ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2020


დიდი სიყვარული

მე ვწერდი დიდ სიყვარულზე,
ვუსმენდი სატიეს და ვსვამდი ყავას, რომელიც
სტამბულში მოგზაურობისას მომყიდა
იქაურმა თურქმა ოცდახუთ ლირად.
თუმცა არაფერ შუაშია
ახლა ის თურქი,
არც სტამბული და
არც სატიე.
***
მე ვწერდი დიდ სიყვარულზე ახალგაზრდული ვნებით
და მეზიზღებოდა ყველა ნაწერი თავისი
მოუშორებელი სინამდვილით.
***
მე ვწერდი ოცნებებზე და მეშინოდა მათი ახდენა,
რომ არ დამეკარგა სამყაროს აღქმა თავისი
თავბრუდამხვევი სიახლეებით.
***
იმდენი ვწერე სიყვარულზე,
რომ გამოჩნდეს შეიძლება ზურგი ვაქციო.
ვერ ავიტანო მისი სიდიდე და შევიყუჟო
ცივ ოთახში სიმარტოვის
დაკარგვის შიშით.
***
მე ჩემს ნაწერებში ვცხოვრობ,
ნუ გამომიყვან ცრუ იმედებით.
**
ადამიანი იქამდეა ადამიანი,
სანამ შეუძლია ცრემლების
დათვლა.
სანამ შეუძლია ტკივილის
თოკზე გაკიდება.
***
იმდენი ვწერე სიყვარულზე,
რომ გამოჩნდეს შეიძლება შემზიზღდეს კიდეც,
როგორც უსიყვარულოდ
გატარებული წვიმიანი
გაზაფხული.
როგორც უნაყინოდ გატარებული
ცხელი ზაფხული.
როგორც უქურთუკოდ გატარებული
ცივი შემოდგომა.
როგორც უფეხსაცმლოდ გატარებული
ცივი ზამთარი.
***
იმდენი ვწერე სიყვარულზე,
რომ გამოჩნდეს შეიძლება ზურგი ვაქციო.
ვერ ავიტანო მისი სიდიდე და
ბედნიერებას ჩავუდგე ჯიბრში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები