ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკი555
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2009


,,გზა ჯოჯოხეთისკენ.

შენმა სურვილმა მე ცოდვასთან დამაძმობილა,
შენმა სურვილმა გამიშალა ზღვაში აფრები.
საით წამიღებს ეს დინება,ნეტავ ვიცოდე,
ცოდვის მორევში სიხარულით დავიხაფრები.
ცის კიდეზე შემოვჯდები,როგორც სიკვდილი,
ჩამოუჯდება სარეცელზე მომაკვდავ მოკვდავს.
დაველოდები,სანამ წვეთ-წვეთ დავიწრიტები,
უკანასკნელი ამოსუნთქვა დიდი ხმით მოსთქვამს.
გული ლამობს გამოგლიჯოს გულის ფიცარი,
სევდის ნაცარში სურვილები ურევენ ხელებს.
ცოდვის ზღვაში ჩაიფერფლა ვნების კოცონი,
და ჯოჯოხეთში მიმაქროლებს ვით ნოტი ბგერებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები