ცხრა მთა კი არა, ცხრა ზღვიდან ვარ ცხრაჯერ გასული. ზურგის ქარივით მჭირდებოდა ზურგზე შეხება, და ვარ ის ნავი უკომპასოდ შენგან წასული როცა შენახარ ნაპირიც და მასთან შეხვედრაც.
და ასე ცისქვეშ მოგზაური ქარის ნიშნებით, მანძილს ვამცირებ შენამდე და შენთან არავარ... რადგან მტვერივით შენს თვალებში მუდამ ვიშლები როცა იცი რომ,მტვერი კი არა ფერიც აღარვარ.
რომ დამინახო წვიმიანდღეს სადღაც შვიდ ფერში, შვიდივე გზიდან მზე ჩამოვა შენთვის ცხრათვალა და უშენობა დაბედებულ ოქტომბრის თვეში, სულ ერთი დღეა თვითმკვლელობა რაც მე დამბრალდა.