ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2020


თავქარი

სანაპიროზე, მზის ჩასვლისას მზერა შემახე,-
რომ ჩამოვუშვა ჩემს თვალებში ღამის ფარდები.
მერე სიზმარში მე ვიხილავ ძე დიონისეს,-
ზღვა დაწყნარდება.
ამოვარდება უცებ ქარი ,
ქარი, თავქარი ,
დაოკილ ტალღებს გადაუვლის
სამმაგი ექო,
და გათენებულ, ძვირ ღამეებს
რომ ვერ დავკალი,
ყელს გამოღადრავს,
სამაგიეროდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები