 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 9 აპრილი, 2020 |
აპრილს გაზაფხული კვლავაც შესევია, ვნების სურნელება კვლავაც ასდით ატმებს, ისევ ზღაპარი და ისევ ედემია... და მზეც ისევ ალღობს დაგუბებულ განცდებს... ცასაც თეთრი მთვარე გულზე შერჩენია... მაგრამ... უმოწყალო "მთვარე" მგზავრებს არბევს, ქუჩაც უხალხობას ისე შეჩვევია, როგორც მარტოსული თავის ეულ დარდებს. ახლა ყველაფერი გაურკვევლად იქცა, ახლა არაფერიც ყველაფერად იქცა, ნაცნობ-მეგობრები უცხოდ გადაიქცა, თითქოს ოცნებებიც შიშად დაიცრიცა... ის გზა, გუშინ შენ რომ ჩემთან მოგიყვანა, მგზავრი, შენ რომ ჩემი სახლი მოგასწავლა სადღაც მიმალულა... ძალით, ნებით განა და ეს უჩინრობა ამ დრომ მოიტანა. წინათ ფიქრისათვის წამებს "ვიპარავდით", ახლა თვეები გვაქვს, მაგრამ გაქრა ფიქრი და თუ დაღლილ სახეს თითით ვიმალავდით, ახლა ამ თითებით ნატკენ დღეებს ვითვლით. ვითვლით და თან გვჯერა, გვჯერა რომ აპრილი "ტკივილს" ამ უცაბედს, დაუმჩნევლად წაშლის და თუ მართლა გვინდა აწი ცა ნამდვილი, ცოტაც გავუძლოთ და ყველა დავრჩეთ სახლში! .................... ქუჩას უკაცოს და ქუჩას უსახლკაროს მხოლოდ ნაბიჯების გემო შერჩენია... იქნებ გაგვატაროთ, მალე გაგვატაროთ... ხედავთ?-გაზაფხული ნუშებს შესევია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლამაზი ლირიკაა ლამაზი ლირიკაა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|