ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
10 აპრილი, 2020


Анна Ахматова — Гость

ანა ახმატოვა - სტუმარი

ძველებურად სასადილოს სარკმელს
ნამქრის წვრილი ფანტელები ბურავს,
კვლავაც ის ვარ, რაც ვიყავი ადრე,
თან ახლახან კაცი მყავდა სტუმრად.

ვკითხე: „რა გსურს? რითი გემსახურო?“
თქვა: „მსურს დაგვწვას ჯოჯოხეთის ალმა!“
გამეცინა: „ბოროტად ნუ ხუმრობ!
არ დაგვატყდეს მწუხარება მართლაც!“

გაიწვდინა  ხელი და მღიმარე,
ქოთნის ყვავილს მოეფერა კრძალვით:
„ვით გიყოფენ ამბორს, აღიარე,
მომიყევი, სხვას ვით კოცნი რძალი!“

ჩააშტერდა გაუღებლად ღუნთის
ჩემს ბეჭედს და ჰგავდა ავისმზრახველს,
წამითაც არ გაუტოკდა კუნთი
მის ბოროტ და განათებულ სახეს.

კარგად ვუწყი, განუზომელ შვებას
ღებულობდა ქედმაღლური ზრახვით:
არაფერი მას რომ არ ენება
და ვერაფრით მე რომ ხელს ვერ ვკრავდი.

10 აპრილი, 2020 წ.



Анна Ахматова — Гость

Все как раньше: в окна столовой
Бьется мелкий метельный снег,
И сама я не стала новой,
А ко мне приходил человек.

Я спросила: «Чего ты хочешь?»
Он сказал: «Быть с тобой в аду».
Я смеялась: «Ах, напророчишь
Нам обоим, пожалуй, беду».

Но, поднявши руку сухую,
Он слегка потрогал цветы:
«Расскажи, как тебя целуют,
Расскажи, как целуешь ты».

И глаза, глядевшие тускло,
Не сводил с моего кольца.
Ни один не двинулся мускул
Просветленно-злого лица.

О, я знаю: его отрада —
Напряженно и страстно знать,
Что ему ничего не надо,
Что мне не в чем ему отказать.

1 января 1914

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები