ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2020


.

ცამ მოიხურა ღრუბლის მანტია,
ნისლი ბალახზე დაჯდა ნამებად,
აპრილს მოაკლდა თბილი სხივები,
როგორც ჩემს თვალებს შენი სახება.

იზმორებოდა გუშინ ამინდი,
ქარი კი სდუმდა ვერხვის ტოტებში.
ღამით, ჩურჩულით სახლის სახურავს
შემოეპარა წვიმის ნოტები.

დილით უშენო სევდის სიცივეც
ჰგავდა ტუჩებით ფიფქების კოცნას,
როს გაზაფხულის უეცარ თოვას
ატმის კვირტების ცრემლები მოჰყვა.

შორს ხარ და ჩემში მაინც არსებობ,
ჩემს თვალებს დაჰკრავთ შენი არილი.
ჩემი აპრილის ყვავილობა ხარ,
მე კი ფუტკარი შენი ყვავილის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები