ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2020


შენს ხასიათს ცოტა წლები შეპარვია
და ეს ისე გასაოცრად გიხდება,
როგორც ცოდვილს გულმხურვალე მეტანია,
როგორც მწერალს დარდის შეკვრა წიგნებად.
შენს ხასიათს ახლა მზერაც ისეთი აქვს
უნებლიედ მხატვრები ფუნჯს დასვრიან
და რაც დღემდე მხოლოდ მარტო იმედია,
ტილოებზე სულ ვნებებად დაცლიან.
შენს ხასიათს სურნელება გასჩენია
ღრმა შუადღეს დაჭერილი მზის სხივის,
ღაწვებთან კი ფიქრი ისე დაგმჩნევია,
როგორც ტუჩზე ყმაწვილური სიცილი.
შენს ხასიათს ხასიათი შეუცვლია,
თითქოს ფილმში როლი შეგხვდა მთავარი
და როგორც გმირს სატრფოსთვის რომ შეუთვლია
შენს ხასიათს სჭირს ლოდინი საყვარლის...
შენს ხასიათს ცოტა წლები შეპარვია
და ეს ისე გასაოცრად გიხდება...
შენს ხასიათს მარტოობაც შეპარვია...
მარტოობაც
კი როგორღაც გიხდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები