მიწევს ისევ უბან-უბან ახსნა, რომ გზებს ორთქლის დაუხურავთ რიდე, წვიმა?! - იყოს. იყოს, თუნდაც თავსხმა, რომ შენს ნათელ ხასიათებს ცრიდეს.
ბაქან-ბაქან, აქა-იქ და გვერდი-გვერდ, მატარებლის ყრუ გუგუნი მიაწყდა, სად შეძელი ჩემი მოკვლა ვერ ვიგებ, ან საიდან იწყებ ბოლო ფიასკოს.
დევებივით ხომ არ მოვცხოთ ნაპირებს? ან ტანებზე ოქროს ფრთები ავისხათ, დასაკარგი?! - დამრჩა აღარაფერი, გარდა ერთის, - საკუთარი თავისა.
შენს ფანჯრებთან როცა ღამე უკუნი, ბრმა ბიჭივით მორცხვად შემოაბიჯებს, მოგინდება ცრემლის ღვრა და სლუკუნი, თუმცაღა შუქს ვიღა მიცემს ბრმა ბიჭებს.
და კვლავ ასე მიწევს იმის ახსნა, რომ მთავარი ასე თვალწინ გიდევს,
-წვიმა?! - - იყოს. -იყოს?! -თუნდაც თავსხმა. -რომ შენს ნათელ ხასიათებს ცრიდეს?!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არ უხდება ეს სათაური ამ საამო ლექსს, არც არაფრს ხსნის :)
არ უხდება ეს სათაური ამ საამო ლექსს, არც არაფრს ხსნის :)
4. მადლობა ყველას, მიხარია თუ მოგწონთ... მადლობა ყველას, მიხარია თუ მოგწონთ...
3. რა კარგია :) რა კარგია :)
2. ++ ძალიან კარგია ++ ძალიან კარგია
1. მირიან 5
"შენს ფანჯრებთან როცა ღამე უკუნი, ბრმა ბიჭივით მორცხვად შემოაბიჯებს, მოგინდება ცრემლის ღვრა და სლუკუნი, თუმცაღა შუქს ვიღა მიცემს ბრმა ბიჭებს." მირიან 5
"შენს ფანჯრებთან როცა ღამე უკუნი, ბრმა ბიჭივით მორცხვად შემოაბიჯებს, მოგინდება ცრემლის ღვრა და სლუკუნი, თუმცაღა შუქს ვიღა მიცემს ბრმა ბიჭებს."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|