 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 აპრილი, 2020 |
9 აპრილის გახსენება
... და გაისმოდა მუსიკა ქარში, ყველა ტაძარში სანთლები ენთო. ვაი, რაღა ვთქვა... ოთხმოცდაცხრაში ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს ღმერთო.
ოთარ რურუა
2010
...................................................................................................................................................................................
ცხრა აპრილის ბაღში
ცხრა აპრილის ბაღში ხეთა ტირილს ვისმენ, ავდარშიც და დარშიც გული მოთქვამს ისევ.
ცხრა აპრილის ბაღში სუნთქვა მიჭირს ქართველს, ისევ ვანთებ ქარში მე ოცდაერთ სანთელს.
გულს არ ავიწყდება, ვიდრე მკერდქვეშ მიცემს, გმირებს დავიწყებას არასოდეს მივცემ.
ოთარ რურუა
2019
...........................................................................................................................
ფიცი
ვფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას, დიდგორს, შამქორს და ბასიანს, ცრემლშეუშრობელ რიწას.
მანდილს - ქართველი ქალისას, სიყვარულივით წმინდას, გოგლას უმწიკვლო მარიტას, ფხოვს, ჩარგალს, სტეფანწმინდას.
ვფიცავ, მთაწმინდის მთვარეს, ნაციონალურ ცეკვებს, ვაჟას შვლის ნუკრის თვალებს, ალგეთში დაზრდილ ლეკვებს,
რომ სანთელივით იწვის მკერდქვეშ მართალი გული, ესმის ყივილი მიწის, უსმენს სულგანაბული.
გულწრფელ სტრიქონებს ვუწერ მე ცხრა აპრილის გმირებს, დედას, რომელიც ურწევს აკვანს პატარა შვილებს.
ვფიცავ, სიმღერას გედის, დედის სამარეს წმინდას, ღუღუნს მშვიდობის მტრედის, გრემს, გელათს, ნიკორწმინდას,
რომ უთქმელადაც მიყვარს ყველა მამულიშვილი, აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას არ მიადგება ჩრდილი.
ოთარ რურუა
2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. 4. არის თემა, რომელსაც არ უნდა შეეხო უარყოფითი კუთხით, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე წმინდაა. აი, სწორედ ასეთი თემაა 9 აპრილის თემა! ოთარ რურუა. 2020-12-23 13:24:36
გეთანხმებით, ნამდვილად ასეა ოთარ ბატონო, თქვენი ლექსები როგორი მგრძნობიარეა 9აპრილის გასახსენებაზე. რაც შეეხება ფოტოგრაფ იური მეჩითოვს , მან ბოდიში მოიხადა და განმარტა თავისი მცდარი ნათქვამი, მე ეს ინტერნეტში წავიკითხე ალბად თქვენ წაიკითხეთ ან მოისმინეთ. თან თავის ბიოგრაფიასაც და იმასაც წერდა თუ როგორ უყვარს საქართველო .
" დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა". ოთარ რურუას ეს სიტყვები ყველამ რომ გაითავისოს, საქართველოს მტერი არ ეყოლება. 4. არის თემა, რომელსაც არ უნდა შეეხო უარყოფითი კუთხით, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე წმინდაა. აი, სწორედ ასეთი თემაა 9 აპრილის თემა! ოთარ რურუა. 2020-12-23 13:24:36
გეთანხმებით, ნამდვილად ასეა ოთარ ბატონო, თქვენი ლექსები როგორი მგრძნობიარეა 9აპრილის გასახსენებაზე. რაც შეეხება ფოტოგრაფ იური მეჩითოვს , მან ბოდიში მოიხადა და განმარტა თავისი მცდარი ნათქვამი, მე ეს ინტერნეტში წავიკითხე ალბად თქვენ წაიკითხეთ ან მოისმინეთ. თან თავის ბიოგრაფიასაც და იმასაც წერდა თუ როგორ უყვარს საქართველო .
" დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა". ოთარ რურუას ეს სიტყვები ყველამ რომ გაითავისოს, საქართველოს მტერი არ ეყოლება.
4. არის თემა, რომელსაც არ უნდა შეეხო უარყოფითი კუთხით, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე წმინდაა. აი, სწორედ ასეთი თემაა 9 აპრილის თემა!
ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ასეთი რამ განაცხადა: ,,1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისული მშვიდობიანი მოქალაქეები რუს ჯარისკაცებს ნიჩბებით არ მოუკლავთ“. თურმე თამრიკო ჭოველიძე, ნათია ბაშალეიშვილი და ეკა ბეჟანიშვილი ნიჩბების დარტყმით არ დაღუპულან. უნამუსობასაც აქვს საზღვარი! იური მეჩითოვი ისტორიის გადაწერას ცდილობს, მაგრამ ისტორიას ვერავინ გადაწერს! მთელმა მსოფლიომ იცის რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ, რომ 9 აპრილს ნიჩბების დარტყმითაც დაიღუპნენ ქართველები - თავისუფლებისთვის მებრძოლი მამულიშვილები და მომწამვლელი გაზითაც.
ვიდრე არ მოხდება ლუსტრაციის კანონის მიღება, ვიდრე არ გამოვლინდებიან სამშობლოს მოღალატეები და ერთგულები, ვიდრე საქართველო ქართველთმოძულეებისგან არ განიწმინდება, მშვიდი, ნორმალური ცხოვრება არ გვეღირსება. მეჩითოვი და მეჩითოვისნაირები ყოველთვის „გამოირჩეოდნენ“ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, მოღალატე სერგო ორჯონიკიძის სულიერი შვილები არიან. არის თემა, რომელსაც არ უნდა შეეხო უარყოფითი კუთხით, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე წმინდაა. აი, სწორედ ასეთი თემაა 9 აპრილის თემა!
ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ასეთი რამ განაცხადა: ,,1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისული მშვიდობიანი მოქალაქეები რუს ჯარისკაცებს ნიჩბებით არ მოუკლავთ“. თურმე თამრიკო ჭოველიძე, ნათია ბაშალეიშვილი და ეკა ბეჟანიშვილი ნიჩბების დარტყმით არ დაღუპულან. უნამუსობასაც აქვს საზღვარი! იური მეჩითოვი ისტორიის გადაწერას ცდილობს, მაგრამ ისტორიას ვერავინ გადაწერს! მთელმა მსოფლიომ იცის რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ, რომ 9 აპრილს ნიჩბების დარტყმითაც დაიღუპნენ ქართველები - თავისუფლებისთვის მებრძოლი მამულიშვილები და მომწამვლელი გაზითაც.
ვიდრე არ მოხდება ლუსტრაციის კანონის მიღება, ვიდრე არ გამოვლინდებიან სამშობლოს მოღალატეები და ერთგულები, ვიდრე საქართველო ქართველთმოძულეებისგან არ განიწმინდება, მშვიდი, ნორმალური ცხოვრება არ გვეღირსება. მეჩითოვი და მეჩითოვისნაირები ყოველთვის „გამოირჩეოდნენ“ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, მოღალატე სერგო ორჯონიკიძის სულიერი შვილები არიან.
3. „წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღსრულებულმა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.
ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:
,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.
გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.
მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი უდაოდ იყო მერაბ კოსტავა!
მერაბის ბედი ძალიან ჰგავს ლევან გოთუას ბედს, ასევე დიდებული ქართველის. შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოსტავა ლევან გოთუას ბედის თანაზიარია.
ლევან გოთუა არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ბოლშევიკების მიერ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავისი საშობლოს - საქართველოს სიყვარული იყო.
ლევან გოთუას მსგავსად, მერაბ კოსტავაც გადასახლებული და დაპატიმრებული იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ.
მერაბმა თავის თანაკლასელ და განუყრელ მეგობართან - ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიმბოლურია რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იყო დაბადებული.
1988 წელს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. ეროვნული მოძრაობა, სამშობლო, მამულიშვილობა - ჩემი საყვარელი თემებია. მამულიშვილების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ კოსტავა ვერ მოესწრო, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.
მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.
თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.
ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“
მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
მამულიშვილებს
მამულიშვილნო! მიყვარხართ, დიდია თქვენი ამაგი, ჯიხვის რქით დამილოცნია ჩვენი ჯიში და ალაგი.
იყო დიდგორი, შამქორი, ცხრა აპრილი და შინდისი, ყველა ერთგული ქართველი არის ამ ქვეყნის სინდისი.
თავისუფლებას უმღერის დღეს მათი შთამომავლობა... სამშობლოს სამსახურისთვის მამულიშვილებს - მადლობა!
ოთარ რურუა
2020 „წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღსრულებულმა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.

2. თემიდან გამომდინარე არა , ობიეტურად 5 ქულა . თემიდან გამომდინარე არა , ობიეტურად 5 ქულა .
1. ... და გაისმოდა მუსიკა ქარში, ყველა ტაძარში სანთლები ენთო. ვაი, რაღა ვთქვა... ოთხმოცდაცხრაში ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს ღმერთო."
!!!! ... და გაისმოდა მუსიკა ქარში, ყველა ტაძარში სანთლები ენთო. ვაი, რაღა ვთქვა... ოთხმოცდაცხრაში ჩვენ გაზაფხული მოგვიკლეს ღმერთო."
!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|