ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ ო მ ი ნ ო
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2020


ჩრდილები გზაზე

***
დე, შენს თმებში ჭაღარა ანარქიაა,
მე შევიძულე დრო,
შენი პირველი მტერი...

***
მათ ამოავსეს ქვებით ჭა და ვეღარც კი მიხვდნენ,
რომ დედამიწა ცალი თვალით
დაბრმავდა მაშინ...

***
სამძიმარზე მიმავალ დარდიანი კაცივით
გადავიდა ხევგაღმა
წვიმით სავსე ღრუბელი...

***
მიწაზე ოფლით უნდა წერო,
ფურცელზე სისხლით,
რომ ცაზე შენი არსებობის
ვარსკვლავი გახსნან...

***
ჩემი გულია ანდროიდი
და შენ კი ჩემში
სიყვარულის აპლიკაცია...

***
გაზაფხულს მარტი გაუვარდა
და მძიმედ დაიჭრა თებერვალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები