წყარო
წყარო ანკარა, წყარო კამკამა, რაკრაკ-რაკრაკით მოედინება, ხტუნვა-ხტუნვით და სიცილ-კისკისით, ხან სწრაფად, ხან ნელად, ბავშვის ტიტინით მოედინება.
რომ დაიღლება, თან შენელდება, ვაკე ადგილზე დასასვენებლად, რომ დაისვენებს, თან აჩქარდება, კლდის მწვერვალიდან გადასახტომად, კლდის სიმაღლიდან სანამ ვარდება, ჩიტად იქცევა, წვიმის ნაკადად, შხეფად იშლება, წვიმის წვეთებად, წყლის ორთქლად, ნისლის ნაბადად.
წვიმის წვეთებით მზეს აირეკლავს, წვიმის წვეთებში მზეს აციმციმებს, ცისარტყელას ქმნის, მრავალფეროვანს, ბავშვთა სამყაროს, ყვავილთფეროვანს, მთელ არემარეს, სულდგმულს, უსულოს, დიდს და პატარას ყველას ახარებს.
კახაბერ როდინაძე ადვოკატი ბათუმი, აჭარა 30.03.2020
ქართულენოვანი ორიგინალი, ჩაწერილი რუსული ასოებით, აგრეთვე რუსულენოვანი თარგმანი გამოქვეყნებულია 2020 წლის 30 მარტს ვებ გვერდზე https://www.proza.ru/2020/03/30/1594
© Copyright: Кахабер Родинадзе Адвокат Батуми, 2020 Свидетельство о публикации №220033001594
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რჩევა რა, უფრო თხოვნა რჩევა რა, უფრო თხოვნა
3. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ წაუხდენთ რუს მკითხველს ჩვენზე შთაბეჭდილებას საკმაოდ გემოვნებიანი მკითხველი ყავთ რუსებს ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ წაუხდენთ რუს მკითხველს ჩვენზე შთაბეჭდილებას საკმაოდ გემოვნებიანი მკითხველი ყავთ რუსებს
2. და აბა ლექსი? მითუმეტეს საბავშვო და აბა ლექსი? მითუმეტეს საბავშვო
1. ბავშვისთვის ცოტაარიყოს მარტივი ლექსი არაა მაგრამ კარგია ბავშვისთვის ცოტაარიყოს მარტივი ლექსი არაა მაგრამ კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|