახლა მასთან დაახლოებას და ჯადოსნურ სასახლეში თანაცხოვრებას ოცნებობდა. -დე მანახე აბა ფოტო, ვნახო ვისზე გადაირია თინა ასე! თქვა ვასილმა. -აჰა შვილო! თინა მსგავსი ბიჭები უამრავი შეგხვდება კიდევ ცხოვრებაში, ჭკუით მოიქეცი! თქვა ლიამ და შვილს ფოტო მისცა. -ვასილი ერთი წუთი უყურებდა რაც ხელში ეჭირა, თან თვალებს არ უჯერებდა, ეგონა მძინავს, სიზმარია ეს ყველაფერიო, ან თვალი მატყუებსო, მაგრამ რომ დარწმუნდა რეალობას ხედავდა თავის ძმას დაუძახა: -ეს..... ეს......... -რა იყოთ, არ მოგეწონათ მომავალი სასიძო?! იკითხა თინამ. -როგორ არა, მაგრამ ჯერ გაიცანი წესიერად და მერე იფიქრე ამის ცოლობაზე, იქნება ქურდია, მკვლელია, ავაზაკია, ხომ არ იცი ვინ არის! თქვა სანდრომ და ოჯახის ყველა წევრმა მოუწონა აზრი თინას გარდა. -ნუ მიმსხვრევთ ოცნების კოშკებს! თქვა გოგონამ და თავის ოთახში გავიდა.მას არ სურდა ახლა ლოგინში დაწოლა და ამ დღის ასე დასრულება. კიდევ რაღაცის გაკეთება უნდოდა, მაგრამ რის არ იცოდა. არანაირი აზრი არ ჰქონდა თავში. უცბად მობილური ტელეფონი აწკრიალდა. მისი ერთერთი საუკეთესო დაქალი სალომე იყო ხაზზე: -ტრაკდაქნეულო არ გადმოხვალ ჩვენთან? დანარჩენებიც შეიძლება მოვიდნენ, თუ არადა ჩვენ სამნი მაგარ დროს გავატარებთ. -კი გო, აუცილებლად სიხარულისგან წამოიყვირა თინამ. ყურმილში ხმა გაითიშა. აი ახლა აღარ იქნება უაზროდ, წავა თავის ახლო მეგობრებთან და დროს გაატარებს. რამდენს დალევს მათთან ერთად ვინ მოთვლის, თუ არაყი არ იქნა, სახლში მოვა ფხიზელი და ეგ არის. ნეტა დაქალებმა სახლამდე მთვრალი მიიტანონ, იცის რომ მათ ეს არასდროს ეზარებათ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მანამდე ყოველთვის ფხიზელი წამოსულა უკან, საინტერესოა საიდან იცის ეს? პასუხი მარტივია ფეისბუკზე კომენტარში გულებით და მონატრების გამომხატველი სიტყვებით. დაქალებს თვეობით ვერ ნახულობს, მაგრამ მათთან მაინც აქვს კონტაქტი. თინას 6 საუკეთესო მეგობარი ჰყავდა. არ იყვნენ ერთმანეთის ტოლები. ამ შვიდიდან სამნი: თინა, ლია და სალომე კლასელები იყვნენ. არცერთს არ უსწავლია სკოლაში წესიერად, მთელი ხუთი წელი ხან ვის ეპრანჭებოდნენ და ხან ვის. თუ გამოსდიოდათ, რამდენიმე თვიანი ურთიერთობა ჰქონდათ „გარეგნობით მომნუსხველ მამრთან“, მერე ბეზრდებოდათ და შორდებოდნენ, თუ არა და ლანძღვის ცხრა სართულიან კორპუსებს აგებდნენ. გგონიათ იმ ბიჭებს აკლდებოდათ ამით რამე? არა, უბრალოდ ეს გოგოები იმყრალებდნენ პირს! რაღაც რაღაც მანქანებით ამ გოგოებმა სკოლა დაამთავრეს და ჩააბარეს უმაღლესში, კერძოდ ჯავახიშვილში, არც აქ იკლავდნენ დიდათ სწავლით თავს, გამოცდები რომ ახლოვდებოდა, ლიასთან, ან სალომესთან სახლში (სტუდენტობისას ორივეს მობეზრდა მშობლებთან ჰყოფნა და იქირავეს ბინა კორპუსში, სადაც იქნებიდნენ თავისთვის დამოუკიდებლად.) „სამეცადინოდ“ იკრიბებოდნენ. ჩართავდნენ მუსიკას ხმამაღალზე, წრუპავდნენ ვისკის, ან ცეკვავდნენ, მანამდე სანამ ოფლი წურწურით არ წამოუვიდოდათ. მეზობლები ხშირად იძახებდნენ პოლიციას, ჯარიმაც გადაუხდიათ რამდენჯერმე, მაგრამ აგრძელებდნენ მაინც თავისას. „კუზიანს საფლავი გაასწორებსო“ ნათქვამია. როცა გართობით გულს იჯერებდნენ, მერე კიდებდნენ კონსპექტს ხელს, რაღაცას წაიკითხავდნენ და იშლებოდნენ ან ღამეს ერთად ათენებდნენ ფილმების ყურებაში. ამ ორ წელიწად ნახევარში კიდევ კაი ჰუმანური ლექტორები ხვდებათ, რომ ბლუყუნით მოყოლილზე 51-ს წერს, თორემ ყოფილიყო აბა „არაადამიანი, უსინდისო, თანამდედობისთვის შეუფერებელი“, რამდენი საგანი დარჩებოდათ ვინ მოსთვლის?! სააბოლოდ დიპლომს ვერ აიღებდნენ და ალბათ ვერც გათხოვდებოდნენ ვერასდროს. ეს ხომ ტრაგედია? არაუშავს ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, ნათელი მომავლის იმედი აქვთ, რომელსაც მათ „აწმყო შობილი წარსულისგან“ უქადის.ერთი შეხედვით ესეა, მაგრამ როგორც ჩანს, მომავალში ყველაფერი ისე იქნება? დანარჩენი ოთხიდან სამნი სამი წლით უფროსები იყვნენ მათზე და უკვე დაემთავრებინათ უმაღლესი და გათხოვილიყვნენ, მართალია, რა „მოვალეობაც“ აკისრია ქალს სახლში- საჭმელების მომზადება, დალაგება, დასუფთავება ასრულებდნენ, მაგრამ არადა არ უჩნდებოდათ შვილი, თითქოს ბერწი და სიმპატიური მამაკაცები დაკერეს, აი ეს არის რაც ეხლა გოგოებს აწუხებთ და რის დაზუსტებასაც ცდილობენ, ეს თუ მართალი გამოდგება, აუცილებლად გაეყრებიან ქმრებს. ნელი კი 19 წლის იყო, ანუ თინაზე, ლიაზე და სალომეზე ერთ წლით პატარა. იმან ყველაზე ადრე გამოიჭირა თავის სასურველი მამაკაცი და ყველაზე ადრე გათხოვდა. ახლა ერთი წლის ბავშვის დედა და დიასახლისია. გათხოვილებს და გასათხოვრებს ერთმანეთთან ნაკლებად ჰქონდათ კონტაქტი, რადგან სახლის საქმეებს დიდი დრო მიაქვს, თან დიასახლისობა ისეთი დამღლელია და მეგობრების სანახავად რომ გახვიდე, ხანდახან სამაგისოდ თავი არ გაქვს ხოლმე. თინამ გამოიცვალა პერანგი, უფრო ძვირიანი ჩაიცვა, რადგან სურდა მაგრად გამოჩენილიყო თავის დაქალების წინაშე, დანარჩენები მამიკოს, ოჯახის წევრების ფულების დახმარებით საზოგადოებაში „სვეწკი გოგოს სახელს ატარებდნენ და აბა სხვანაირად როგორ? მშობლებს და ძმებს უთქმელად ჩაუარა გვერდზე და გარეთ გავიდა. თავი მესამე ღამის თბილისი გარე განათებებით იყო განათებული იყო .ამ დროს ქალაქში სეირნობა ისეთი სასიამოვნოა, თან მითუმეტეს გრილი ნიავი თუ გიბერავს ადამიანს..... თინა ფალიაშვილის ქუჩას მიჰყვებოდა, ამ ქუჩის ბოლოს რომ მივიდოდა, შემდეგ მარჯვნივ უნდა გადაეხვია და ორ ნაბიჯში იყო თავის დაქალის სახლი. როდესაც ქუჩის ბოლოს მივიდა, უცბად უამრავ ხალხში დაინახა ნაცნობი სახე, რომელიც მისკენ მოდიოდა. -გამარჯობა თინა. -გამარჯობათ! ვინ ბრძანდებით? -მე ვარ მაგული, ვერ მიცანი?! -აჰ მაგული, ახლა კი!, როგორ ხარ? -კარგად შენ? -კარგად, მადლობა. ბოდიში, მაგრამ მეჩქარება! უნდა გავიქცე! გკოცნი! მოკითხვა შენ ქმარს. მაგული ამ გოგოების ნაცნობი იყო ბავშვობაში, ამ გოგონასთან გოგოებს მაინცდამაინც კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდათ, რაც კიდევ უფრო მეტად გაფუჭდა, რაც გაიგეს რომ მათზე ადრე გაიჩინა შეყვარებული. კიდევ კაი კუმისელ გლეხი გიგილოა მისი რჩეული, თორემ შურისგან კარგ დღეს არ დააყრიდნენ. ბრაზის და ბოღმის ნთხევა ზურგს უკან დაცინვამ შეეცვალა, რადგან ამ შვიდი დაქალიდან ვერცერთს ვერ წარმოედგინა სიზმარშიც კი - სოფელში გათხოვილიყვნენ, ან მათ ქმარს გიგილო რქმეოდა. -შეხვედრამდე, აუცილებლად გადავცემ მოკითხვას, სოფელში რომ ჩავალ და ისიც ნახირიდან რომ დაბრუნდება. თითქმის სამი წელი რომ არ გინახავს და არ გიხსენებია ადამიანი, რათქმაუნდა არ გემახსოვრება. თინა გულში ჰფიქრობდა რაზე ესაუბრა თავის დაქალებთან, თან თავს ეუბნებოდა, დაქალები შემოაგდებენ სალაპარაკო თემასო. ეს შეხვედრა მისთვის ერთი მხრივ სასიხარულოც იყო და სამწუხაროც, სასიხარულო იმიტომ რომ უკვე იცოდა გარშემომყოფებისთვის რა ეთქვა, სამწუხარო კი, ვისთანაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა ურთიერთობა, ზუსტად ის შეხვდა და არა ვთქვათ ვინმე სიმპატიური ბიჭს, სატრაბახო რომ ჰქონოდა გოგოებთან კაფეში დამპატიჟაო. ამ წამს ეჭვი ჰქონდა გულში. ჰფიქრობდა, აზრი აქვს საერთოდ ძებნასო, მაგრამ სადარბაზოს რომ მიუახლოვდა, უცბად ყოველგვარი ნეგატიური აზრი გაქრა, მას გვერდით ჰყავდა ადამიანები, რომლებიც მას დაეხმარებოდნენ. რა საქმე უნდა ჰყოფილიყო, მისი დაქალებისთვის რომ რთული აღმოჩენილიყო? ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს როდესაც თინა თოფურიას წიგნში რთულ ამოცანაზე იმტვრევდა თავს, მისმა დაქალებმა უცბად ამოუხსნეს, წიგნში წითელი მარკერით მთლიანად დიაგონალურად წააწერეს i love you so much მასწავლებელი რათქმაუნდა გადაირია ამაზე, თინას მშობლები დაიბარა, მაგრამ რა მერე? არაფერი! ჩვეულებრივად გააგრძელდა ცხოვრება. სადარბაზოს პირველი კიბეები აათავა თინამ ლიფტთან მივიდა და ღილაკს მიაჭირა. სალომე და ლია თოთხმეტ სართულიან კორპუსში მეცხრე სართულზე ცხოვრობდნენ და ფეხით ასვლა, ყოველჯერზე ეზარებოდა, არც ეს დღე უნდა ჰყოფილიყო, გამონაკლისი, მაგრამ დახეთ უბედურებას, ლიფტი არ მუშაობს.კიდევ კაი ბოლო სართულზე არ უწევს ასვლა. ნახევარი საათის მერე გოგოების კარზე ზარის ხმა გაისმა. -ლია ალბათ ის არის, გთხოვ გაუღე! თქვა სალომემ. ლია უსიტყვოდ დაემორჩილა დაქალის თხოვნას. მართლაც ის იყო. -როდის ჩვენ დაგირეკეთ, ამდენი ხანი სად იყავი? -სანამ მოვიდოდი გზაში ისეთი რამ შემემთხვა, სადარბაზოში კიდევ ლიფტი არ მუშაობს და სვენებ სვენებ მოვდიოდი. -ლიფტის ხელოსანი არ გვყავს ნორმალური და იმიტომ ! ხო იცის ხალხს გვჭირდება ლიფტი მუდამ, არ უნდა გაჩერდეს! ახლა სად გდია ნეტავ?! ალბათ თავის ცოლ-შვილთან ერთად სადმე ისვენებს. დეგენერატი! თქვა ლიამ და დაკეტა კარები. ორივე სასტუმრო ოთახში შევიდნენ, სადაც სალომესთან ნელი იჯდა. მაგიდაზე სამი ფინჯანი იდგა. -თინა ყავა გინდა შენც? თქვა ლიამ -კი, დიდი სიამოვნებით დავლევდი თქვენ მოდუღებულს. -სალომე მოუდუღე ყავა გთხოვ. გოგონა გავიდა სამზარეულოში, ამ დროს გოგოები თავისთვის რაღაცას იცინოდნენ. როცა გოგონა უკან დაბრუნდა, ყავა დაუდგა თინას. მან იცოდა მის დაქალს უხსნადი, შაქრის გარეშე უყვარდა. -ჩემი აქ არ ჰყოფნაში რაზე იცინოდით? -მაგულიზე ვლაპარაკობდით, თან ვიცინოდით იმ ფაქტზე რომ სოფლელ გიგილოს გაჰყვა ცოლად. -შტერი გოგო! ქალაქში დაილია ბიჭები, სოფელში რომ არ წასულიყო? მაგრამ ყველას ნორმალური აზროვნება ხო არ ექნება? - ჩვენ გოიმ ნაცნობზე ვსაუბრობთ და სალომეც აქ არის და მინდა გითხრათ, რომ სანამ სადარბაზოში შემოვიდოდი, მაგული შემხვდა? -რაო მერე? უცებ ყველამ განცვიფრებულებმა იკითხეს. -არაფერი, უბრალოდ მომიკითხა. -ნეტავ აქ რას დაეთრევა? დაეტიოს იმ თავის ქმართან სოფელში და ერთად მისდიონ მეცხოველეობას, ბაღს და ბოსტანს. თქვა ლიამ. -აქ მუშაობს გო, საღამოობით მიდის ხოლმე კუმისში.თქვა ნელიმ. - ნეტა აქ ვინ აჩერებს, უნდა ვნახო მაგის უფროსი. იცი სად მუშაობს? -არა გო, ჩემთვის უინტერესო ხალხზე ამდენ ინფორმაციას არ ვიღებ ხოლმე. უცბად ყველანი გაჩუმდნენ და ყავას სვამდნენ მხოლოდ და შოკოლადს მიირთმევდნენ, უცბად სიჩუმე თინამ დაარღვია:~ -გოგოებო ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის! - ტრაკდაქნეულო რა ამბავი? იკითხა სალომემ -ერევნიდან აქეთ რომ მოვდიოდი ერთი ბიჭი დავინახე, ისე მომეწონა ვოცნებობ მისი ცოლი გავხდე. -ვინ არის რას წარმოადგენს? რა ჰქვია? - გო ვიცი რომ სპორტსმენია, ან სპორტი აინტერესებს ძალიან. ისიც ვიცი რომ ფეხბურთი გამორიცხულია, ამან დამაბნია და მერე ისე ვიარეთ, მეტროშიც კი ხმა ვერ ამოვიღე. რუსთაველზე ჩავიდა. უნდა მოვძებნოთ და გავიგოთ ყველაფერი! ხომ დამეხმარებით? -რათქმაუნდა აბა რისთვის ვართ დაქალები თქვა ლიამ. -რამე გაქვს, რითაც შევძლებთ მოძებნას? ან რაიმე სპეციფიკური ხომ არ გახსოვს? იკითხა სალომემ. -მატარებელში რომ ამოვიდა, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და პოლაროიდის ფოტო ჩემს ხელთ არის. -ვა! რა კარგია! აბა გვანახე ეგ სიმპატიური ბიჭი თქვა ლიამ.~ თინა ამ დროს ისეთი ბედნიერი იყო თავის დაქალებით და ამ შეხვედრით რომ, სხვა არაფერზე ფიქრობდა, არანაირი ჭმუნვა და დარდი არ ჰქონდა. დაუფიქრებლად ანახა ფოტო გოგოებს. -მართლაც და ძალიან სიმპატიურია! ნეტა საიდან მეცნობა? დაფიქრდა სალომე -არ ვიცი! -სადღაც მყავს მეც მემგონი ნანახი და სად ვერ ვიხსენებ თქვა ლიამ. -ვინმე ცნობილი სპორტსმენი ხო არა ორივე რომ იცნობთ? თინა დაეჭვდა და ძალიან შეეშინდა. ეს თუ ესეა მას უამრავი თაყვანისმცემელი ეყოლება, მიდი და წინააღმდეგობა გაუწიე ამდენ გოგოს. შესაძლებელია იმათში ისეთები აღმოჩდნენ, თინა სასტიკად დაჩაგრონ და „ქრაშის“ წინაშე შეარცხვინონ. ეს ხომ სიკვდილის ტოლფასია! მერე ცოცხალ- მკვდარი ივლის და მას უნდა ასეთი მომავალი ახლა? -მოდი რომ ვნახავთ, მაშინ ყველაფერი გავარკვიოთ, სიტუაციის განსამუხტი წინადადება წამოაყენა სალომემ. თინას სახეზე ეტყობოდა, თუ რას გრძნობდა გულში და ამ წინადადების მერე განწყობა გამოეცვალა, შეშინებული აღარ იყო, აღარც საავდრო ღრუბელი ეხატა სახეზე. ყველამ უთქმელად აიტაცა ეს წინადადება. -გოგოებო მეც მაქვს ახალი ამბავი. თქვა ნელიმ. -შენ რაღა შეგემთხვა? იკითხა ლიამ. -ქმარს დავშორდი. -რატომ გოგო?! იკითხა სალომემ. ნელიმ ბოლო ყლუპი მოსვა თავის ფინჯანიდან, სული მოითქვა და რამდენიმე წამით არსებული სიჩუმე დაარღვია. -მუდმივი სამსახური არ აქვს. მხოლოდ სეზონურად მუშაობს. ამდენი ხანია ცოლ-ქმარი ვართ და ერთი არ უფიქრია სტაბილურ შემოსავალზე , არადა მე ყოველთვიურად ახალთახალი კაბები მჭირდება. მაგის გამო კინაღამ „ სვეწკი გოგოს“ იმიჯი შემელახა. -როგორ გვესმის შენი სამივეს თქვა თინამ. ყავის სმას რომ მორჩნენ გოგოებმა ჩართეს ფილმი, ჯერ ერთი, მერე მეორე. თინა და ნელი ღამის გათენებას აქ აპირებდნენ. სემესტრი დამთავრდა და თავის გემოზე ხო უნდა დაისვენონ ახალგაზრდებმა? ნელი კი თავის ასაკოვან ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად ( მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს) და შესაბამისად აღარავინ აღარ აკონტროლებს. ფილმის ყურების დროს იგი სევდიანი და მხიარული იყო, სევდიანი იმიტომ რომ განათხოვარს მეორეჯერ ვინღა მოიყვანს ცოლად?! მხიარული იმიტომ რომ ისევ თავისუფალია, მაგრამ გაურკვეველია ეს დროებითია თუ სამუდამო. თუ დასასრული უწერია ძალიან კარგი იქნება, თავის კაპრიზებს ვიღაცა ოდესმე დააფინანსებს, თუ არადა არც ეგ არის ტრაგედია: მშობლები დააფინასებენ ყოველთვიურად საზღვარგარეთიდან, დამატებით ბებოს წაგლიჯავს ყოველთვიურად პენსიას და შეუნარჩუნდება ძველებური „სვეწკი გოგოს იმიჯი“ თავი მეოთხე -გოგოებო ადექით, რუსთაველზე უნდა გავიდეთ საქმე გვეძახის. ლოგინიდან პირველი წამოხდა ლია და საათს დახედა. ათი საათია, მერე ის შეიძლება სახლიდან სადღაც გავიდეს და თივის ზვინში ნემსის ძებნა მოგვიწიოს. -რუსთაველი დიდია,ძებნა საიდან უნდა დავიწყოთ თუ გაქვთ მოფიქრებული? იკითხა ნელიმ. -რადგანაც სპორტსთან აქვს შეხება, ალბათ წმინდა გიორგის ძეგლს წრეს ურტყამს ძუნძულ-ძუნძულით. ამიტომ პირველ რიგში თავისუფლების მოედანზე, ლესელიძეზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მოვძებნით.თქვა სალომემ. -ძებნის რა ტაქტიკა გვაქვს მოფიქრებული?ყველა სახლს დაივლით, თუ ქუჩაში კითხავთ გამვლელებს, ვიღაც ბიჭს ვეძებთო და ხო არ გინახავთო? -დებილო პოლაროიდის ფოტო ხო გვაქვს და ხალხს ვაჩვენებთ. -შედეგი თუ არ გამოიღო რას ვშვრებით? -რას უნდა ვშვრებოდეთ? ვიშლებით რათქმაუნდა და ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, როგორც აქამდე გვქონდა. თინა ნეგატიურმა განწყობამ კიდევ აიტანა, მაგრამ ეს შიში აღარ იყო, არამედ ეჭვი რომ იმედგაცრუებული დარჩებოდა.მას ეს არანაირად არ უნდოდა, ერჩივნა მოეძებნა და ცოლიანი აღმოჩენილიყო, ვიდრე სააბოლოდ არანაირი შედეგი ჰყოფილიყო. გაუგია რომ როცა ადამიანს ვიღაც მოსწონს და ის დაკავებულია, შეგიძლია ორი ადამიანის სიყვარული დაანგრიო, თუნდაც უკვე დაოჯახებულნი იყვნენ და შენკენ მიიზიდო. თავისუფალია, თუ არა ის აუცილებლად გაიგებს და სააბოლო გამარჯვება მას დარჩება, მაგრამ სულ არაფერი? ეს საშინელება, კოშმარია, რომელიც მხოლოდ სიზმარში შეიძლება ნახოს კაცმა. -ნელი ნუ უფუჭებ ხასიათს თინას! ეგეთი პესიმიზმი დამღუპველია შენთვის და მერე კიდევ სხვისთვის. ასე არ შეიძლება! აუცილებლად ვიპოვით! ამ პატარა ქალაქში სად დაგვემალება?! თქვა ლიამ თინა უცბად გახალისდა. იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ კარგია დაქალების გვერდში დგომა. -კარგი წავიდეთ, ნუღარ ვლაპარაკობთ! საქმეს შევუდგეთ! იმედი ბოლოს კვდება ხო იცით გოგოებო?! თქვა თინამ. ასეც მოიქცნენ. მათ სამოქმედო გეგმაში არ შედიოდა კორპუსებში ძრომიალი, რადგან ასე ბევრი დრო გავიდოდა, ისინი უბრალოდ ხალხს აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ თავისუფლებაზე ლესელიძეზე და სოლოლაკში ამ ბიჭის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. -ახლა რა ვქნათ? იკითხა თინამ. -შეიძლება სპორტული აღნაგობის ბიჭია და რუსთაველზე იმიტომ ამოვიდა რომ კონსერვატორიის, სამხატვროს სტუდენტია, ან ოპერაში მიდიოდა რომელიმე ღონისძიებაზე, ამიტომ სამივე ადგილი ვნახოთ. სანამ იქამდე მივალთ, სხვა პუნქტებშიც ვკითხოთ ხალხს. წამოაყენა წინადადება სალომემ. თინას როგორ უნდოდა ეს ესე არ ჰყოფილიყო, რადგან ხელოვნების ერთადერთი დარგი, რომელიც მას აინტერესებს, კინოინდუსტრია, თან მხოლოდ ჰოლივუდის. ეს თუ მართალია მოუწევს სხვადასხვა მუსიკალურ ანსამბლების კონცერტებზე ან გამოფენებზე სიარული, ბოლოსდაბოლოს საშინელი და მოსაწყენი ოპერების მოსმენა. ეს თუ მართალია, მაშინ ჯობია ამ ბიჭზე უარი თქვას და ვისაც ღრმად აინტერესებს ხელოვნება, ან ხელოვნებათმცოდნე სურს გამოვიდეს, იმას დაუთმოს! ვერც ახლა იცოდნენ ვინმემ რაიმე, რამაც გასაგები მიზეზის გამო წარმოქმნილ სიხარულში მოულოდნელად სევდა შეერია და სააბოლოდ მტკილმწარე ხასიათი დაუტოვა გოგონას. ამდენი ხანი რომ ეძებ ადამიანს და ვერ გიპოვნია, სრულიად გახარებული ვერ იქნები, ნელ-ნელა რწმუნდები, რომ თივის ზვინში ნემს ეძებ და უნდა დაანებო თავი, შემდეგ კი გაჰყვე ისევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. -ჩვენი ბოლო იმედი რუსთაველის მეტროა და კოსტავა, იქ თუ არავის ეცოდინებათ ვიშლებით! თქვა სალომემ. -მელიქიშვილზეც ავიდეთ, იქნებ იქ ვინმემ იცოდეს რამე მუდარის ტონით თქვა თინამ. -ბარემ ჭავჭავაძე ხო არ გინდა ქალბატონო და მთლიანად ვაკე?! მე პირადად დავიღალე ამდენი სიარულით, სახლში მინდა! თქვა ლიამ. -კარგი დამწუხრებული სახით დამორჩილდა თინა. მეტროსთანაც არავინ არაფერი იცოდა, კოსტავაზე რომ გადავიდნენ, იქ დაინახეს უცბად მაგული. მეტროდან ამოსულიყო და სამსახურში მიდიოდა. ტრადიცია ჰქონდა რუსთაველის მეტროდან ფალიაშვილზე ფეხით ასვლა და ასევე გადასვლა ქუჩაზე, სადაც მისი სამსახური მდებარეობდა. მიუხედავად იმისა რომ დიდი გზა ჰქონდა გასასვლელი, იგი სამსახურში არასდროს აგვიანებდა. -მოდი ამ ჩერჩეტს ვკითხოთ, იქნება რამე იცოდეს წამოაყენა წინადადება თინამ. -ამან რა უნდა იცოდეს, მაგრამ კაი, ცდა ბედის მონახევრეაო ნათქვამია თქვა ლიამ. უცბად ოთხივე გოგო მიუახლოვდა მაგულის. მას ძალიან გაუხარდა თავის ძველი ნაცნობების დანახვა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ გოგოები პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ.~ -ამ ბიჭს ვიცნობ. ადრე როდესაც თბილისში ვცხოვრობდი ჩემი მეზობელი იყო. წყალბურთელია და რუსთაველის მეტროსთან იმიტომ ამოვიდა რომ სამეცნიერო აკადემიის მოპირდაპირე მხრიდან ავტობუსს გაჰყოლოდა ლაგუნა ვერემდე. -ხო არ იცი რა ჰქვია? იკითხა თინამ. -მალხაზი. -ტელეფონის ნომერი არ გაქვს ან გვარი ფეისბუკზე როგორ მოვძებნოთ არ იცი? -არა, ფეისბუკი მე არ მაქვს და ეგრე ახლოს არ ვარ, რომ დამერეკა. -შენნაირი გოიმი ასეთ ბიჭთან ახლოს რომ იყოს, ეს ბუნების შეცდომა იქნება თავისთვის გაიფიქრა სალომემ. -კარგი, ნახვამდის თქვა ლიამ და გოგოები წავიდნენ. -ამხელა საქმე გაგვიკეთა და მადლობა რატომ არ მოუხადეთ? განცვიფრებული სახით იკითხა თინამ. ეკლესიაშიც არ შემომყევით, რომ გითხარით ქაშვეთში შევიდეთ ვილოცოთქო. -მადლობას ჩვენ იმას ვუხდით ვისაც პატივს ვცემთ, დანარჩენთან კიდევ საჭირო არ არის! ეკლესიას რაც შეეხება, ხალხი იქიდან გამოდის და ათეისტების რაოდენობა ნელნელა იზრდება. არ გვსურს ვიყოთ განსხვავებულები და შესაბამისად ისეთ ნაგებობებში რაც საზოგადოებისთვის უფრო და უფრო მეტად მიუღებელი ხდება, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება თქვა სალომემ. ეს პასუხი თითქოს დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა თინასთვის, თითქოს ამ ყველაფერს სწორედ მიიჩნევდა იგი, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო, გულში გაოცებას მალავდა და ასევე ბრაზს . მართალია თინაც მოდას აყოლილი ახალგაზრდა იყო, მაგრამ ასე ღრმად არ ჰქონდა შეტოპილი.იშვიათად ეკლესიაში მაინც დადიოდა სანთლის დასანთებად და სალოცავად. აი ასე გაჩნდა პირველი ბზარი ამ დაქალების ურთიერთობაში, რომელიც დაფარული იყო და სააშკარაოზე გამოსასვლელად საჭირო დროს ელოდებოდა. პატარა კოცონიდან დიდი ცეცხლი რომ გაჩნდეს, ერთერთი აუცილებელი ატრიბუტი ნავთია, ჯერჯერობით ეს „ნავთი“ არ არსებობდა და თინას გულში დანთებული კოცონი ფარულად ღვიოდა და ალბათ თუ ასე გააგრძელდებოდა, ჩაქრებოდა, მის ადგილზე დარჩებოდა ნაცარი და ბოლოს ნაცარი თავისით აღიქმებოდა პირისაგან მიწისა. თავი მეხუთე თინამ ძიების მერე განსატვირთავად ტანსაცმლის მაღაზიაში შეიარა. ახალი კაბის ყიდვა ჰქონდა გეგმაში. სპეციალურად ამისთვის შეიარა ვაიკიკიში. დაქალები სახლში წასულიყვნენ, მარტოს სადმე გავლა სურდა და ყველაზე კარგი ადგილი ახლოს მყოფი ეს ტანსაცმლის მაღაზია აირჩია. თინა კაბების განყოფილებასთან მივიდა. რამდენიმე ძალიან მოეწონა, მაგრამ ძალიან ეძვირა. შემდეგ კონსულტანტს დაუძახა და კითხა რატომ ჰქონდა ყველაფერს, რაც მას აინტერესებდა, ცეცხლის ფასი, რაცეც ასეთი პასუხი მიიღო: ახლა ზაფხულია, შესაბამისად კაბების სეზონი არა, როცა აცივდება, ფასებიც დაიკლებსო. თინამ იცოდა ზაფხულში კაბების სეზონი არ იყო, მაგრამ მაინც ყიდულობდა. ყოველთვიურად შოპინგი უყვარდა და გარდერობის განახლება. თინა არ იყო მარტო კაბების გიჟი, მას პერანგებიც ძალიან უყვარდა. ქალის და ვაჟის ტანსაცმლის ეს განყოფილება ერთმანეთის გვერდით იყო. როცა ის მივიდა ამ განყოფილებასთან, მის გვერდზე ასაკოვანი ქალი იდგა ბავშვითურთ. „ეს ალბათ მისი შვილიშვილია“ გაიფიქრა თინამ. უცბად მათთან კონსულტანტი მოვიდა, ჯერ გოგონას კითხა დახმარება ხო არ გჭირდებაო, პასუხად უარის შემდეგ მოხუც ქალთან მივიდა. მან უთხრა: ბავშვის ტანსაცმელებს ვეძებ და ვერ მიპოვნიაო, აქ კიდევ პერანგს ვარჩევ ჩემი ბიჭისთვისო. -ბავშვის ტანსაცმლის განყოფილება მაღლა ქალბატონო, ესკლატარო უნდა ახვიდეთ მეორე სართულზე და იქ ნახავთ, რაც გსურთ. -კარგი, ჯერ ჩემი შვილისთვის ავარჩევ და მერე ავალ მეორე სართულზე. მოხუცმა მალევე აარჩია თეთრი პერანგი და მოშორდა იქაურობას. თინა კიდევ იქ იდგა და ეძებდა თავის შესაფერისს ტანსაცმელს. როცა უკვე დაემთავრებინა ძებნა და სალაროსთან უნდა მისულიყო, უცბად რაღაც ძალამ თავი კაცების განყოფილების მიაბრუნებინა. იქ ის იდგა, ვისი ნახვაც ყველაზე მეტად სურდა. გული აუჩქროლდა, რაღაც მორევში გადაეშვა, რომელიც ვერ გაეგო სიყვარულის იყო თუ უბრალოდ მოწონების. თვალები უბრწყინავდა. ამ დროს სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ მცირე ხნით ვერ ახერხებდა, შემდეგ თავს ძალა დაატანა და დუმილი დაარღვია: -გამარჯობათ -გამარჯობათ -თქვენც ტანსაცმლის საყიდლად მოხვედით აქ?! ეს კითხვა არ იყო საჭირო, თინასთვის ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ რამე ხო უნდა ეთქვა?! -დიახ, თქვენც ალბათ. -დიახ! მეორეჯერ გხვდებით და თქვენი სახელი არ ვიცი, მოდი გავიცნოთ ერთმანეთი თქვა თინამ და ჩამოსართმევად ხელი გაუშვირა ბიჭს. -მე მალხაზი მქვია! თქვენ? -თინა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! თქვა გოგონამ და ბიჭისთვის სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილების მოსახდენად გაიღიმა. -რა სასიამოვნო ღიმილი გაქვთ თინა -მადლობა, ახლა მე წავალ თუ შეიძლება, შესყიდული ნივთების საფასური უნდა გადავიხადო სალაროსთან. -კარგი, მე ვერაფერი ვერ ვნახე ჩემი შესაფერისი, ამიტომ პირდაპირ წავალ ჩემი გზით. სალაროსთან რიგში დგომისას თინამ თვალი გააყოლა ბიჭს, მან გარეთ გასვლისას მარცხნივ გაუხვია. „ნეტავ რა გვარია? ან ფეისბუკი აქვს საერთოდ?“ რა დებილი ვარ, როგორ ვერ ვკითხე“ თავის თავს სჯიდა თინა. იგი ამ წუთას ისეთი ბედნიერი იყო რომ მეცხრე ცაზე დახტოდა, არ სურდა ეს ბიჭთან გამოემჟღავნებინა, თავსაც ვერ იკავებდა და მალევე იქაურობას იმიტომ მოშორდა. როცა სახლისკენ მიდიოდა, უნდოდა ქუჩაში ეცეკვა, მაგრამ თან ფიქრობდა ვინმე მისმა ახლობელმა არ დამინახოს, გიჟად არ ჩამთვალოსო და აქაც თავშეკავებულად იქცეოდა - ნელი, ღირსეული ნაბიჯებით მოძრაობდა. როცა სახლში მივიდა, ამოუშვა გრძნობები და ტუფლები არ ჰქონდა გახდილი რომ დაიწყო ცეკვა. ძმები ეკითხებოდნენ, რას აკეთებ თინა გაგიჟდიო? მაგრამ უსმენდა ვინმე განა მათ რეპლიკებს. როდესაც როკვით გული იჯერა, მერე ამოიღო ხმა, მთელ ოჯახს გამოუცხადა, რომ უბედნიერესი ადამიანია მთელ დედამიწაზე. დედა, მამა ძმები ვერ ხვდებოდნენ რა მოხდა მათი ოჯახის წევრის თავს და ეს ძალიან აშინებდათ. თინა ხვდებოდა ასე არ შეიძლებოდა რაღაც უნდა ეთქვა თავისიანებისთვის და ცეკვისგან ქანცგაცლილმა ბოლოს თქვა: -იმას შევხვდი, ვინც მომწონს. -მერე გაიგე შვილო ვინ არის და რას წარმოადგენს? იკითხა მამამ. - რათქმაუნდა! მალხაზი ჰქვია და წყალბურთელია. -დედას სურდა დაესაჯა თავის შვილი ღამე სხვაგან რომ გაათია და ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მაგრამ რომ ნახა მისი შვილი ბედნიერი იყო, თავი შეიკავა.ერთი ორი სიტყვის თქმით დავკმაყოფილდებიო: -ღამე ვისთან გაათიე? -გოგოებთან ლიასთან და სალომესთან რა იყო? -არაფერი! ვნერვიულობდით, სად არისთქო, შენთან ზარი კიდევ არ გადიოდა. -რა პანიკიორი ხალხი ხართ! რა უნდა მომსვლოდა, როდესაც ბავშვობის დაქალებთან ვიყავი?! პირველი ზარი რომ გავიდა, ხომ გამოგიგზავნეთ მესიჯი, ნორმალური ოჯახი შემდეგ მშვიდად იქნებოდა, მაგრამ თქვენ..................? წინასწარ ვიცოდი რომ დარეკვას გააგრძელებდით და გავთიშე ტელეფონი თქვა თინამ და გარეთ გავიდა. ................................................................... კაფე ნავში სალომე, ლია და ნელი იჯდნენ და ყავას სვამდნენ. ცოტახანში მათ თინა შეუერთდათ. - ტრაკდაქნეულო აბა რა არის ახალი? რაზე შეგვყარე? იკითხა სალომემ. -დღეს ის ვნახე გოგოებო, გიხაროდეთ. -უი რა კარგია თქვეს სამივემ, მაგრამ მათ ხმაში შესაბამისი სიხარულის გამომხატველი ბუნებრივი განწყობა არ ჩანდა. -სად ნახე?! იკითხა ლიამ -თქვენ რომ დაგშორდით ვაიკიკიში. ბიჭის და გოგოების განყოფილება გვერდი - გვერდა და ჩემთან ახლოს იდგა. მე ვიყიდე პერანგი და იმან ვერაფერი გოგოებო. -აუუუუუუუუუუუუუ რა მაგარი ამბავია! სიყალბეშერეული ხმით თქვა სალომემ. დანარჩენები ჩუმად იყვნენ. -გოგოებო თუ გვსურს იმ ბიჭთან დაახლოება, წყალბურთის ეროვნული ნაკრების თანაშებზე უნდა ვიაროთ ხშირად, იუთუბეზე უნდა ვუყუროთ ვიდეოებს და ვიკიპედიაში დავძებნოთ ისტორია. -მე ეგ ყველაფერი უკვე გავაკეთე თქვენ რომ გეძინათ გუშინ და ვნახე რომ წყალბურთში ჩემპიონათი ოლიმპიურ თამაშებზე თუ ხდება, ჩვენთან ყოველშემთხვევაში ასეა. ამ წუთას კიდევ ერთი ბზარი გაჩნდა ამ ოთხი დაქალის ურთიერთობაში, ამჯერად თინადან გამომდინარე. ნახევარი საათის მერე კაფე დაცარიელდა. იქ მხოლოდ თინა, მისი დაქალები და მომსახურე პერსონალი იყვნენ. ოცი წუთის შემდეგ მალხაზი შემოვიდა ვიღაც გოგოსთან ერთად, შეუკვეთეს ორი ცივი ხილის კოქტეილი და ცალკე მაგიდასთან დაჯდნენ.გოგოები რათქმაუნდა ორთავეს თვალს ადევნებდნენ. -ნეტავ ვინ არის ეს გოგო? იკითხა თინამ -ალბათ შეყვარებულია გამოთქვა ვარაუდი სალომემ. -ან უბრალოდ ნათესავი, ან მეგობარი. თქვა ინუგეშა თინამ. ხუთი წუთის მერე გოგოებმა დაინახეს, როგორ დაადო მალხაზიმ ხელი გოგონას ხელს. -არა, აშკარად შეყვარებულია, ეჰ! გულდაწყვეტით თქვა თინამ. უნდა გავიგოთ ამ ბიჭის გვარი და მერე მოვძებნოთ მისი ფეისბუკი. სოციალური ქსელი გვეტყვის სიმართლეს, თუ შეყვარებულია ურთიერთობაში აუცილებლად ეწერება, თუ არავინ კიდევ მის მაგივრად SINGLE იქნება. წინადადება წამოაყენა ლიამ. -ეგ ყველაფერი როგორ უნდა გავიგოთ? იკითხა თინამ -ვნახოთ ინტერნეტში საქართველოს ეროვნული წყალბურთის ნაკრების წევრები და ვისაც ერქმევა მალხაზი, ესეიგი ეგ არის.თქვა ნელიმ. ეგ ვერ მოვიფიქრე, -მერე დავუახლოვდეთ ოთხივე, დავავიწყოთ ეს გოგო და შევაყვარებინოთ თინა ათქვა სალომემ და რაღაც უსიამოვნო გრძნობა დაჰყვა ამას. -ძალიან კარგი იდეა თქვა გამხიარულებულმა თინამ. თინას გარდა ყველა დამჟავებულ ხასიათზე იყო, მაგრამ იცოდნენ ადრე იყო ჯერ კარტების გასახსნელად, ამიტომ თავიანთ განწყობას ღრმად გულში იმარხავდნენ. ამ წუთას ყველასთვის მთავარი ერთი იყო, მოეშორებინათ ის გოგო თავიდან ვინც მალხაზის ეჯდა გვერდზე და ტკბილად ებასებოდა ბიჭს. თინა ბედნიერზე ბედნიერი იყო, რადგან საკუთარი თავის და დაქალების მოხერხებულობის სწამდა და ოცნებებში მალხაზთან ერთად ულამაზეს ამწვანებულ მდელოზე სეირნობდა.
ნაწილი მეორე ომი თავი პირველი თინას არ მოსწონდა ეს გოგოები, მაგრამ ერთი მიზეზის გამო იძულებული გახდა, დაახლოებულიყო. მთელ სკოლაში ისინი ყველაზე პოპულარულები იყვნენ და „სვეწკი“ გოგოების სახელი მხოლოდ მათ ჰქონდათ. ამიტომ ისარგებლა იმით რომ მისი კლასელები იყვნენ და დაუმეგობრდა. მართალია თინა ძვირ ტანსაცმელს იცმევდა, მაგრამ ის არ იყო დამოუკიდებლად „სვეწკი“, რომ შეგეხედათ ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორც სხვა დანარჩენი. მისთვის არასწორ საქციელებს იმიტომ იტანდა, რომ ამ გოგოებს სხვა ბავშვები რომ ხედავდნენ, ამბობდნენ: სვეწკები მოდიან, სვეწკებიო. მარტოზე კი მხოლოდ დუმილი ეგებებოდა.. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისიც პოპულარული იყო თავის დაქალების ფონზე და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მართალია არცერთი არ მოსწონდა, მაგრამ მაინც.............. განსაკუთრებულ ადამიანს ეძებდა ყოველთვის, ვინც იქნებოდა ყველანაირად სრულყოფილი, მაგრამ არ ჩანდა. აჰა გამოჩნდა როგორც იქნა მატარებელში. ახლა მის შესახებ ყველაფერი უნდა გაიგოს, შეეტენოს და ბედნიერი იქნება ცხოვრებაში. ნეტა ყველაფერი ისე ხდებოდეს როგორც გვინდა, მაშინ ხო ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. ცხოვრება ია-ვარდით იქნებოდა მოფენილი. არის ადამიანის არსებობის პერიოდში მსგავსი მომენტები, მაგრამ სიფრთხილეც საჭიროა, რადგან ოდნავი ყურადღების მოდუნებამ შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები გამოიწვიოს. თინა ლოგინზე წამოწოლილი იყო თავის ფეისბუკს სქროლავდა, რომ უცბად მობილური აწკრიალდა. -ტრაკდაქნეულო გაარკვიე რაიმე? ყურმილში გაისმა სალომეს ხმა. -გო ორი მალხაზია ნაკრებში ერთი ასლანიშვილი და მეორე აფხაზავა. -მერე ორივე ფეისბუკზე ხო მოძებნე? -რათქმაუნდა! ასლანიშვილის ის და დაკავებულია ის გო. ნუ ეს დროებითია,მაგრამ მაინც. -არაუშავს, მიზნის მისაღწევად დაბრკოლებები აუცილებელია. შინაგანი აღელვება დამალა სალომემ. მას გული უჩქროლავდა ძალიან, რადგან აქამდე არასდროს მიუღია მონაწილეობა მურმანის ეკლობაში, ახლა კი ვალდებულია ეს გააკეთოს. ნეტა როგორ გამოვა? თუ მარცხი იწვნიეს, მერე სხვა მსგავს გამოცდილ გოგოებში „სუსტი და უსუსური ადამიანი“ გამოვა, დასაცინი გახდება. მართალია ამ გოგოებს არ ჰქონდათ იმდენი შემოსავალი რომ კარგი „ზმანები“ ეყიდათ, ძალიან ჩვეულებრივი ტანსაცმლით დადიოდნენ, მაგრამ უწყინარნი არასდროს ყოფილან, რის გამოც მათ ვერავინ ვერაფერს უბედავდა. მათ არ ჰყავდათ თაყვანისმცემლები და ყოველთვის აქეთ ვიღაცას ეტენებოდნენ. მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდნენ და ხშირად თავიანთ საწადელს ისრულებდნენ. -უნდა დავაშოროთ აუცილებლად, თორემ მერე თამუსიამ და ელენემ თუ გაიგეს, რას იტყვიან? თავი ხომ მოგვეჭრა მათ თვალში, მერე სახალხოდ ისეთებს მოიგონებენ სხვებმაც რომ დაგვცინონ, გვინდა ეხლა ეს ჩვენ? გოგოები რამდენიმე დღე მსჯელობდნენ, როგორ დაეშორებინათ წყვილი ერთმანეთს, ამ დროს ალბათ საქმეს გააიოლებდა, სხვებიც რომ ჩაერიათ, მაგრამ იცოდნენ, მერე ისინი წამოსძახებდნენ უჩვენოდ ვერაფერს შვებითო და ამიტომ არსად არავისთან არაფრის თქმა აარჩიეს.რესტორანში დადიოდნენ ხშირად, მაგრამ სულ სხვა წყვილები ხვდებოდათ. თითქოს არაფერი გამოდიოდა, თითქოს ის უნდა მომხდარიყო, რისიც ეშინოდათ გოგოებს თინას გარდა. ფეისბუკზე დამატებული ჰყავდათ თითეულ მათგანს ეს ბიჭი და წერდნენ, მაგრამ მარტო ამით რა?! თინა მშვიდად აიტანდა ფიასკოს, იმიტომ რომ მისი ნომერ პირველი მიზანი არ იყო სახელის გავარდნა. თუ რამეა იმეგობრებდა სხვებთან და იქნებოდა ისეთივე ჩვეულებრივი გოგო როგორც ადრე. ერთ დღეს როდესაც სალომე სქროლავდა თავის ფეისბუქს, უცბად აღმოაჩინა იმან, რამაც ძალიან გაახარა. თითქოს ბედისწერამ შეწყვიტა მჟავე ლიმონის გადმოგდება და ეხლა ყველაფერი კარგად უნდა გააგრძელებულიყო, იცოდა მის გარეშეც ამას მისი სხვა დაქალებიც ნახავდნენ, ამიტომ დამალვას აზრი არ ჰქონდა. პირველი ეს ლიას ანახა, მასაც გაუხარდა ძალიან, შემდეგ დაურეკეს ნელის და თინას. ყველა ისე ბედნიერი იყო და გადაწყვიტეს ზეიმის მოწყობა. ზეიმი სალომეს და ლიას სახლში ჩატარდა. ყველაფერი ისე იდეალურად იყო მოწყობილი. მუსიკის ფონზე ცეკვით გული რომ იჯერეს გოგოებმა, უცბად კარებზე ზარი გაისმა. ხმაურისგან შეწუხებული მეზობელი იყო, რომელსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა. მას მოატყუეს რომ ერთერთი დაქალის დაბადებისდღე იყო, აბა ხო არ ეტყოდნენ მალხაზის დაპოსტილ ურთიერთობის შეწყვეტას აღვნიშნავთო, ასაკოვანი ქალია და ვერ გაიგებდა ამას. ზოგადად ფეისბუკზე ახალგაზრდები პოსტავენ მარტო ვარ ან ურთიერთობაში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს სიმართლე იყოს. ინფორმაციაში რა უწერია, იმის მიხედვით იმატებენ ერთმანეთს, შემდეგ ზოგს ოცნების კოშკები ენგრევა, ზოგი კიდევ თავის სანუკვარ ნატვრას ისრულებს. ყველა ადამიანს, მასაც რომ ენახა მალხაზის კედელზე ცოტახნისწინ დაპოსტილი, ვერ გაიგებდა სიმართლე ეწერა თუ ტყუილი. სუფრაზე საზეიმო ტორტი იდო და ტყუილი ადვილად დაემსგავსა სიმართლეს. ამ დროს ადამიანის გაცურება ადვილია, მაგრამ როდესაც ცხადი მჟღავნდება, მაშინ მოტყუებული სარკეში ჩახედვის დროს თავს ჩოჩორად წარმოიდგენს და ძალიან ცუდ ხასიათზეა რომ გაცუცურაკეს. ეს ამ ასაკოვან ქალს არ ეხება, რადგან ის ვერასდროს გაიგებდა სიმართლეს, შესაბამისად ეს ტყუილი დარჩებოდა მოგონებაში, მაგრამ ალბათ ამ გოგოების თანატოლი რომ ჰყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ან არ დაუმალავდნენ სიმართლეს, თუ მოატყუებდნენ, გაიგებდა სიმართლეს სხვადასხვა მანქანებით და ოთხივე დაქალს მწარედ დასჯიდა. მხიარულების შემდეგ სახლში მისული თინა ძალიან დაიძაბა. მას გული რაღაც ცუდს უგრძნობდა, თითქოს წინასწარ ჭვრეტავდა მომავალს, მაგრამ თან იმედს იტოვებდა, ესე არ მოხდებოდა. თავი მეორე მზემ გამოანათა და მთელ დედამიწას შუქი მოჰფინა. თინას გაეღვიძა, წამოდგა, დაიბანა ხელ-პირი, ისაუზმა თავის ოჯახის წევრებთან. დღეს მას სურდა თავის ოჯახთან ერთად ჰყოფილიყო და არავის დაერღვია მათი ოჯახური იდილია, თვით ნათესავებსაც და დაქალებსაც კი, რადგან სახლში ვისთანაც ერთად ხარ, ის უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე სხვა. ხანდახან ყველაზე ახლობელ ადამიანებთან გინდა განმარტოება და არავის ეკონტაქტები საერთოდ. თინა ფეისბუკზე შევიდა და მალხაზის პროფილზე სურათების სანახავად გადავიდა. სურათებიდან შავთმიანი, ცისფერთვალება, მაღალი, სპორტული აღნაგობის, ძლიერ დაკუნთული ბიჭი იყურებოდა, რომელსაც თინა პირადად იცნობდა და ოცნებობდა რომ ახლო მომავალში ცოლად გაჰყოლოდა. შემდეგ თინამ ეკრანს აკოცა და მესენჯერში შევიდა. არცერთი დაქალის მონაწერი არ იყო, არც ტელეფონზე მესიჯი. ნეტავ რა ხდება? დაძაბულობა ისევ გაჩნდა თინას შიგნით, „ეს ალბათ ისევ მეორე დილამდე გააგრძელდება, შემდეგ 0 შეტყობინება ახლო მეგობრებისგან, ისევ ის გრძნობა და ასე უნდა გააგრძელდეს დღეები? არა, ამას ასე არ დავტოვებ, მოვკვდები და სიმართლეს გავიგებ რა დაემართათ ჩემ დაქალებს. თან მათთვის სასიხარულო ამბავი მაქვს, რომ მალხაზიმ კინოში ზეგინდელ საღამოს სეანსზე დამპატიჟა. „გოძილას“ აუცილებლად ვნახავ ჩემ საოცნებო ბიჭთან ერთად. გაუხარდებათ, ან გასკდებიან შურზე. პირველი ნამდვილი მეგობრობა, მეორეთი კი ვერაფერს დამაკლებენ“ ჰფიქრობდა თინა. დაღამდა, სიბნელემ მოიცვა ქვეყნიერება.დღეს უნდოდა თინას წასულიყო თავის დაქალებთან, მაგრამ საამისო განწყობა არ ჰქონდა. ახლა იგი ლოგინზე წევს და თითქოს შიშველ ფეხებს ავარჯიშებსო, მაღლა და დაბლა წევს უაზროდ, ასე გააგრძელდა ნახევარი საათი და ალბათ ასე იქნებოდა, სანამ ოჯახის სხვა დანარჩენი წევრები არ მოვიდოდნენ, რომლებიც ოჯახის უფროსის დირექტორის დაბადებისდღეზე წასულიყვნენ, უცბად ვიღაცას ზარი რომ არ დაერეკა. -ალბათ მოვიდნენ, მაგრამ დავიჯერო დაბადებისდღე ასე მალე დამთავრდა?! გაიფიქრა თინამ, ლოგინიდან წამოდგა, ნასკები ჩაიცვა, შემდეგ ქოშებში გაუყარა ფეხი და კარის მიმართულებით დაიძრა. როდესაც ჭუჭრუტანასთან მივიდა, გაოცებული იყო. კარის მეორე მხარეს მაგდა იდგა. გოგონა შევიდა სახლში ძალიან გამხიარულებული. -შენი მშობლები სად არიან? -მამის უფროსის დაბადებისდღეზე -მერე შენ რატომ არ წახვედი, თუ შენ არ დაგპატიჟეს და სახლში დარჩი? -მთელი ოჯახით დაპატიჟა მამა, ისეთი დირექტორი ჰყავს ვინმეს გამოკლება არ უყვარს თურმე, მაგრამ მე არ ვიცნობ და რა მინდოდა მერე? -რატომ მერე? შენი ძმები თუ იცნობენ და წავიდნენ, შენ რა წითელი კოჭი ხარ? -არა დეიდა, მე სახლში იშვიათად ვარ, ისინი კიდევ სამსახურის მერე თითქმის სულ სახლში არიან და იცნობენ. -გასაგებია. მეგობრები ბევრი გყავს? -არც ისე რა იყო? -რომ დაიბადე თინა იქიდან გიცნობ და ძალიან კარგად ვიცი, რომ მაინცდამაინც არ ხარ მოწადინებული კარიერის აწყობაზე. გათხოვება გინდა შენ და სახლში დიასახლისად ჯდომა. შესაბამისად დიდი დროის განმავლობაში გარეთ ჰყოფნა ნიშნავს მეგობრებთაბ გართობას. არ თქვა არაო! -მართალი ხარ დეიდა, მაგრამ მოვრჩეთ ჩემს პირადზე საუბარს. ახლა შენზე ვისაუბროთ.ისე შემოგვიარე, როგორც იცოდი ხოლმე თვეების წინ, სანამ მონაზვნად აღკვეცას გადაწყვეტდი, თუ საქმე გაქვს რაიმე? -ისე შემოგიარეთ. შენ ჩემი მესაიდუმლე ხარ და რადგან მარტო ვართ გეტყვი, ერთი ბიჭი შემიყვარდა.~ -ვინ? -ნიკა ჰქვია. ზუსტად შევეფერებით ერთმანეთს. -ძალიან მიხარია დეიდა, ისე მაშინ რა მაგრად გაცუცურაკე დედა, რომ დააჯერე, ვითომ რომ გითხრეს, მონაზვნობის აღსაკვეცად სახლიდანაც შეიძლება ეკლესიაში სიარული, აქ მუდმივად ჰყოფნა აუცილებელი არაო! -აბა ხო არ ვეტყოდი, გამოცდას ვერ გავუძელი მთავარი დედაოს და წამოვედითქო?! -სწორედ მოიქეცი! დედა ატეხავდა ერთ ამბავს. ამ დროს კარზე ზარი აწკრიალდა. -ალბათ მშობლები მოვიდნენ თქვა თინამ და კარის გასაღებად გაემართა. მეზობელი იყო, ლიას ვალი ჰქონოდა და დროზე დაუბრუნა თანხა. როცა თინა უკან დეიდასთან დაბრუნდა. ცოტახანი ორივე დუმდნენ, შემდეგ სიჩუმე მაგდამ დაარღვია: -შენს პირადში სხვა რა ხდება? შენ თუ გყავს ვინმე, ვისთანაც შეიძლება დიდი სიყვარული გქონდეს? -კი -ვინ არის? -მალხაზი ჰქვია და წყლაბურთელია თქვა თინამ და დეიდას ფეისბუკზე ბიჭის სურათი აჩვენა. -ოჰო რა სიმპატიურია! სად გაიცანი? -მატარებელში -მატარებელში?იკითხა გაოცებულმა მაგდამ -ხო, მამიდასთან გამაგზავნეს რამდენიმე ხნის უკან ერევანში, უკანა გზაზე წამოსვლისას, ჩემს კუპეში ამოვიდა და ვისაუბრეთ, ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, შემდეგ ჩემ დაქალებთან ერთად მოვაწყვე გამოძიება, გავარკვიე სახელი და გვარი, ახლა ის ფეისბუკზე ჩემს მეგობრებშია და ვწერთ ხოლმე ერთმანეთს. მემგონი იმასაც მოვწონვარ, ფილმ „გოძილას“ სანახავად კინოში დამპატიჟა სიხარულით წამოიყვირა თინამ. -ფრთხილად იყავი! შენ დაქალებს ბოლომდე ნუ ენდობი! არა გამორიცხული ისინიც წერდნენ და თუ აღმოჩნდა თქვენში რამდენიმეს ინტერესი ერთ ადამიანზე დაემთხვა, წინ დიდი ომი გელის! ამ ადამიანის სიყვარული ამათ თუ გიღირს კი ბატონო, ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში. -რას ამბობ, მალხაზს დავშორდე? გაოგნებულმა იკითხა თინამ. -არა, ეგ არ მითქვამს! უბრალოდ თუ აღმოაჩენ, თქვენი ინტერესები ემთხვევა, უნდა მოერიდო მაგ გოგოებს და მალხაზიც მოარიდო, თუ არადა წინ დიდი ჯოჯოხეთი გელის. -გასაგებია! ამ დროს თინას გული ძალიან აუჩქროლდა, თითქოს ეს ის იყო რის გამოც გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ყოველთვის იმედი ჩნდებოდა. ახლაც იგივე განმეორდა. თითქოს ყოველთვის მის სხეულში პანდორას ყუთი იხსნებოდა. ნეტა რას ელოდა თინას მომავალში? ეს ის კითხვა იყო რომელზეც პასუხი არ არსებობდა და დეიდის რჩევის არ გათვალისწინებით ალბათ მალე გამოჩნდებოდა. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ოჯახის სხვა წევრები მოსულიყვნენ კარგ ხასიათზე მყოფნი.ამ დროს თინა უკვე დამშვიდებულიყო, რადგანაც ოჯახის წევრების დანახვამ ყურადღება სხვა რამეზე გადატანინა. ყველას გაუხარდა მაგდას დანახვა, შემდეგ ლიამ სუფრა გაშალა, ყველა მიუჯდნენ მაგიდას სასამხროდ. ჭამის შემდეგ მაგდამ წასვლა გადაწყვიტა, დამ დას თხოვა დარჩი დღეს ჩემთანო, მაგრამ პასუხად უარი მიიღო, რადგან ნინის არ უყვარდა სახლში მარტო ჰყოფნა და ინერვიულებდა. მაგდა რომ წავიდა, შემდეგ ყველანი ცოტახანში დაწვნენ დასაძინებლად. თავი მესამე აი დაადგა დღე, როდესაც თინა უნდა მისულიყო თავის დაქალებთან და გაერკვია, თუ რა ხდებოდა მათ თავს. საუზმის მერე დაურეკა სამივეს და ყველას რატომღაც ტელეფონი გათიშული ჰქონდა. -არაფერია, ლიასთან და სალომესთან სახლში მივალ და გავარკვევ ყველაფერს გაიფიქრა თინამ,შემდეგ ჩაიცვა გასასვლელად და სახლიდან გავიდა. გასვლისას დედამ კითხა: სად მიდიხარო, თინამაც არ დაუმალა დაქალებთან მივდივარ, რაღაც რაღაცები უნდა გავარკვიოვო! სადარბაზოში ლიფტი ისევ არ მუშაობდა შესაბამისად ფეხით მოუწევდა ისევ სართულების ასვლა. როცა ადიოდა, გულმა დაიწყო ღელვისგან ბაგაბუგი. რაც უფრო მაღლა ადიოდა, მით უფრო ძლიერდებოდა. ბოლო სართულზე ისე ფეთქავდა თითქოს გარეთ გამოსვლას ლამობდა. -„ნეტავ რა მანაღლვლებს“?ეკითხებოდა თავისთავს თინა. დღეს გავცემ ამ კითხვაზე პასუხს, იმედია ცუდი არაფერია ჩემი დაქალების თავს. -როცა კარებთან მივიდა, დააზარუნა, კარი არავინ გაუღო, მესამე ჯერზე უცბად შიგნიდან გაისმა ნაბიჯების ხმა და ცოტახანში შეკითხვა: -ვინ არის? -მე ვარ, თინა! თქვენი დაქალი. კარები გაიღო და ზღურბლთან სალომე გამოჩნდა. -აჰ მოეთრიე გოგონი?! შემოეთრიე შიგნით! -სალომე ეს რა მიმართვა მოეთრიე? -რასაც იმსახურებ იმას. როდესაც თინა სახლში შევიდა, სასტუმრო ოთახში ლია დაინახა თმა გაპუწული ჰქონდა, აშკარა იყო თმაზე ვიღაც დაექაჩავა. -ლია რა ჭირს შენ თმებს? -ეს არის შედეგი რომ იმას წერს, ვისაც არ უნდა მიწეროს! თქვა სალომემ. -ვის გულისხმობ? -ნუ გამოიშტერებ თავს, შენ თვითონაც კარგად ხვდები ვისაც! მალხაზს ვგულისხმობ.შემთხვევით შენც ხო არ წერ? -არა ჩემმა მზემ იცრუა თინამ, რადგან გაახსენდა დეიდის დარიგება და ცადა მისი შესრულება. -არ გვჯერა! ერთხმად თქვეს გოგოებმა. -ლია წაართვი ტელეფონი და აქ მოიტანე. -ჩემს ტელეფონთან თქვენ ორს რა გესაქმებათ? არ მიგაკარებთ! თქვა თინამ და გაიქცა. სხვა დანარჩენი ყველა ოთახი გამიზნულად დაკეტილი აღმოჩნდა, ამიტომ იძულებული გახდა სასტუმრო , ლოჯი, და საწოლ იოთახებში წრეზე ერბინა, მანამ სანამ არ დაიღლებოდა. ლია თინაზე უფრო მოხერხებული და სწრაფი აღმოჩნდა. მან ლოჯიაში დაიჭირა გოგონა და ძალით წაართვა ტელეფონი. -ახლა თინას ფეისბუკი ვნახოთ. აჰა წერს იმ ვაჟბატონს ესეც თურმე, -შეხედე მალხაზს ეს ქალბატონი ხვალ კინოში დაუპატიჟია. თქვა ლიამ. არ წახვალ! -რას ჰქვია არ წავალ? თქვენ ვინ ხართ რომ მიწყვიტავთ, რას ვიზამ და რას არა? საერთოდ რა გესაქმებათ ჩემ ტელეფონთან ტირილნარევი ხმით თქვა თინამ -აჰ ეხლა ვინ გვეკითხება ხო? თქვა სალომემ და ორთავე მიცვიდნენ თინას. ორივე თმებს წიწკნიდნენ, ან კანს პყოჭნიდნენ. აი ასე იქცეოდნენ, მანამ სანამ საბრალო გოგონა სრულიად გაბუტული და კანზე პატარ-პატარ ჩასისხლიანებით არ დატოვეს. -აქ ჩემდა თავად მომსვლელის მტერს ვენაცვალე. გოგონა უცბად გავარდა გარეთ. მან იცოდა რამე რომ ეთქვა მათზე, არ აპატიებდნენ და უარესს უზამდნენ. -„ნელიც წერს იმ ბიჭს, იმალება, ვიპოვნი, სადაც საჭიროა და იმასაც ჭკუას ვასწავლი, რომ გადიოდა გაიგონა სალომეს ნათქვამი. ამ დროს ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამივე ძალიან მაგარი აღარ აინტერესებდა. მოხდა ის რამაც საუკეთესო დაქალები მოაშორა. დანარჩენები გათხოვილები არიან და არც იმათთან ღირს კონტაქტი. დღეიდან თინას მეგობრები აღარ ჰყავს“. ამ ფიქრებში იყო, როდესაც სახლის გზას ადგა და არ აინტერესებდა, თუ ვინმე მის იერსახეს ინტერესით უყურებდა. მან ერთი პირადი ომი გადაიტანა, მეორე აღარ უნდოდა. მშვიდობა, რომ დამყარდეს, ხვალ უნდა მივიდეს კინოთეატრში და თხოვოს მალხაზს რომ სამუდამოდ მოშორდნენ ამ ქალაქს. როდესაც სახლში მივიდა, რათქმაუნდა ჰკითხეს თინას თუ რა ჭირდა, მან ადგა და იცრუა: ჩემ დაქალებთან ერთად ვთამაშობდი და გაუფრთხილებლად ასე მომივიდაო. ყველამ დაიჯერა მისი ნათქვამი და ხმა არავის ამოუღია, რადგან თინას დაქალებისგან ასეთი რამ მოსალოდნელი იყო. თინასთვისაც და ყველასთვის ეს სიცრუე ძალიან საჭირო იყო, რადგან სიმართლეს მოჰყვებოდა დაპირისპირება ოჯახს და დაქალებს შორის, ეს გამოიწვევდა ახალ ომს და ბევრ უსიამოვნებას გოგოებს შორის. მშვიდობა ძალიან კარგია ამა ქვეყანა ზედა. მოჩვენებითი კი არა ნამდვილი. თავი მეოთხე დილას თინამ ჩვეულებრივად დაიბანა ხელ-პირი და ისაუზმა. საუზმის მერე თავის ოთახში შევიდა. დედა შემოსასვლელ ოთახს ცოცხით გვიდა. უცბად კარზე ზარი აწკრიალდა. „-ნეტა ამ დილაადრიან ვინ არის?“ გაიფიქრა თინამ -აჰ გამარჯობა სალომე, როგორ ხარ შვილო? უცბად გაიგონა მან ხმა. თინას ძალიან შეეშინდა, რადგან ის ვისთანაც ომი ჰქონდა, აქ ამ დროს არ ელოდა, ეგონა რაღაცის დასაშავებლად მოვიდა, მაგრამ საკუთარ სახლშია და აქ იოლად გაუმკლავდება მოძალადე ყოფილ დაქალს. -თინა სად არის ქალბატონო ლია? რაღაც მაქვს სათქმელი. -საკუთარ ოთახშია მიდი! -კარგით. სალომემ გააღო თინას ოთახის კარები, შიგნით შევიდა და დაკეტა. -რა გინდა?! არ გეყოთ რაც მოხდა?! -დღეს არ წახვიდე კინოში, თორემ იცოდე აქ, ამ სახლში შენ პანაშვიდს გადაიხდიან მალე. -ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ! -არ გაშინებ, სრულ რეალობას გეუბნები! თქვა სალომემ მუქარის ტონით და ოთახიდან გავიდა. თინამ გაიგონა როგორ მოჩვენებითად ტკბილად დაემშვიდობა გოგონა დედამისს და უთხრა კიდევ შემოგივლითო. ძალიან შეეშინდა. ფიქრობდა მართლა არ წასულიყო, მაგრამ შემდეგ მის გონებაში უცბად ეგოიზმი ამოქმედდა, გამბედაობა მოიკრიბა და თავის თავს შემოუძახა სააბოლოდ ჩემს ბედნიერებაზე უარს არ ვიტყვიო. დაღამდა. თინა როდესაც მორჩა გამოპრანჭვას, სარკეში ჩაიხედა. ძალიან ეშხიანი და მიმზიდველი გოგო უყურებდა იქიდან. ძალიან მოეწონა საკუთარი თავი. ასე ხო ყველა ბიჭი ვინც დაინახავს, მიაშტერდება, მაგრამ მხოლოდ ერთი უნდა ამ ქვეყანაზე და სხვა არავინ! ჯერჯერობით მაინც! მომავალი როგორი იქნება, საქმე ანახებს. სახლიდან გასვლის წინ მალხაზისთან დარეკვა ცადა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა. „ეტყობა დაუჯდა, არაუშავს იქ ხომ ვნახავ“, დაფიქრდა თინა. კინოთეატრში ადრე მივიდა. ტელეფონი ისევ გათიშულია, ნეტავ სად არის? რაღაც არ მოეწონა ეს ამბავი. არაუშავს ხო მოვა ჩაილაპარაკა თავისთვის და სალაროსთან მივიდა. შეიძინა ერთი ბილეთი გოძილას სანახავად, შემდეგ საათს დახედა, ნახევარი საათი დარჩა სეანსის დაწყებამდე, კინოთეატრის კაფეში დაჯდა, ხაჭაპური და ლობიანი ძალიან ეგემრიელა, შემდეგ ბავშვებისთვის სათამაშო სივრცე დაათვალიერა, ამასობაში გავიდა 25 წუთი, შესვლის დრო მოდიოდა, ბიჭი კიდევ არ ჩანდა. ალბათ დააგვიანებს , „სანამ ფილმი დაიწყება იმდენი რეკლამებია“ ასე ახსნა თავისთვის ჯერ კიდევ არ მოსვლის მიზეზი თავისთვის. 2 საათი გავიდა, არავინ მოსულა და არავინ დამჯდარა მის გვერდზე. თინა დარბაზიდან ძალიან გაბრაზებული გამოვიდა, რადგან ის ძალიან გააბრიყვეს, თავის თავს მოკაზმულ ჩოჩორს ამსგავსებდა, ამ მდგომარეობაში განა მივიდოდა და მას ვინმე დაამშვიდებდა, ადამიანები ტრიალებდნენ ირგვლივ, ზოგი სად მიდიოდა, ზოგი სად. არავინ აქცევდა ყურადღებას .თითქოს მოძრავი რაღაც იყო, რომელიც არავის აინტერესებდა. ნეტა დედამიწა გამსკდარიყო და ქვეშ ჩაეტანა. კინოთეატრიდან გარეთ რომ გავიდა, უცბად წინ დაინახა სალომე და ლია. -საღამო მშვიდობისა თინა თქვა სალომემ. -საღამო მშვიდობისა თქვა თინამ და გაიქცა რაც შეიძლება მთელი სისწრაფით გოგოების საწინაღმდეგო მიმართულებით. მდევრები ქაშვეთთან წამოეწივნენ და დაიჭირეს. -კუთხეში გავიდეთ, სალაპარაკო გვაქვს შენთან. -მე თქვენთან გასარჩევი არაფერი მაქვს. თინა ვერ ახერხებდა თავის განთავისუფლებას, გოგოებს ქვევით ალექსანდროვის ბაღისკენ მიჰყავდათ. უცბად ქაშვეთის ეკლესიის წინ მათხოვარი დაინახეს, რომელიც ზურგშექცევით იჯდა. ახლა არ არიან ნორმალურ მდგომარეობაში და თუ დაინახა ასე სამივე შეიძლება მათვისვე იყოს უარესი. ამიტომ ხელი უნდა გაუშვან და სანამ არ თვალს არ მოეფარებიან, ასე უნდა იყვნენ. როდესაც თინამ თავისუფლება იგრძნო, ისევ გაიქცა, მდევრებიც გაეკიდნენ, ახლა უფრო მოხერხებულად მირბოდა. მდევრები მშრალ ხიდს უახლოვებოდნენ, რომ წინ დაინახეს გაჩერებული თინა. -ეტყობა დაიღალა და სარგებლობს იმით რომ დიდი დისტანცია იყო ჩვენს შორის, ისვენებს ერთმანეთს გადაულაპარაკეს ლიამ და სალომემ. აი სადაცა უნდა დაეჭირათ, რომ ისევ გაიქცა თინა, გაიქცა და ალბათ ასე ირბენდა მთელ ქალაქში გაუჩერებლად აღმაშენებლის ბოლოში რომ არ დაენახა ერთი რაღაც, რამაც ძალიან გაოგნა. გოგონა გაჩერდა და გაშტერებული უყურებდა, როგორ მოსეირნებოდნენ მოპირდაპირე მხარეს ხელიხელგადახვეულები ნელი და მალხაზი. იგი უცბად იქით გადავიდა და სილა გააწნა ორივეს. მდევრებმა რომ დაინახეს, ისინიც გაოგნებულნი იყვნენ. უფრო გაურკვევლობა ერქვა ამ მდგომარეობას. ვერ გაეგოთ რა ხდებოდა. აი ასეთ მდგომარეობაში გადავიდნენ მეორე მხარეს. -შეგიძლიათ აგვიხსნათ აქ რახდება? -მე როდესაც კინოს ვუყურებდი მარტო, ეს ორი დეგენერატი თურმე სეირნობდნენ. გამაბრიყვა ამ ვაჟბატონმა! -ესეიგი ჩვენ რაზეც მოგდევდით, სიცრუე იყო? მოდი შენ აქ! ლიამ თინამ და სალომემ უცბად მივარდნენ მალხაზს საცემრად. ნელი განზე იდგა. -ამას რომ მოვრჩებით მერე შენ მოგხედავთ ბრაზით თქვა თინამ. -ეს ადამიანი თავის მაკვანჭილას მეძახდა, ასე მეუბნებოდა სხვა არავინ მინდაო, თურმე შენ დაგპატიჟა კინოში და მოგატყუა, ესეიგი მექალთანეა ეს ტიპი და ჩემ დაქალსაც მოატყუა, მალხაზი ჩემგანაც საცემია. გოგოებო მეც თქვენ გვერდზე ვარ. ოთხივე დაერია მალხაზს და რაც შეიძლება ძლიერად ურტყამდნენ ხელებს, ის ყველანაირად თავს იცავდა, ბოლოს ეს დაინახა პატრულის თანამშრომელმა და მოჩხუბრეები გაშველა, რომ გაიგო რაზეც ჩხუბოდნენ და დაზარალებულმა უარი თქვა განცხადების დაწერაზე. დაზარალებული და მოძალადეები ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუშვა. თუმცა მაინც შეხვდნენ მოგვიანებით ერთმანეთს რუსთაველის მეტროსთან მომხდარზე სასაუბროდ. -გოგოებო, სანამ ეს ბიჭი გაჩნდებოდა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო, მოდი ისევ ერთად ვიყოთ რა? ნუ ვიჩხუბებთ ასეთ რაღაცეების გამო! თქვა ნელიმ -მართალი ხარ ხო იცი შენ! თანხმობის ნიშნად თავი დააქნია სალომემ. -რაც მთავარია ვიყოთ უბრალონი, არ გვინდა ეს სვეწკის იმიჯი, ნუ შევაფასებთ ადამიანს გარეგნობით და ნურავის ნუ შევეტენებით. მომსვლელი თავად მოვა! თქვა თინამ. ამაზე ყველამ თავი დახარა. თითეულმა მათგანმა იცოდა, რომ ის მართალი იყო და თავის წარსულის რცხვენოდა. -მართალი ხარ დაო, გოგოებო ხვალ მოდი მაგულის დავუძახოთ, მოვიდეს ჩვენთან. ჭუკჭუკში ძალიან კარგ დროს გავატარებთ. თქვა სალომემ. რამდენი ხანია ეს გოგოები მეგობრობენ და არასდროს უთქვამთ ერთმანეთისთვის სიტყვა „დაო“ თითეულ მათგანში ამ წუთას დიდი სიყვარული ჩაღვრილიყო, ეს ის იყო, რაც თითქოს აქამდე ერთმანეთის მიმართ და გარშემომყოფების მიმართ აკლდათ. ახლა თავს შესანიშნავად გრძნობდნენ, რადგან შიგნიდან ყოველგვარი ჭუჭყი ამოიღეს. -სახლში წავალ ახლა გოგოებო თქვა თინამ. -კარგი, ჩვენც ჯობია ნელნელა დავიშალოთ და წავიდეთ სახლებში. თინა დაადგა სახლის გზას. თავისუფლებაზე რომ მივიდა უცბად დაინახა მალხაზი მოხუც ქალთან ერთად. ეს ის ქალია, ვინც ეჩხუბა გოგონას ადგილის გამო. სულ ცოტახნის წინ გოგონას ეს ამბავი ძალიან ეწყინებოდა, მაგრამ ახლა ძალიან გაუხარდა, რადგან არ მოუწევდა იმ ოჯახში შესვლა, სადაც ეს ქალი ცხოვრობდა. მოხუცს თავის შვილიშცილი აქამდე რაღაც ეგონა, მაგრამ ამ ფაქტის მერე ალბათ მოკეტავს და რეალობას თვალს გაუსწორებს რომ მალხაზი მიუხედავად მისი ტანის აღნაგობისა, სუსტია. თინამ ისე გააგრძელა თავის გზა რომ მათ ყურადღება არ მიაქცია. ბიჭს და მოხუცსაც არ მიუქცევია ყურადღება. მოხუცმა უბრალოდ დაიწყევლა გულში გოგოს მიმართ.ბიჭს კიდევ ტკიოდა დასინიაკებული თვალი. სახლში მისულმა თინამ ყველაფერი მოუყვა ოჯახის წევრებს, ამბის დასასრული ყველას მოეწონა. -თინა მალხაზს ჩვენ დიდიხანია ვიცნობთ, სკოლაში რომ ვსწავლობდით, ჩვენ პარალელურ კლასში იყო. მთელი თავის კლასი და რათქმაუნდა ჩვენც ვჩაგრავდით. რომ მოგეწონა არაფერი გითხარით, მაგრამ ახლა გეუბნებით რომ ჩმორია. ზოგადად გარეგნობამ და სხეულმა არ მოგატყუოს, მთავარია ენა გქონდეს და ვინც გჩაგრავს, მის წინააღმდეგ ხელის გაშლას ბედავდე. თუ არადა, რაც არ უნდა ძლიერი იყო, ჩმორი ხარ! თქვა სანდრომ. -მართალი ხარ ძმაო! მე ეხლახანს მივხვდი მაგას. ადრე უნდა მიმხვდარიყავი ამას, მაგრამ არაუშავს. „სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო“ ნათქვამია! ნაწილი მესამე ფერადი ამბები თავი პირველი გავიდა რამდენიმე თვე და ერთ დღესაც მაგდამ მთელ ოჯახს მოუყვა თავის საიდუმლო და ყველანი დაპატიჟა საკუთარ ქორწილში. რათქმაუნდა ყველანი მივიდნენ. მათ გარდა კიდევ ბევრი ადამიანი იყო ეკლესიაში. სიძეს ტანსაცმელი და ჰალსტუხი ძალიან უხდებოდა. მეჯვარეც მშვენივრად გამოიყურებოდა. უცბად კარები გაიღო და შემოვიდა პატარძალი. მაგდა ნამდვილ დედოფალს ჰგავდა თეთრ კაბაში. ქორწილი ჩვეულებრივ ჩატარდა, არანაირი ექსცესი არ ჰყოფილა და ალბვათ არც იქნებოდა, თუ არ ჩავთვლით რესტორანში იმ ფაქტს რომ ერთი მთვრალი კაცი, მაშინ როდესაც ყველა ცეკვავდა თავისთვის, დაბან ცალობდა და წაიქცა.უამრავჯერ თხოვეს დამჯდარიყო და ფეხი ადგილიდან არ მოეცვალა, მაგრამ არ შეისმინა და როდესაც საქორწილო ტორტს ჭრიდნენ ნეფე-დედოფალი, ცხვირით დაეტაკა და შუაზე გაჭრა. კრემი რბილი მასალისგან იყო გაკეთებული და არ გაჭირვებია. ცხვირი რომ დაესვარა მერე მიხვდა, უნდა დაეგდო ყური სხვებისთვის და მაგიდას მიუჯდა. იმის მერე მას ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. თინამ ძალიან ბევრი ჭამა სვა, იცეკვა. იქ მისი დაქალებიც იყვნენ. იმათაც დრო მშვენივრად გაატარეს. ეს დღე ბევრისთვის დასამახსოვრებელი იყო, რადგან ჯერ ერთი მაგდა გათხოვდა, მეორე ცერემონია ჩატარდა ძალიან მაგრად. მის ქმარმა, სანამ შეყვარებულები იყვნენ თავის მეორე ნახევრისგან გაგებული ჰქონდა, რომ განათხოვარი იყო და მონაზვნობაც ცადა, მაგრამ ეს მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ყველაფერი უკვე მოთავებული იყო და ადამიანები ნელ-ნელა სახლებში მიდიოდნენ, ამ დროს თინა აბაზანაში იყო და თავს იწესრიგებდა, ვიღაცამ ტორტის კრემი მიაცხო ხუმრობით და ასე ხო არ გავიდოდა გარეთ, ესირცხვილებოდა. უცბად კარები გაიღო და ლია შემოვიდა -დაო იცი, ჩვენს შორის მალხაზი დავლანდე, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა. -თუ მართლა აქ არის, ნეტავ რა უნდა? ვინ დაპატიჟა? თავმოყვარეობა არ აქვს მაგ ადამიანს? -არ ვიცი, ბოლო კითხვას რაც შეეხება არამგონია ჰქონდეს. თავმოყვარე კაცი, რაც მოხდა იმის მერე აქ მოვიდოდა? ის ჩემი შენი და საერთოდ ჩვენი ყველასი საწყევარია.მასეთი კაცი არ მჭირდება გვერდზე, სულ ოქროებში რომ ჩამსვას. -ჩვენთვისაც დაადგება გაზაფხული დაო. ის ვაჟბატონი კიდევ თუ აქ არის, უნდა გავაგდოთ. დაცვა კიარა, არც ჩემი ძმები გვჭირდება, ოთხივე ერთად გავუმკლავდებით თქვა თინამ და გაიცინა. მაგული მართალია აქ იყო, მაგრამ ის ძალიან პაციფისტი ადამიანი იყო და შეგნებულად გამოტოვა თინამ. -კაი მე გავალ და შენც მალე გამოდი, ხო იცი ნელის სახლში მივდივართ ხუთივე. ( მაგული უკვე ამ სამეგობროს სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო) -ექვსივე დაო. -მეექვსე ვინ არის? გიგილოს არ მივყავართ იქ? -არა დაო, გიგილო დათვრა და ვასილიმ წაიყვანა კუმისში. მარშუტკები აღარა და ტაქსით მოგვიწევს გასვლა. ფულს მაგული იხდის. ჩვენ დაგპატიჟებთქო ვუთხარით და გაჯიუტდა. უარი ვეღარ ვუთხარით. -გასაგებია. კარგი ოთხივე კარებთან დამელოდეთ, ახლავე გამოვალ. ლია გარეთ გავიდა. არ გასულა დიდიხანი და კარები ისევ გაიღო, ამჯერად უკვე მალხაზი იყო. გოგონა მოულოდნელობისგან შეხტა მის დანახვაზე. იგი ამ ადამიანს აქ არ ელოდა. ეგონა სამუდამოდ მოიშორა, მაგრამ არა, კიდევ რაღაც აწვალებდა ამ ვაჟბატონს გამჩენი და გოგონა აუცილებლად მოიშორებდა მას. იმედი ჰქონდა, რომ ამ ოღრაშს აღარ შეხვდებოდა, მაგრამ აჰა უტიფრად გოგოების ტუალეტში მიადგა? ნეტავ რა უნდა? მისი წერა ხო არ უნდა იყოს? ან ვინმე სხვისი? -აქ რა გინდა შენ უთავმოყვარეო და თავხედო ბიჭო? გოგოების ტუალეტში შემოჭრის უფლება ვინ მოგცა ან აქ საიდან მოხვდი? -ზემოთ ვქეიფობდი, უცბად დავინახე ნელი, მაღლა ამოსულიყო და ოფიციანტს რაღაცას ეკითხებოდა. მივხვდი რომ შენც აქ იქნებოდი, ჩამოვედი ძირს რამდენიმე წუთში, ვიღაცას ვკითხე, თუ სად იყავი? შენმა ძმამ დამინახა გამომეკიდა, რომ მომეშორებინა , თან შენ მენახე აქ შემოვედი, ალბათ გარეთ მელოდება სანდრო! -თუ გცემს ღირსი იქნები, შე უსირცხვილო, რას მივარდები ტუალეტში რა გინდა? სანდროს არ ვიცი თუ გადაურჩები გარეთ, მაგრამ აქ მე მაგრად გცემ. გადამირჩები გგონია? -სერიოზული სალაპარაკო მაქვს, თორემ არ შემოვიდოდი ისე ტყუილად, ხო იცი? -არ ვიცი, შენგან არაფერი გამიკვირდება -კაი გვეყო ეს საუბარი, პირდაპირ საქმეზე გადავალ: მე შენ მიყვარხარ! მართალია ცუდად მოგექეცი, მაგრამ მინდა მაპატიო და ისევ ერთად ვიყოთ. გთხოვ მაპატიე ჩემი შეცდომები და დამიბრუნდი, ლექსაც მოგიძღვნი თუ გინდა სანაცვლოდ, თუნდაც ამას: არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა: მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა! მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო, საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო. მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი, რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი. მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი, რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი, რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს, და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს! არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად, იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად! ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ? მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ; მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს. მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები! მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?.. მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი, და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი! ან ეს: უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ.... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ! -უი როგორ მინდოდა ამის მოსმენა შენგან რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ საპასუხოდ რა მივიღე? ახლა გპირდები თუ დამიდგა არჩევანის საშუალება შენნაირ სულელს, უთავმოყვარეო ბიჭს არ შევხედავ თქვა თინამ და გარეთ გავიდა. გარეთ რომ გადიოდა მალხაზი დაექაჩავა სახელოზე, გალაქტიონის კიდევ ერთ ლექსს მოგიყვებიო, მაგრამ გოგონა არ დაემორჩილა. მალხაზიც მალევე ტუალეტიდან გავიდა. გარეთ სანდრო დაინახა, ისიც მიუახლოვდა საცემრად, მაგრამ მაღლა აასწრო. იქ ბიჭი აღარ ავიდა, ჯერ ერთი მართალია აღარაფერი იყო, მაგრამ იქ თავის ნაცნობი ელოდებოდა,რომელთანაც ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა, ოქროს წუთები რატომ დაეკარგა ვიღაც არაკაცზე? მერე მეორე არ სურდა მალხაზი თავის ახლობლებთან შეერცხვინა. ეს არაკაცური საქციელი იქნებოდა. თავი მეორე ამ ამბიდან მალევე იპოვნეს სალომემ, ლიამ და ნელიმ თავის მეორე ნახევრები. სრულიად შემთხვევით რომელიღაცა ღონისძიებაზე. შესაბამისად ერთ ქორწილს მოჰყვა მეორე, მესამე და მეოთხე. რათქმაუნდა ყველაზე იყვნენ თინა და მაგული. ყველაზე კარგად მოილხინეს. როდესაც თინა ნელის ქორწილში მიდიოდა, რა იცოდა იმ წუთას რომ ეს დღე მისთვის საბედიწერო იქნებოდა და მის ცხოვრებაში დაიწყებოდა ახალი ეპოქა. კერძოდ როცა ცეკვავდა თავისთვის მარტო, მას მიუახლოვდა ერთი ბიჭი და ვიცეკვოთო თხოვა. ჩვეულებრივი ადამიანი იყო, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. შავი თმები ჰქონდა, საშუალო სიმაღლის, ოდნავ წონაში მომატებული ბიჭი იყო. მას არაფერი ჰქონდა დასაწუნი გოგონას მხრიდან და ამიტომ თინაც დათანხმდა. ეს ბიჭი ვასილის ძმაკაცი ჰყოფილა, ერთხელ თინა როდესაც თავის დაქალებთან სკვერში იჯდა, ვასილთან ერთად დაუნახია და მოსწონებია. მეგობარს რომ გაუმხილა თავის გრძნობების შესახებ ჩემი, მან უთხრა ჩემი და არისო. ამან ბიჭი ცოტა შეაცბუნა, მაგრამ ვასომ დაამშვიდა: ნუ ნერვიულობ, მასაც თუ მოეწონები, მაგას რა ჯობია, თუ არა და არ შემიწუხოვო! ისიც დათანხმდა. სახელი ჰკითხა დის, მაგრამ ვასილმა არ უპასუხა, შენ თვითონ გარკვიეო. -რა გქვიათ გოგონა? -თინა თქვენ? -სასიამოვნოა თინა, მე ზაზა მქვია. მე შენი ძმის ძმაკაცი ვარ, ცოტახნისწინ დაგინახე დაქალებთან და ძალიან მომეწონე. -ჩემგან არაფერი გაქვს ზაზა დასაწუნი, ამიტომ ვნახოთ როგორ იქნება! იმ დღის მერე ზაზა ხშირად დადიოდა მათ სახლში, ფეხბურთს უყურებდნენ ხშირად ბიჭები. ზაზა ყოველთვის ყვავილებს ჩუქნიდა თინას. ისიც მათთან იყო და სეირით ტკბებოდა. თინას ფეხბურთი ძალიან უყვარდა, ბავშვობაში თამაშობდა კიდევაც, მაგრამ რაც სკოლა დაამთავრა, მიანება თავი. სპორტის სახეობა სერიოზულად არ მაინტერესებს და მოყვარულის დონეზე ამისთვის დრო არ მაქვსო ამბობდა იგი. ხანდახან ფილმსაც უყურებდნენ, ამ შემთხვევაში ზაზა ყვავილებთან ერთად პოპკორნსაც მოიტანდა რომ სამივეზე გადანაწილებულიყო. სანდრო არ ერეოდა მათ კომპანიაში, რადგან ის თავის საქმით იყო გართული ამ დროს - მშობლიურ სახლის გვერდზე მეორე სახლის მშენებლობა, სადაც ის და მისი მომავალი ცოლი დასახლდებოდნენ. ლიკამ და სანდრომ ერთმანეთი ლისის ტბაზე შემთხვევით გაიცნეს. ერთხელ გოგონა მზესუმზირას აკნაწუნებდა და თავისთვის ფიქრებში იყო გართული, უცბად ისე რომ ვერც კი შეამჩნია, მის წინ მდგარ ბიჭს შეეჯახა. ეს შეჯახება საბედისწერო, აღმოჩნდა, რადგან ძალიან მალე ლიკას და სანდროს ქორწილი იქნება. თინა და მისი სარძლო კარგად იცნობდნენ და დიდ პატივსაც ცემდნენ კიდევაც ერთმანეთს. ერთ დღეს ზაზამ თინა კინოში დაპატიჟა. „ რა სურთ კაცებს“ გადიოდა დიდ ეკრანზე. გოგონაც დათანხმდა რათქმაუნდა. ორივეს ძალიან მოეწონა ეს ფილმი, ძალიან ბევრი იცინეს სეანსის დროს. ასე ძალიან ფილმი არასდროს მოწონებია თინას. როდესაც გარეთ გამოვიდნენ, უკვე საკმაოდ ბნელოდა, ცხრა საათი იყო, მაგრამ სანამ სახლში წავიდოდნენ, მაინც გადაწყვიტეს ქალაქის ქუჩებში გასეირნება. ისინი კინოთეატრ ამირანში იყვნენ, ახლა კი მათი მიზანი უნივერსიტეტამდე ფეხით ასვლა, შემდეგ მობრუნება და რუსთაველის მეტრომდე ფეხით ჩასვლა იყო. ფილარმონიასთან რომ ჩავიდნენ, უცბად მოპირდაპირე მხარეს დაინახეს მალხაზი. ის უაზროდ აქეთ-იქით იყურებოდა. თიინამ მისკენ მიაშტერა თვალი. იფიქრა, ალბათ კიდევ რამე უნდაო, მაგრამ მალხაზის მათ დანახვაზე რეაქცია არ გაუკეთებია. -თინა ვინ არის ეს ბიჭი? -არავინ, ჯობს წავიდეთ აქედან! -თინა ისე უყურებ, თითქოს და ცუდი მოგონება იყოს. რაღაცას მიმალავ. -ამჟამად უკვე ნაცნობია, იყო დრო როდესაც ძალიან მომწონდა....... გოგონამ ყველაფერი მოუყვა ბიჭს. ისინი მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ. ზაზა ძალიან შეგნებული ადამიანი და ამ ამბავს ჩვეულებრივ შეხვდა. თინა სახლში რომ მივიდა, იქ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად თავის ბარგით ნინი დახვდა. -დეიდა?! როგორ მიხარია შენი დანახვა! გადმოხვედი საცხოვრებლად? მითხარი კი და ძალიან გამახარებ! -გადმოვიდა შვილო თქვა დედამ. ბოლომდე ვერ გაუძლო მარტო ჰყოფნას და ახლა ჩვენთანა. -რა კაია, მიხარია ძალიან! ძალიან ბევრი დრო გვექნება ერთმანეთისთვიას! -რათქმაუნდა დეი! თინამ ის ღამე გაათენა, რადგან თავის კარგ მომავალზე ჰფიქრობდა სულ და არ ეძინებოდა. მთელი ეს დრო იგი ზაზას წერდა და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ხტოდა. მესამე დღეს ზაზამ თინას ვერის ბაღში გასეირნება შესთავაზა. ისიც დათანხმდა. სეირნობით გული რომ იჯერეს, მერე ლუკა პოლარეში ავიდნენ ჭავჭავაძე, იქ უამრავი ნაყინი ჭამეს და სახლის გზას დაადგნენ. ზაზამ გოგონას სახლში გაცილება შესთავაზა, როგორც ვაჟკაცს შეეფერებოდა. გოგონა დათანხმდა. თინა გრძნობდა ამ წუთას რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო, ის რაც უფრო მეტად გაახარებდა, მაგრამ არ იცოდა რა იყო ეს. სადარბაზოსთან რომ მივიდნენ, უცბად ზაზამ თინა გააჩერდა უთხრა: -მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ! თინას ამ დროს სიხარულით გული ძლიერ უძგერდა. ახლა მეცხრეზე კიარა მეცხრამეტე ცაზეა. როგორც იქნა, ნახა ადამიანი რომელიც მისი შესაფერისია. მადლობა „ უფალო ყველაფრისთვის“ თავისთვის ფიქრობდა იგი. ათეისტი თინა უცბად მორწმუნე გახდა, რადგან მისი ურწმუნობა მოჩვენებითი და იყო და მოდას აყოლება. მისი დაქალებიც ასე მოიქცნენ. ხუთივე ყოველ კვირას ეკლესიაში დადიოდა. თავი მესამე გავიდა რამდენიმე თვე და თინას ისევ მოუწია მამიდასთან წასვლა. დაბრუნებისას ისევ გამოატანა მამიდამ სომხური ქადები. ის ამჯერადაც ღამის მატარებელში ზის ოღონდ მარტო არა, გვერდზე ზაზა უზის. ახლა მართალია სიწყნარეა, არა ხმაური და ჩოჩქოლი, მაგრამ ახლაც ეს მისთვის უმნიშვნელოა,რაც მთავარია ახლა მარტო არა და მის გვერდზე სკამი თავისუფალი არა. თინას თავის სასურველ მამაკაცზე თავი მიუდია და ძინავს. ახლა სულ ჰიროსიმა ნაგასაკაში რომ მოხდეს კიდევ ერთხელ ბომბის ჩამოგდება, არ აღელდება, იმდენად კარგ ხასიათზე. თინას აქვს გადაწყვეტილი ხვალ გააცნობს თავის დაქალებს თავის შეყვარებული. უფრო ადრეც გააცნობა, მაგრამ ზაზა ძალიან დაკავებულია და თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, ამიტომაც თინასაც ძლივს ნახულობს. გოგოებმა კი გაიგეს მალევე რომ მათმა დაქალმა შეყვარებული გაიჩინა, მაგრამ თინას დაავიწყდა რომ ის ადამიანი აქამდე სახეზე ნანახი ჰყავდათ ორჯერ, ეგონა საერთოდ აქამდე ნანახი არ ჰყავდათ. თინას უცბად გაეღვიძა და ზაზას შეხედა. -გაგაღვიძე ძვირფასო? -არა, მე თვითომ გამეღვიძა. სად ვართ? -თბილისამდე ჯერ შორია, დაიძინე კიდევ თუ გინდა! -არა მადლობა. -ეს ის ადგილია, სადაც ის გაიცანი ხო? -კი და ნუ მახსენებ გთხოვ! შავ ლაქად აწევს ჩემს ცხოვრებას. - დაივიწყე რაც მოხდა თინა, წარსულია! თუ ვერ დაივიწყებ იცოდე მე მომიწევს ვიღაცასთან სერიოზულად დალაპარაკება. -ვეცდები, შეიძლება აღარ იყოს მტკივნეული მოგონება, მაგრამ მაინც მახსოვდეს. ამის დავიწყებას წლეები ჭირდება. ზაზამ თინას პასუხი არ გასცა. ასე იჯდნენ ისინი უჩუმრად, სანამ თბილისში არ ჩავიდნენ. მართალია მთელი მგზავრობის დროს ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ შიგადაშიგ კოცნით ტკბებოდნენ. თბილისში რომ ჩამოვიდნენ, ზაზამ თინა სახლამდე მიაცილა და დაემშვიდობა შემდეგი სიტყვებით: -აბა ტკბილი ძილი საყვარელო, ხვალამდე -ხვალამდე სიცოცხლევ თქვა თინამ და სახლში შევიდა. ....................................................................... გათენდა. მზემ გაანათა ირგვლივ ყველაფერი. თინა წამოდგა, დაიბანა ხელ-პირი ისაუზმა, შემდეგ შეუდგა კითხვას, წაიკითხა თავის საყვარელი წიგნი „ საბრალონი ბოლომდე. ამასობაში დაქალებთან წასვლის დროც მოახლოვდა. ზაზას დაურეკა, მან უთხრა: შენ მიდი, მე ცოტა შემაგვიანდებაო. გოგონა გამოეწყო ჩვეულებრივად და გარეთ გავიდა. ფალიაშვილის ქუჩაზე მაგული შეხვდა. -გოგოებთან მოდიხარ დაო? -რათქმაუნდა. გოგოებმა გააგრძელეს ერთად გზა. -ნელი მოდის თუ იცი? -კი, რათქმაუნდა, მაგას რა კითხვა უნდა დაო? დღეს მნიშვნელოვანი დღეა. შენ უნდა გაგვაცნო ზაზა. ამ წუთას არ იცოდა თინამ რომ ზაზა ასევე ნელის ყოფილი ქმრის ყოფილი ძმაკაცი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ სალომე და ლიაც იცნობდნენ რომელიღაც კონცერტიდან, ყველა იცნობდა მას მაგულის გარდა.დაქალებმა იცნოდნენ ეს სინამდვილეში ხელის თხოვების ცერემონიალი უნდა ჰყოფილიყო. მართალია მაგული აქამდე უცნობი იყო ზაზასთვის (გაცნობის დროს, გოგონა შეეცადა დისტანცია დაეჭირა თავის დაქალისგან, რადგან ცეკვაში,ჭუკჭუკში ხელი არ შეეშალა თავის დაქალისთვის) მაგრამ მასაც გაუმხილეს საიდუმლო და არ დაუღალატებია თავის დაქალები. გოგოები შევიდნენ სადარბაზოში, ავიდნენ მეცხრე სართულზე ლიფტით და მივიდნენ ლიას და სალომეს სახლში. -გამარჯობათ გოგოებო თქვა თინამ. -გაგიმარჯოს დაიკო თქვა სალომემ. -დღეს ლიფტი მუშაობდა, ფუ ფუ თვალი არ ეცეს. -ხელოსანმა გამოცვალა მთლიანად ყველაფერი და ამის მერე ყოველდღე იმუშავებს, სანამ არ დაძველდება თქვა ლიამ. თინამ ზაზას დაურეკა: -ზა სად ხარ? მე გოგოებთან ვარ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან ვარ სიცოცხლევ, მალე მოვალ. -სად ვარო? იკითხა სალომემ. -სახელმწიფო უნივერსიტეტთანო, 20 წუთში ალბათ აქ იქნება. -სანამ მოვა შენ მოდი ეგ შარვალი გაიხადე და ეს კაბა ჩაიცვი, ხო გინდა შენ შეყვარებულს ლამაზად შეხვდე? იკითხა ლიამ. -რათქმაუნდა. თინა ახალ კაბაში მშვენივრად გამოიყურებოდა. ნამდვილ დედოფალს ჰგავდა. რამდენიმე წუთში ზაზაც მოვიდა. ყველა გადაკოცნა. თინა გაკვირვებული იყო. თავს მოტყუებულად გრძნობდა. მის სახეზე უამრავი კითხვის ნიშანი იკითხებოდა. ზაზა შეეცადა ამ კითხვებზე პასუხი გაეცა: -თინა ყველა შენ დაქალს ვიცნობ, აი იმის გარდა და ხელი მაგულისკენ გაიშვირა, თქვენი სახელი გენაცვალე? -მაგული. -სასიამოვნოა მაგული. თინა აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ხელი გთხოვო თქვა ზაზამ და მომოჭული ხელი გახსნა. იქ შავი პატარა ყუთი იდო. ბიჭმა ყუთი გახსნა და იქიდან ბეჭედი ამოიღო, შემდეგ დაიჩოქა გოგონას წინაშე და იკითხა: -თინა ცოლად გამომყვები? გოგონა ცოტახანი დუმდა, რადგან მოტყუებულად გრძნობდა თავს, მაგრამ იცოდა ზაზა უყვარდა, ამიტომ არა რომ ეთქვა ძალიან ცუდი იქნებოდა. მან ისიც იცოდა, რომ ეს იმისთვის გააკეთა, რომ გოგონასთვის ორიგინალურად ეთხოვა ხელი -თანახმა ვარ. ბიჭმა გოგონას ბეჭედი გაუკეთა ხელი, შემდეგ გაიშალა სუფრა, ბევრი სვეს და ჭამეს. ყველა ბედნიერი იყო. გავიდა ორი წელიწადი. ანჩისხატის მონასტრის წინ უამრავი ადამიანი შეიკრიბა. აქ ქორწილი უნდა გადახდილიყო თინასი და ზაზასი. ცერემონიალმა ჩვეულებრივ ჩაიარა, არაფერი ექსცესი არ ჰყოფილა, შემდეგ რესტორანში წავიდნენ. თინას მეჯვარედ სალომე ჰყავდა. ზაზას კი თავის ბავშვობის ძმაკაცი ვახო. იყო ერთი სიცილი მხიარულება. ზოგი ცეკვავდა, ზოგი კი სუფრასთან იჯდა და მხიარულობდა. ამ მომენტშიც და შემდგომ თინასთვის მალხაზი და მასთან დაკავშირებულ ამბები აღარ იქნება ისეთივე მტკივნეული, როგორც ადრე და თუ ვინმე გაიხსენებს ოდესმე, მას მხოლოდ გაეცინება. გავა კიდევ წლეები და მას ესეც აღარ ემახსოვრება, რადგან ეყოლება ბავშვები. მათზე ზრუნვაზე და ფიქრში ცუდი ამბები წარსულის მორევში ჩაიფერფლება. ასეთია ცხოვრება, ყველამ უნდა დაუშვას შეცცდომა, ან თუ გინდათ შეცდომები რომ გაიგოს, რომელია სწორი გზა.
.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვცადე ბოლომდე წამეკითხა.მაგრამ ვერ...სადღაც შუაში დავიღალე
გიორგი. ალექსანდრემ ვფიქრობ სწორი შენიშვნები მოგცა...კარგი იქნება მართლაც თუ მცირე ტექსტებზე იმუშავებ..თანაც ჩანს რომ წერა და ნაწერთა მუშაობა არ გეზარება!
იქ სადაც დეტალებია საჭირო არაფერს ამბობს და სადაც არანაირად არ მოითხოვს ესეთ დეტალიზერებას სწორედ იქ ძალიან "ღლი"ტექსტს! ვცადე ბოლომდე წამეკითხა.მაგრამ ვერ...სადღაც შუაში დავიღალე
გიორგი. ალექსანდრემ ვფიქრობ სწორი შენიშვნები მოგცა...კარგი იქნება მართლაც თუ მცირე ტექსტებზე იმუშავებ..თანაც ჩანს რომ წერა და ნაწერთა მუშაობა არ გეზარება!
იქ სადაც დეტალებია საჭირო არაფერს ამბობს და სადაც არანაირად არ მოითხოვს ესეთ დეტალიზერებას სწორედ იქ ძალიან "ღლი"ტექსტს!
1. ოხ გიორგი გიორგი. გაანებე თავი ასე დიდტანიან მოთხრობებს ცოტა ხნით და წერე პატარ-პატარა. სანამ არ იპოვი რასაც ეძებ. არაა ეს კარგი მოთხრობა. ამდენი გიწვალია გიწერია და სულ ტყუილად. დაწერე მცირეტანიანი ნაწარმოებები და დადე. უფრო წაიკითხავენ და რჩევასაც უფრო მოგცემენ. ვფიქრობ ბევრიც უნდა იკითხო. ოხ გიორგი გიორგი. გაანებე თავი ასე დიდტანიან მოთხრობებს ცოტა ხნით და წერე პატარ-პატარა. სანამ არ იპოვი რასაც ეძებ. არაა ეს კარგი მოთხრობა. ამდენი გიწვალია გიწერია და სულ ტყუილად. დაწერე მცირეტანიანი ნაწარმოებები და დადე. უფრო წაიკითხავენ და რჩევასაც უფრო მოგცემენ. ვფიქრობ ბევრიც უნდა იკითხო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|