ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2020


რაღაას დარდობ დედაო

შენ რაღას დარდობ დედაო
დედაო, ჩემო, მარია?!
ლოყაზე რად გიგორდება
ცხელი ცრემლების ჯარია?!
შენი შვილების სარჩენი
მიწა ხომ დაგიბარია?!
საითაც ჭირი შემემთხვა,
კალთით ხომ მომეფარია,
რაღაას სტირი დედაო,
დედაო,ჩემო მარია?!
თუ მოხდა ისევ განგებამ
ჩემი ცხოვრება არია,
წინიდან შემომებერა
ზღვაური-ზურგის ქარია,
იცინე, გამოაჩინე
ღიმილი- ღმერთის დარია,
გთხოვ ნუ იტირებ დედაო!
დედაო ჩემო მარია..
როცა უღმერთოდ ვიყავი
ლოცვით ხომ დამიფარია?!
როცა,ვგლოვობდი,მიჭირდა
ხომ არც შენ გაგიხარია?!
ხომ იცი სული, ხორციდან
უცილოდ გასაყარია...
ერთ შვილ ხომ მაინც გაზარდე
ვეფხვებთან მეომარია..
რაღაას დარდობ, დედაო
დედაო, მზეო, მარია?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები