ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: იუმორისტული
21 აპრილი, 2020


გაზაფხული კარანტინში

მარტმა ზამთარი კი გააცილა,
თუმცა ვერ მძლავრობს კვლავაც აპრილი,
ვერ დაატანა სითბო მზის სხივებს,
სუსტია როგორც მთვარის არილი.
კარანტინშია ეს გაზაფხული,
ძლივს შეაკავა ვარდმა კვირტები,
წავა კორონა, მოვა მაისი,
მალე, სულ მალე, ერთად ვიქნებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები