ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2020


* * *

თვალწინ გაზრდილი მოკლეს ყვავილი,
სიკვდილის ფერებს მისცეს ზიარად...
შავი მანდილი წაართვეს მიწას
და მიწყალობეს თავაზიანად..
არ დაიტირეს ის სურნელება,
გაზაფხულზე რომ შინდისფრად წვიმდა...
არც ის ცოდვილი კაბა ჩაიცვეს,
ორსულ ღრუბლებს რომ ვარდისფერს ჰგვრიდა...
არ მოითხოვეს ბოლო სიმღერა..
ერთი ბგერაც კი არ დარჩა წმინდა..
ისე დაღალეს თეთრი ფიქრები,
თოლიებივით გაფრინდნენ ზღვიდან...
შორეულ ნიავს გაჰყვნენ პეპლები,
თეთრ ისასამანს  დააკვდნენ მძივად..
რად მიმატოვეთ, მახარობლებო,
მო, გამითენეთ მზისფერი დილა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები