იშვიათად ვსაუბრობთ, მონატრებას ვიქარვებთ, თვითიზოლაციაში ყოფა უფრო რთულია, თითქოს შენელებული არის დროის სიჩქარე, თუმცა გაიხედავ და... გარეთ გაზაფხულია.
გარეთ გაზაფხულია, ყვავილობენ ატმები, უკვე ლექსად ქცეული ალუჩებიც ყვავიან, მარტმა გაიაპრილა პულსის მცირე მატებით, სარკმლის პირთან მომდგარი მზის სხივების ხვავია.
იშვიათად ვსაუბრობთ, არაუწინდებურად, სულში მოლოდინის და დარდისფერი რიტმია, რატომ არ ჩანს მერცხალი, ან რა უჭირს ბეღურას, როცა ჩემი თითები ხორბლის მარცვლებს ითვლიან.
გადაიტანს მსოფლიო ამ განსაცდელს, ღვთის მადლით, საიდანღაც მოსული ნუგეშებით ვივსები, მერე ვმარცვლავ სიტყვებს და მისით აცმულ მძივს გაწვდი, შენ კი საინტერესო ისტორიას იხსენებ.
საუბარი მშვიდია, გვერდზე რჩება კითხვები: სითბო ვის გაუყავი, ან ღიმილი ვის ანდე... მერე დამშვიდობების ინსტრუქციას მივყვებით - ჩვენ ხომ კარანტინამდეც დისტანციას ვიცავდით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ქალბატონებო: ფლორენცია, რენუარ, მანანა - მადლობას გიხდით დადებითი კომენტარებისთვის! :)
ქალბატონებო: ფლორენცია, რენუარ, მანანა - მადლობას გიხდით დადებითი კომენტარებისთვის! :)
10. გამიხარდა შენი აქ შეხვედრა თეა. წავა ჯანდაბაში ეს კორონა ვირუსი და მოიშლება დისტანციაც. იმედია, უფრო თბილები გავხვდებით :) 5 გამიხარდა შენი აქ შეხვედრა თეა. წავა ჯანდაბაში ეს კორონა ვირუსი და მოიშლება დისტანციაც. იმედია, უფრო თბილები გავხვდებით :) 5
9. კარგი ლექსია,თეა. ფინალი მომეწონა განსაკუთრებით. უხდება ასეთ განწყობას გრანელის მუსიკა.
კარგი ლექსია,თეა. ფინალი მომეწონა განსაკუთრებით. უხდება ასეთ განწყობას გრანელის მუსიკა.
8. რა კარგი ლექსია თეა! რა კარგი ლექსია თეა!
7. გმადლობთ, ჯონათან :* მე წელს არ დამინახავს ჯერ მერცხლები და ველოდები...
ოთარ, გაიხარე :* ამ ვირუსსაც დავამარცხებთ, აბა რა!
გმადლობთ, ჯონათან :* მე წელს არ დამინახავს ჯერ მერცხლები და ველოდები...
ოთარ, გაიხარე :* ამ ვირუსსაც დავამარცხებთ, აბა რა!
6. კარგი ხარ თეა, როგორც ყოველთვის. უფლის მადლით ამ განსაცდელსაც გადავიტანთ დედამიწელები.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და კორონავირუსი ვერაფერს დაგვაკლებს!
კორონავირუსი ჩვენს სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, რადგან სიყვარული ანტივირუსია! კორონავირუსზე მძლავრი ვირუსები დაგვიმარცხებია დედამიწელებს, კორონავირუსსაც დავამარცხებთ! კარგი ხარ თეა, როგორც ყოველთვის. უფლის მადლით ამ განსაცდელსაც გადავიტანთ დედამიწელები.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და კორონავირუსი ვერაფერს დაგვაკლებს!
კორონავირუსი ჩვენს სიყვარულს ვერაფერს დააკლებს, რადგან სიყვარული ანტივირუსია! კორონავირუსზე მძლავრი ვირუსები დაგვიმარცხებია დედამიწელებს, კორონავირუსსაც დავამარცხებთ!
5. იუბილე გქონია, ერთგვარი :)
დღეს მერცხალი დავინახე სოფელში და რაღაც სხვანაირად გამიხარდა.
ფინალური სტრიქონები რა მრავლისმთქმელი იყო.
იუბილე გქონია, ერთგვარი :)
დღეს მერცხალი დავინახე სოფელში და რაღაც სხვანაირად გამიხარდა.
ფინალური სტრიქონები რა მრავლისმთქმელი იყო.
4. მადლობა და მოკითხვა თქვენ, ძვირფასო მუხავ!
მადლობა და მოკითხვა თქვენ, ძვირფასო მუხავ!
2. ძალიან კარგი ხარ, თეა ძვირფასო! ძალიან კარგი ხარ, თეა ძვირფასო!
1. პირველი მოსალმებიდან ზუსტად 12 წლის შემდეგ - კვლავ გესალმები, ურაკპარაკო! :)
პირველი მოსალმებიდან ზუსტად 12 წლის შემდეგ - კვლავ გესალმები, ურაკპარაკო! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|