| ავტორი: დარემო ჟანრი: პროზა 31 მარტი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
18+ -----------------------------------
ჰაერი ისეთივე მშრალი იყო როგორც უთოვლო ზამთარი ოსლოში და ასეთივე ცივი. ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა ორთქლის გამოშვებას ამ ოთახში მაგრამ, აქ მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ ერთს შეეძლო ამის გაკეთება.
ყოველკვირეულ სავალდებულო დეზინფექციას ერთი ობობა მაინც გადაურჩა და ის ახლა ჭერიდან ეშვებოდა. ვინ იცის სად მიდიოდა ან რისთვის, ის ხომ, უბრალოდ ობობაა და მეტი არაფერი. სწორედ ამ ფაქტმა გადაარჩინა ის შიშის სავანეში ჩავარდნას, ის ობობა იყო და მიუხედავად იმისა, რომ სამი თვალით გარკვევით ხედავდა ოთახზე შემომჯდარ, კბილებაკაწკაწებულ სიკვდილს, ის მაინც ქვემოთ ეშვებოდა საკუთარი ობობური სურვილების დასაკმაყოფილებლად.
ქუჩაში გამოკითხული ასი ადამიანიდან, უმეტესობამ მხრები აიჩეჩა ან უარი განაცხადა პასუხზე, რაღაც ნაწილმა სცადა გამოცნობა და იქნებ სწორიც ყოფილიყო მათი ვარაუდი, რომ არა ჩვენ ოთახში მყოფი ერთადერთი მსუნთქავი ადამიანის თავისებურობა.
ვერავინ იტყოდა ,,ჩაკბენჩის ხმა" კითხვაზე ,,რისი ხმა ისმის მორგში."
მაგრამ ასეც იყო, საშუალო სიმაღლის, ჩაკურატებული ახალგაზრდა მამაკაცი სენდვიჩს შეექცეოდა ბეკონითა და ლორით, მუცელგადახსნილი ახალგაზრდა გოგონას გვერდით. ჩაფიქრებული იჯდა სკამზე და ნელა ილუკმებოდა.
მოულოდნელად გაახსენდა, რომ საქმე ჰქონდა დასამთავრებელი და ფოტოაპარატის ასაღებად ადგა. დაუმთავრებელი სენდვიჩი გოგონას გვერდით, მაგიდაზე დადო.
სულ სამიოდე სანტიმეტრი აშორებდა ხორცს ხორცისგანმ ერთი წითელი და დაბროწლილი იყო, ზეთისგან და გამდნარი ქონით დაცვარული. მეორე კი გათეთრებული, ცივი და საყინულისგან კანის ფორებში ყინულჩამდგარი.
მამრმი აპარატით დაბრუნდა და ახალგაზრდა გოგონას გადაღება დაიწყო. ანკეტა უკვე შევსებული ჰქონდა. ,,სიმსივნე მართლაც არავის არ ინდობს. ასეთი ქორფა სხეულით, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, მაგრამ სავსე მკერდი, ხორცი არ აკლია, ალბათ ნაზი კანი ჰქონდა თავის დროზე, თუმცა არც ახლაა ძალიან ცივი". გაიფიქრა მამრმა და აპარატი გვერდით გადადო.
მაგიდაზე დაიხარა და მუხლზე ხელი დაადო გოგონას. ცივმა კანმა ჟრუანტელი მოჰგვარა, უფრო იმან, თუ როგორ გადადიოდა მისი სიმხურვალე გოგონაზე და არა კანის სიცივემ. მას შეეძლო სითბო დაებრუნებინა ამ სხეულისთვის.
ამ ფიქრებში იყო, როცა კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. შეცბუნებულმა მამრმა სენდვიჩს ხელი გაჰკრა, რომელიც იატაკზე ყრუ ხმით დაეცა.
უხმოდ გააღო კარები, მორიგე გოგონას პასუხის გაუცემლად გამოართვა ყუთი და კარი მიუჯახუნა. კარებს ბეჭით მიეყრდნო და ოთახს მოავლო თვალი.
ბაცი ცისფერით გაწყობილი მორგი მისი სამეფო იყო. მაცივრებით სავსე კედელი, ორი გადამწვარი ნათურა, უცნაური აბსტრაქტული ნახატი კედელზე, რომლის უკანაც დამძვრალ ოქროს კბილებს ინახავდა. გაკვეთილი, მაგრამ მიუხედავი ტყუპი ძმა ერთ მაგიდაზე კედელთან. დღეს დილით უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ასეთი ქორფა სხეული მოუტანეს. ძმები მოიცდიდნენ.
მაგრამ ახლა სურვილი დაკარგა ყველაფრის, ვერ იტანდა როდესაც მის სამყაროში ასე უხეშად იჭრებოდნენ. თავი გააქნია, დაიძრა და ყუთს თავი ახადა. თექვსმეტი პატარა, მრგვალი ფუნთუშა. სულ დაავიწყდა, რომ თვითონ შეუკვეთა. სათითაოდ აარჩია დღეს დილით სანამ გოგონას შიგნეულს ამოწმებდა, განსაკუთრებით მარწყვის კრემიანი აინტერესებდა.
მოულოდნელად დავარდნილი სენდვიჩზე ფეხი აუსრიალდა და ყუთი ხელიდან გაუვარდა. ის-ის იყო თავი მაგიდის კუთხისთვის უნდა ჩამოერტყა, რომ ხელი სკამს ჩასჭიდა და თავი შეიმაგრა. ის გადარჩა.
ობობა თავის აბლაბუდას დაუბრუნდა და შიშით შეიმალა, მან არ იცოდა თუ რა ხდებოდა, მაგრამ ესმოდა ჭერში მჯდარი არსების გაბრაზებული ხავილი. ქვემოდანაც მოისმა რაღაც ხმა, რომელსაც სიკვდილის წყევლა და კრულვა გაისმა. ობობას არ ესმოდა ის რა ენაზე იწყევლებოდა, ვერც ადამიანები ვერ გაიგებდნენ, მაგრამ იყო რაღაც ამ ხმაში გეგმაჩაშლილი განრისხება და კიდევ მრისხანება შემოქმედისა, როდესაც მის ნახელავს უდიერად ეპყრობიან.
თუმცა სიკვდილი არ იყო ერთადერთი ვინც გაცოფდა და კრულვა დაიწყო, ყველა ფუნთუშა იატაკზე დაიყარა, არამარტო სურვილი დაკარგა ყველაფრის, არამედ ფუნთუშებიც დაკარგა.
მამრმა გოგონას მაგიდას ფეხი ჰკრა, გორგოლაჭიანი მაგიდა კედელს მიენარცხა და გვამი შეირყა. უცებ მამრს თვალები გაუნათდა და გაჭრილი მუცლიდან ფუნთუშა ამოიღო, ზუსტად ის იყო რომელიც ყველაზე მეტად სურდა. კრემი ნახევრად გადმოსულიყო და თირკმელი შეეღება, მაგრამ ეს არავის არ ადარდებდა. ფუნთუშას სუსტად შეუბერა და პირისკენ გაიქანა. უგემრიელესი იყო.
ან რატო არ იქნებოდა? გაყინული თირკმლით შენელებული, მარწყვის კრემიანი ფუნთუშა ყოველთვის გემრიელია როდესაც სიკვდილის ამარცხებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვერ ვეთანხმები ქვემორე გამოთქმულ აზრებს მოცულობასა და მხატვრულობასთან დაკავშირებით
დამაინტერესა ავტორმა ვერ ვეთანხმები ქვემორე გამოთქმულ აზრებს მოცულობასა და მხატვრულობასთან დაკავშირებით
დამაინტერესა ავტორმა
5. მსგავს მოცულების პროზას მეტი მხატვრულობა და ემოცია ჭირდება :)) რაღაც მეტი უნდა დატოვოს..
თან რამდენიმე უკვე წაკითხული ან ნანახი ფილმის სცენარები გამახსენდა :))
3! მსგავს მოცულების პროზას მეტი მხატვრულობა და ემოცია ჭირდება :)) რაღაც მეტი უნდა დატოვოს..
თან რამდენიმე უკვე წაკითხული ან ნანახი ფილმის სცენარები გამახსენდა :))
3!
4. წავიკითხე, არც არაფერი სუსტი ნაწერია +18 ეკუთვნოდა ნამდვილად
სიკვდილი მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გადაწყვეტილია და არანაირი სკამზე ხელის ჩაჭიდება ამას არ უშველის შესაბამისად არც ბრაზობს და არც მრისხანებს ( აქედან გამომდინარე ) თუ ვინმე არ მიყავს თან, ამისათვის წონადი მიზეზები უნდა ჰქონდეს
ჯო ბლექ-ის სახე არის 100%-ით დამაჯერებელი აქ კი სიკვდილის კარიკატურაა არც არაფერს არ დამიტოვებს
პ.ს. რა მაგის პასუხია და ვაჟას დახატული სიკვდილიც საოცრებაა. გენიალურია
წავიკითხე, არც არაფერი სუსტი ნაწერია +18 ეკუთვნოდა ნამდვილად
სიკვდილი მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გადაწყვეტილია და არანაირი სკამზე ხელის ჩაჭიდება ამას არ უშველის შესაბამისად არც ბრაზობს და არც მრისხანებს ( აქედან გამომდინარე ) თუ ვინმე არ მიყავს თან, ამისათვის წონადი მიზეზები უნდა ჰქონდეს
ჯო ბლექ-ის სახე არის 100%-ით დამაჯერებელი აქ კი სიკვდილის კარიკატურაა არც არაფერს არ დამიტოვებს
პ.ს. რა მაგის პასუხია და ვაჟას დახატული სიკვდილიც საოცრებაა. გენიალურია
3. ვერაფრით ამიხსნია ღიმილით რატომ ჩავიკითხე მთელი ნაწერი...
დამაფიქრეთ. ვერაფრით ამიხსნია ღიმილით რატომ ჩავიკითხე მთელი ნაწერი...
დამაფიქრეთ.
2. რამოდენიმე ფილმში მაქვს მსგავსი სცენა ნანახი)) ნუ ობობას გარდა. მორგი აშიებს)) არც ისე მომეწონა რამოდენიმე ფილმში მაქვს მსგავსი სცენა ნანახი)) ნუ ობობას გარდა. მორგი აშიებს)) არც ისე მომეწონა
1. +15 კიდევ გასაგებია, მაგრამ +18 ? განა რა წერია ამისთანა? :) მოგვიანებით წავიკითხავ +15 კიდევ გასაგებია, მაგრამ +18 ? განა რა წერია ამისთანა? :) მოგვიანებით წავიკითხავ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|