 | ავტორი: ფინქ.ფლოიდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 11 აპრილი, 2020 |
ამას ვაკეთებ იმიტომ რომ შემოქმედებითი კრიზისი თუ რაღაც მაქვს, და ვეღარ ვწერ ცოტა ხნით, არადა მინდა ინტერაქციაში შესვლა ხალხთან და აი ისიც. თან მინდა ამ ერთი ლექსის განმარტებით, ნუ მართალია სულელური საქციელით, მინდა მომავალში ეერთმა მაინც წაიკითხოს ისე რომ გაშიფროს სხვა ლექსები თუ მოთხრობები, სადაც იმდენ ხელჩასაჭოდს ვდებ, არ უნდა იყოს რთული... მოკლედ არ ვიცი, აგერაა. მოკლედ, არ გაგიჭირდებათ გამოცნობა, დამწვარი თამაზას ღაღადი გრძელდება. ასეა საქმე. მე როცა მიყვარს, უბრალოდ არ მიყვარს, მართლა მიყვარს ხოლმე. ანუ გრძნობა არის საწყისი და გამომწვევი მიზეზი, რომელიც მცვლის. დიახ, მე მივაფურთხე ძველ თამაზას, უმისამართოსა და გადაგდებულ ნაფოტს და ახლა შევეცდები ეს ჩემი ,,ფუფ“ ავხსნა, ამისთვის კი ბოლო ორი თვის ნაფიქრი და შემდეგ დაწერილი ლექსი დამეხმარება. ეს ლექსი იქნება ჩემი მომავალი ,,კოლაჟის“ დასაწყისი, რომელსაც ხახვის ფურცლებს დავარქმევ. შევეცდები ავხსნა სულ ყველაფერი. L-N L. ვზივარ ღმერთივით და წარსული ტრიუმფები მიჩრდილავს აწმყოს.
მახსოვს, რომ არავისთვის ვლაპარაკობდი და ყველა მისმენდა. ვიცი, ერთისთვის ვლაპარაკობ და ისიც არ მისმენს. მზე ჩადის, ჩემი ჩრიდილი კი წინ მიმიძღვის, სულზე გრძელია. გველია გზაზე გაწოლილი, წვიმას გაურბის. ჩაუვლის, ამასაც ჩაუვლის და წავა. გზაზე გველია გაწოლილი, და ვეღარ მიდის, ჩრდილში ეხვევა, ჩრდილზე გრძელია.
ჩახურდა ეს ბინა, გვიანღა მივხვდი. დღის სითეთრე. დავიჯერე, გავები. ახლოს მივედი, რა უნდა მეყვირა? არ მახსოვს მზე შავი იყო თუ თეთრი.
სახლიდან წავედი.
სადგურთან მეძინა, ნიაღვარს ვზრდიდი მდის თითებზე და ისმევა წვალებით მახსოვს სიტყვები, გახუნდა მეტწილად დამარხოს მეძავი, წამებით. მუხლები კანკალებს.
ექოა, ექოა, ექოა, ექ... და ლამის დახეთქოს ზამთარმა ფილტვები, ენძელის სურნელმა ნელნელა მომცელა ეზოში ექოა, ექოა, ექოა...
მოვედი. ვიცოცხლე, ვირბინე. ორღობეს მოვედე, მოვთელე ენძელა, მომეცი სიცოცხლე, ვიყვირე, ერთხელაც. N. ავკრიფე კენჭები. ჯიბეში მიწყვია ტიტები, მიხაკი, ვერა ვარ შენხელა რავიცი, თავს ვიკლავ, ბოლოჯერ. ერთხელაც.
შენს გვერდით. თოკებით მიბმული. გავდივარ ქვეყნიდან შენსავით, ქვესკნელში ჩავდივარ. დავჩები, მუხლებზე ვეცემი, დავრჩები, მუხლები კანკალებს, მიღიმი და ვრჩები.
ჩრდილში ვარ. ერთხელაც, ბოლოჯერ, გავჩერდი. ღმერთივით ვივიწყებ წარსულის დიდებას, თუ შენთვის მოვკვდები, შენთვისვე აღვდგები, ჯვარს ვეცვი და ესეც, ესეც კი მწყინდება.
მზის ძირში დავჯდები. ჩრდილს მოვკლავ. ახლოს ხარ, მიყურებ, ჩამომხმარს ჩამომპალს, არ მოხვალ, კალაპოტს შეიცვლი და მაინც არ მოხვალ. დაგელოდები... ფესვებით, ფოთლებით, ეკლებით, ჩერდები, მიყურებ, შენ ძირში ვზივარ და არასდროს ჩამოხვალ.
და გელოდები.
,, ვზივარ ღმერთივით და წარსული ტრიუმფები მიჩრდილავს აწმყოს.“ არ ვიცი, რამდენად ტრიუმფებით იყო დატვირთული, ჩემი წარსული მაგრამ სუბიექტურად ასე აღვიქვამ. მონასტერში ყოფნის დროს 8 თვე და მეტი, გადაბმულად ვფიქრობდი, ტვინი გასხივოსნებული იყო, ავტომატივით მუშაობდა. ეგრე გახსნილად არასოდეს მიაზროვნია, ყველაფერი მიწყობდა ხელს რომ მეფიქრა და მეფიქრა უწყვეტლივ. შემდეგ წამოვიდა უსაქმეურობის წელიწად ნახევარი, რაც ძალიან ბნელია, გავმძორდი. მოკლედ ეს ორი წელი და ცოტა მეტი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დიაპაზონის მქონე. აიი მზე არსებობს, მონასტერში ყოფნაა დიდი მთა და მის შემდეგ პერიოდში ყოფნა დიდიი, იმ მთის სიმაღლეზე ორჯერ ღრმა ღრმული, მზე ანათებს მთას და მთლიანად ჩრდილავს იმ პერიოდს, უბრალოდ არჩანს. მე კი ვარ დღეს, მეშინია იმ ტრიუმფზე ფიქრის იმიტომ რომ ახლანდელი თამაზა არ შემძულდეს და მეშინია იმ ჩავარდნაზე ფიქრი, რომ არ შემზიზღდეს ის თამაზა, რომელიც მე ვიყავი და დავივიწყე ისენი, დავივიწყე რომ გადავრჩენილიყავი და მომეღწია აქამდე. და დღეს ორ თვიანი ფიქრის შემდეგ გავუღე კარები ამ ორ წელს, არ მეშინია, საერთოდ არ მეშინია, მივიღებ ჩჩემს თავს სრულად, გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დავიწყო, ახალი მიზნებითა და განწყობით, თუ როგორი ამას ქვევით მოვყვები. ,, მახსოვს, რომ არავისთვის ვლაპარაკობდი და ყველა მისმენდა. ვიცი, ერთისთვის ვლაპარაკობ და ისიც არ მისმენს.“ ეს ნაწილია პირველი, რომელიც ჩემს ახალ ხახვის ფურცლების წერას. ადრე ჩემი ნაწერები არვითვის იყო, უბრალოდ ვწერდი, უმისამართოდ, იმიტომ რომ არ ვიცოდი რატომ ვწერდი, იმიტომ რომ არ შემეძლო წერის გარეშე. იმის გამო რომ წერა ჩემს ცხოვრებას განსაზღვრავდა და განსაზღვრავს და უნდა განსაზღვროს, რა თქმა უნდა, წერით დავამთავრე და დავიწყე ახალი ცხოვრება. მეორე ტაეპია ის რასაც ვაპირებ, წერას მხოლოდ ერთისთვის, მხოლოდ ერთისთვის ვინც, რა თქმა უნდა, არ მომისმენს. ადრე ჩემი ცხოვრება რა იყო, ცრუ იმედები, რომ ვიღაცას ვჭირდები, ცრუ იმედები რომ რაღაც გამოვა, ცრუ იმედები და 0 მოქმედება, ახლა ჩემი ცხოვრება გახდება მოქმედება და ნული იმედი, ამასაც ავხსნი როგორ. ,, მზე ჩადის, ჩემი ჩრიდილი კი წინ მიმიძღვის, სულზე გრძელია.” ეს ბიბლიური გეოგრაფიაა, რაც ჩემს ღმერთთან დაშორებას განსაზღვრავს, ბოლო დროს კი ღმერთი ასოცირდება ჩემს დაკარგულ მესტან,მგონია რაც მეტად შევიმეცნებ თავს მით მეტად შევიმეცნებ ღმერთს. ხოდა მივდიოდი აღმოსავლეთით, ვკარგავდი თავს და ღმერთს. ეს ბიბლიური გეოგრაფია მკითხველს უნდა უბიძგებდეს იმისკენ რასაც ბოლოში შევკრავ, მაგრამ მარტო ბიბლიურად არ შეიძლება ამ ნაწარმოების გააზრება, აგერაა მეორე, ჩემი ჩრდილი სულზე გრძელია, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფრაზა ლედ ზეპელინის საკულტო სიმღერიდან, სთეირვეი თუ ჰევენ. ,,our shadow taller than our souls” ეს მიგვანიშნებდეს და უნდა გვაფიქრებინებდეს რომ თუ ეს ერთია აქედან და ასეთი თვალსაჩინო, იქნებ სხვაცაა, იმავე ჯგუფის შემოქმედებიდან, რაც მიგვიყვანს ბიბლიასტან ერთად მთავარ სათქმელამდე, ხო სულ არ მანაღვლებს რომ ბიბლიასთან ერთად ზეპელინები გამოვიყენე. ,, გველია გზაზე გაწოლილი, წვიმას გაურბის.ჩაუვლის, ამასაც ჩაუვლის და წავა. გზაზე გველია გაწოლილი, და ვეღარ მიდის, ჩრდილში ეხვევა, ჩრდილზე გრძელია.“ გველი პენისია, წვიმა კი ცრემლები, ანუ ხორციელების და სულიერების ორი უკიდურესი გამოვლნება, ხორცი გაურბოდა გრძნობებს და აპირებდა ეცხოვრა მხოლოდ მოთხოვნილებებით რომელიც ხორცს აქვს, ეს ჩემი ცხოვრების იმ მცირე პერიოდს გამოხატავს როდესაც პენისით ვაზროვნებდი, მაგრამ გადავლახე ჩავუარე. გზაზე თუ გველია გაწილილი და ვეღარ მიდის და ჩრდილში ეხვევა და თან მასზე გრძელია, ეს შეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გველი დახვეულია, ეს ინსტიქტების მოთოკვას ნიშნავს და რაღაც მხრივ იმპოტენციას, ვინაიდან ახალი თამაზა დაცლილი იქნება ყველა ხორციელი ნდომისგან რომელიც გრძნობიდან არ გამომდინარეობს, უფრო სწორად უკვე არის, ლექსი დავწერე მაშინ როდესაც გადალახული მქონდა ყველაფერი, ტყუილად არ ვიბოდიალებდი. ,, ჩახურდა ეს ბინა, გვიანღა მივხვდი. დღის სითეთრე. დავიჯერე, გავები. ახლოს მივედი, რა უნდა მეყვირა? არ მახსოვს მზე შავი იყო თუ თეთრი.
სახლიდან წავედი.
სადგურთან მეძინა, ნიაღვარს ვზრდიდი მდის თითებზე და ისმევა წვალებით მახსოვს სიტყვები, გახუნდა მეტწილად დამარხოს მეძავი, წამებით. მუხლები კანკალებს.“ ეს ორი ნაწილი რომ ერთმანეთს უკავშირდება იმითაც ჩანს რომ თითქმის ყველა ხმოვანი გამეორებულია სარკისებურად, პირველი სტროფის პირველ ტაეპში და მეორე სტროფის მეორეში და ასე ყველაში.პირველი სტროფი მანიფესტია რას მივაღწიე შუა სტროფებია როგორ და ბოლო იქნება რისთვის. ბინის ჩახურებაა არის მოვლენა რომელიც გიბიძგებს მოძრაობაზე, სახლიდან გასვლაზე, ვინაიდან სიმხურვალეს ვეღარ მოითმენ, გვიან მიხვედრა კი იმას ნიშნავს რომ რაც დაკარგულ დროს მივტირი რომელიც სახლში ჯდომაში დავკარგე. დღის სითეთრე გარეთ გამოვლა, ძალების დაჯერება და გაბმა ამაში, ზედმეტად მალე მოვინდომე მოძრაობის დაწყებიდან მზესთან მისვლა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა და დამაბრმავა, ესაა სწორედ მისი სითეთრის სიშავედ გადაქცევის მიზეზი, მაგრამ მაინც წავედი სახლიდან. რა თქმა უნდა, ყველა ნაწილი უნდა წარმოიდგინო მატერიალურად მაგრამ განსაკუთრებით ეს, რადგან უკეთ გაიგო რა წერია. სადგურთან ძილი, რას უნდა ნიშნავდეს თუ არა მოძრაობას, მოგზაურობას, ნიაღვრის გაზრდა ტირილია, ვიბრუნებ გრძნობებს, თითებზე ჩამოდინება ბავშვური ჩვევაა ცრემლის მოწმენდისა და შემდეგ ალოკვის ამ ცრემლების, მლაშეა და ვერ სვამ, ვერ ყლაპავ ცრემლებს, მეტაფორულადაც და ისეც, მახოსვს სიტყვები, სიტვა რა თქმა უნდა ღმერთია, ბიბლიასთან კავშირი და გახუნდა ღმერთი ჩემს თვალში, რაც ვშორდები მით მეტად, ბოლოდ მრისხანებაა, მის მიმართ პროტესტი და ყვირილი, რომ ის მეძავი, ის ცოდვილი უნდა დაემარხა და არ უნდა გადაერჩინა, ცაში ახედვით ყვირილი ღმერთთან, და ბოლოს აგონია, მუხლების კანკალი, ამიტომ არარ დავამთხვიე პირველი სტროფის ბოლო სრიქონის ბოლო ხაზის ხმოვნებს რომ აგონია მკაფიო გამეხადა ლექსშიც და წყობიდან ამომეგდო ეს სიტყვები. ,, ექოა, ექოა, ექოა, ექ... და ლამის დახეთქოს ზამთარმა ფილტვები, ენძელის სურნელმა ნელნელა მომცელა ეზოში ექოა, ექოა, ექოა...
მოვედი. ვიცოცხლე, ვირბინე. ორღობეს მოვედე, მოვთელე ენძელა, მომეცი სიცოცხლე, ვიყვირე, ერთხელაც. N. ავკრიფე კენჭები. ჯიბეში მიწყვია ტიტები, მიხაკი, ვერა ვარ შენხელა რავიცი, თავს ვიკლავ, ბოლოჯერ. ერთხელაც.“ ხედავთ? ექო სულ იყო, სულ იყო ზამტარში სუფთა ჰაერი, სულ იყო ენძელის სურნელი, მაგრამ თითქოს ახლა პირველად ვხედავ მათ, პირველად ისევ ახლიდან ვიგებ მათ შესახებ, ახალშობილივით ახლიდან ვიწყებ სიცოცხლის შეგრძნებას და ყველაფრის აღმოჩენას. მოსვლა საკუთარ თავთან მისვლა ორღობეს მოდება, ანუ ის რომ შარაგზაზე არ მივლია, ენძელის გათელვა, სიცოცლის გათელვას ნიშნავს და სიკვდილის წინ ვთხოვ რომ ახლიდან მომცეს სიცოცხლე და ბოლოჯერ ვინაიდან, აღარ მოვკვდები მეტჯერ, კენჭების აკრეფა , ძალად შექმნილი სიმძიმეებია, ის რომ წვრილმანებს დავდევდი და ვაგროვებდი და ეს მამძიმებდა, ტიტები სიცოცხლის სიმბოლოა მიხაკი სიკვდილის, და ვერ ვიქნები მის ხელა ვინაიდან, ახლა უნდა დავიბადო, და მან კი ცხოვრება გამოიარა, ოცდაერთი წელი, და თავს ვიკლავ, ბოლოჯერ და ერთხელაც. და აქაა კონტექსტიდან ამოვადრდნილი ენ, რომელსაც თუ დაუკავშირებ პირველ ელს გამოდის ელენ. და ასევე ამ ბოლოს დაციტირებული ადგილის, პირველ ასოებს თუ წაიკითხავთ, ყველა სტრიქონის პირველი ასო გამოდის, ელენე მომენატრე, ანუ ამით ბანალურობას თავი დავაღწიე ლექსიდა და პათეთიკურობას და თანაც, როგორც ეს სიტყვები შემოვიდა გვერდიდან, ისე შემოვიდა აზრი, ორი თვიანი ფიქრის შემდეგ, რომ თურმე რატოა, რაა ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზი და ხვდები რომ მართლა გიყვარს, ბლიინ. ნუ არ ვამბობ რომ ეს შემთვევვით მოხდა, არა კაცო, წინასწარ მქონდა გათვლილი ,1 უბრალოდ როგორ უცბად მივხვდი ფიქრების დროს ამას, სრულიად არაფერთან კავშირში, მაგის გადმოცემა მინდოდა. ხო თამაშს შევეშვი, ისე რომ ვერც მივხვდი, ესეც ერთერთი მიზეზია. ,, შენს გვერდით. თოკებით მიბმული. გავდივარ ქვეყნიდან შენსავით, ქვესკნელში ჩავდივარ. დავჩები, მუხლებზე ვეცემი, დავრჩები, მუხლები კანკალებს, მიღიმი და ვრჩები.“ ეს ავაზაკობაა, ღმერთთან საუბარი, რომ ავაზაკი ვარ და მის გვერდზე მიბმული, ის რომ გავიხსენე ყველაფერი, ის ორი წელით და ამით მომიწია მასთნ ერთად ადამიანურობაში ჩასვლა, მაგრამ მასთან ერთად უკან ამოსვლა არ მინდა, მინდა მახსოვდეს ეს ყველაფერი და მინდა ამაზე ვწერო, ამიტომ ვეხვეწები უფალს რომ დამტოვოს შავეთში, დამტოვოს ხსომაში, რომ ვიყო ადამიანი, რომ ვიყო მხოლოდ ადამიანი, მახსოვდეს და ვწერო და მე დავრჩი იმიტომ რომ ადამიანი უნდა გავხდე მთელი არსებით. ,, ჩრდილში ვარ. ერთხელაც, ბოლოჯერ, გავჩერდი. ღმერთივით ვივიწყებ წარსულის დიდებას, თუ შენთვის მოვკვდები, შენთვისვე აღვდგები, ჯვარს ვეცვი და ესეც, ესეც კი მწყინდება.“ ბოლოჯერ გაჩერებული ადამიანი ვარ, ვინც სახლიდან წასვლის შემდეგ დანანებით გადმოხედავს სახლს, ბოლოჯერაც და ერთხელაც ამოიოხრებს და გავა. დაივიწყებს ყველაფერს, როგორც ძველი აღქმის ღმერთმა დაივიწყა წარსული დიდება და ძალაუფლება და მოკვდა ჯვარზე სიყვარუისთვის, მეც ისე დავივიწყებ და ისევე მოვკვდები და ისევე აღვდგები მასავით, ჯვარს ვეცვი და ესეც, ესეც კი მწყინდება, ეს ძველი თამაზის უკანასკელი სიტყვებია, გახსოვთ მოძრაობის დაწყების შემდეგ, მაშინვე მზესთან მისვლა რომ გადავწყვიტე, რომ სპონტანური ვიყავი და მოუთმენელი, ამით გამოვხატავ ამას, რომ ჯვარზე სიკვდილი, ყველაზე დიდი რამ რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, ეგ ვქენი და მაინც მომბეზრდა, მოუთმენელი თამაზის ბოლო სიტყვებია ეს ყველაფერი.
,, მზის ძირში დავჯდები. ჩრდილს მოვკლავ. ახლოს ხარ, მიყურებ, ჩამომხმარს ჩამომპალს, არ მოხვალ, კალაპოტს შეიცვლი და მაინც არ მოხვალ. დაგელოდები... ფესვებით, ფოთლებით, ეკლებით, ჩერდები, მიყურებ, შენ ძირში ვზივარ და არასდროს ჩამოხვალ.
და გელოდები.“ ჩრდილი ადამიანის ზომის პირდაპირ პროპორციული და მზის ძირში ჯდომა და ნულოვანი ჩრდილი ნიშნავს რომ ძველ ცხოვრებას ვკლავ და ახალი ვიბადები, სრულიად უზომო, იმიტომ რომ ჯერ არ მიცხოვრია, ამ წამს გავჩნდი. და აქ გამოდის მიზანი. მზე იქნება ათვლის წერტილი, ანუ ვის გამოც ამ ყველაფერს ვაკეთებ ვარ მე, და რათქმაუნდა ის ვინც იქნება ჩემთვის ამომავალი წერტილი, მზე. ჩამოხმა ჩამომპალობა ისაა რაც აქამდე ვიყავი, მის თვალში, ვინაიდან ჯერ ახალია რ ვყოფილვარ და ახლა ვიწყებ, ის ძველს დაინახავს, რომელიც უკვე ჩამოლპა და ჩამოხმა. მაგრამ არ მოვა, ეს არის ახალი უიმედო თამაზას ცხოვრების სტილი, იმედი არ მაქვს და მაინც ვიმოქმედებ, ქვევით არის როგორ ვიმოქმედებ. და აქ ვარ წინასწარ მეტყველი, ამ ერთისთვის დაწერილია მაგრამ არ მომისმენს. აწი ყველა ლექსი, იქნება ხახვის ფურცელბივით, მხოლოდ ერთისთვის, ისე დავყრი როგორც ასფურცელა ყრიდა რომ მოვიდეს ჩემადე, მოვიდეს, და არ ვინანებ ვინაიდან ჩემი გასაკეთებელი გაკეტებული მექნება, იმიტომ რომ მეტს ვერაფერს ვიზამ, იმიტომ რომ მხოლოდ ლოდინიღა დამრჩა, რომ გავხდები ვინმესთვის ისეთივე ამომავალი წერტილი, როგრიც ისაა ჩემთვის. ბოლო სტროფი არის ასევე ზეპელინების სიმღერის პერიფრაზი. All I see turns to brown As the sun burns the ground And my eyes fill with sand As I scan this wasted land Try to find, try to find what I feel. ეს არის გზავნილი იმ ერთისთვის, ვინც არ უნდა იყოს. იმისთვის ვინც არ მომისმენს, იმისთვის ვისთვისაც ვიმოქმედებ. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ვთქვი რისი თქმაც მსურდა, მაგრამ ფაქტი ერთია, უმოქმედო იმედიანი თამაზა, ულვე გახდა უიმედო, რომელიც ყველაფერს იზამს, ოღონდ არაფრის იმედი აღარ ექნება, იმედი უმაქნისი რამეა. მოქმედებაა მთავარი და ლოდინი. ეს არა მარტო ამ საკითხში იქნება არამედ, ყველაფერში, ცხოვრების ყველა ასპექტში. იმედი?! ფუფ!!! პ. ს. ლექსის მეორე ტაეპში ჩანს რომ ეს ყველაფერი უკვე განვახორციელე, ვინაიდან მიწერია რომ ერთისთვის ვწერ, იმ ერთისთვის ვინც არ წაიკითხავს, ანუ მოქმედება უიმედოდ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მარტოობამ შემომიტია და ასე ვეზაუბრებოდი ვირტუალურ ხალხს და აქ იმ იმედით დავდე რომ რეალურადაც გავესაუბრებოდი ვინმეს :)))) რავიცი არვიცი. ახლა გადამიარა და სიმართლრ გითხრა არც მახსენდება ზუსტად. ახლა რომ. წავიკითხე შესავალი გამაჟრჟოლა :))) მარტოობამ შემომიტია და ასე ვეზაუბრებოდი ვირტუალურ ხალხს და აქ იმ იმედით დავდე რომ რეალურადაც გავესაუბრებოდი ვინმეს :)))) რავიცი არვიცი. ახლა გადამიარა და სიმართლრ გითხრა არც მახსენდება ზუსტად. ახლა რომ. წავიკითხე შესავალი გამაჟრჟოლა :)))
1. რაში გჭირდება ეს ყველაფერი? ერთისთვის თუ წერ ყველას რატო აგვიხსენი? რაში გჭირდება ეს ყველაფერი? ერთისთვის თუ წერ ყველას რატო აგვიხსენი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|