ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაბრი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2020


უცხოეთიდან

მწამს, ჩემნაირი სამშობლოს,
სამოთხიდანაც ინატრებს.
სულ ვაჟკაცურად ვიქცევი
არ ვარცხვენ დიად წინაპრებს.

აქ ხალხი შევქმენ რუსთველის
ამბის მოსმენის ღირსები.
უნდა გენახათ სულ ყველას
როგორ სცვიოდათ ძირს ყბები.
მრავალს ვასწავლე ქართულად
პურის გატეხვა ღვინის სმა.
ვუამბე მტარვალებს როგორ
გაუძლო ძველმა თბილისმა.
მთიელთა ცეკვაც ვაჩვენე,
ცეკვა და არა ტრიალი.
მანერა, მხრების აჩეჩვა
ფართო თვალების ბრიალი.
ლექსის წერის დროს მომისწრეს,
ხიბლავდათ კოხტა მხედრული.
ეგონათ ხატვა დავიწყე.
მიცქერდნენ გაოცებულნი...

მწამს, მალე ვნახავ სამშობლოს,
ღმერთი გაიღებს წყალობას
და ავღზრდი სახელოვან და
ღირსეულ შთამომავლობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები