| ავტორი: ჰერ/ცოგი ჟანრი: პოეზია 21 აპრილი, 2020 |
ჩუმი ღამეები აბორიგენების ტომში გაუვალი ჯუნგლები და ყველა ფიქრის ომში, ცის უაზრო კომუფლაჟი, გადაკრული ხალხზე, მაწანწალა ძაღლებივით რომ ეძებენ სახლებს.
შიმშილისფრად შევსებული ყველა კერის ჩრდილი გაუვალი კოსმოსების დარიგებას გაჰყვა, აუტანელ სიჩუმეში აბობოქრდა ქარი, ჩაისუნთქა გაზაფხული,ხელი ხეებს გაკრა.
უსასრულო სურვილები, ცხოველური ჟინის საკვამურის კვამლებიდან ნისლის სულად იქცა, გაერიდა ხალხთა მოდგმას უეჩველო კრძალვით და საზღვრიან ტრამელებზე უმიზნოდ გაიქცა.
როგორც ყველა სიმფონიას სასრული აქვს ჰანგი ჰარმონიამ სეკუნდების მანტია მოისხა, ვით კობრები გამალებით ეცემიან ნადირს, კოიოტმა წმინდა წვეთი თვალებზე შეისხა.
ამეთვისთოსფერის ჩრდილში მთვარის შუქის რხევა სამურაის კატანების ჩხრიალებს ეხება..... ბნელ სულების წიაღებში დამალული ელვა სანთლის შუქად იმკრთალება და თავისას შვება .
ბოლო ცეკვა ღამის თვალის წყვდიადების ფონზე კიმონოზე დანთხეული შინდისფერი ოხვრა, ერთი უკვე სასულეში ჩაკეტილი გვამი, ფლეიტების სიოში რომ ისმის მისი ბორგვა.
გამარჯვებულს, გველისტყავით შემოსილ მეომარს, ჭრილობები კანის ფონზე ფერმკრთალად ეტყობა, ენის შხამით შეუმუსრავთ დრაკონული გული და ოსტატი ლაჟვარდისფერ ქარქაშებს ეყრდნობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|