| ავტორი: ელადა ჟანრი: იუმორისტული 3 მაისი, 2020 |
80 _იანი წლების დასაწყისში განაწილებით ვმუშაობდი ერთერთ საკავშირო მნიშვნელობის დახურულ საძიებო, საპროექტო ინსტიტუტში, ის საბჭოთა კავშირის ერთ. მეხუთედს ემსახურებოდა. (სულ ასეთი ხუთი ინსტიტუტი იყო საბჭოთა კავშირში) და თვეში ერთხელ მიწევდა მივლინებაში წასვლა სსრკ_ში შემავალ სხვადასხვა რესპუბლიკებში, ერთ მხრივ კარგი იყო ეცნობოდი სხვადასხვა ქალაქებს, მის ღირშესანიშნაობებს, მეორე მხრივ მომაბეზრებელი იყო ერთიდაიგივე ქალაქში ბევრჯერ სტუმრობა ობიექტის სიდიდის გამო, იყო ქალაქები რომელთა მიწისზედა და მიწისქვეშა ქუჩები თბილისზე კარგად ვიცოდი. ამ მივლინებებს თან ახლდა სახალისო თავგადასავლები, იმის ფონზე ყველას რუსი ვეგონე ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე. ჩვენს ინსტიტუტში ყველა ეროვნების ხალხი მუშაობდა, დუღდა, ინტერნაციონალიზმი,ქართული ლაპარაკი იკრძალებოდა. საბჭოთა წყობის დასასრულს ჩვენი ბოლო მივლინება იყო თურქმენეთისთის რესპუბლიკის ქალაქ კრასნოვოდსკში.( 1993 წლიდან ქვია თურქმენბაში, პრეზიდენტის საპატივცემულოდ და შედის ბალკანეთის პროვინციაში). კრასნოვოდსკი დიდი აზიის კარიბჭეა, პირველი საპორტო ქალაქი კასპიის ზღვაზე, იქ მოსახვედრად ყველაზე მოკლე გზა ბაქოდან ბორნითაა, ზუსტად შუაზე კვეთს კასპიის ზღვას ბორანი. კრასნოვოდკი, იგივე კიზილ სუ წითელ წყალს ნიშნავს, რაც იქ არ შეგხვდება, მოწითალო ქვიშა კი. გადსწყდა მივლინებაში მე, ჩემი მეგრელი თანამშრომელი გერსა(გერსამია) და თათარი ისმაილი წავსულვიყავით. საღამოს ჩავსხედით ბაქოს მატარებელში, ძალიან ლამაზი იყო ბროწეულის აყვავებული ბაღები სოფლებში, წითლად ხასახასებდა ლიანდაგის ორივე მხარე. გერსა და ისმაილი ერთ კუპეში იყო, მე გვერდით მეორეში. შუა ღამე კაკუნი მომესმა, თანამშრომლების ხუმრობა მეგონა, კარი გავაღე, ის იყო უნდა დამეცოფა, ხელში ჩვენი ახალგაზრდა გამცილებელი შემრჩა. ვ ჩიომ დელა? (რასია საქმე) ვეკითხები. დევოჩკა ვ პერედი დლინნაია დოროგა პოზნაკომიმსია(წინ დიდი გზაა, გავიცნოთ ერთმანეთი). იმ წუთას მივხვდი ჩემმა რუსულმა იერმა მოატყუა, ჩვენს ხმაურზე ჩემი თანამშრომლები საცვლებისამარა გამოცვივდნენ, ისევ ჩემი დასახსნელი გახდა საწყალი თათარი. დილით ბაქოში ჩავედით, დავათვალიერეთ აფშერონი და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები, ისმაილს განათლება აქ ქონდა მიღებული და მშვენიერი გიდი გამოდგა. საღამოს ჩავსხედით ბორანში, ყველა ზღვა ცისფერ მეგონა კასპიის კი ტალახისფერი იყო, დღემდე მიკვირს იქ როგორ ბანაობდნენ,თან ყინულივით ცივი. კაიუტაში მეოთხე თანამგზავრი, ახალგაზრდა თათარი ქალბატონი იყო, საკმაოდ ვულგარულად ეცვა თათრის კვალობაზე. გერსამ თვალი ჩამიკრა. იქნებ სხვა კუპეში ცარიელი ადგილი იყოს, ან გემბანზე ახვიდე კარგი ამინდია, რომანტიკა მეტია მეგრულად დაამატა,გამეცინა ის იყო, ჩემს ადიელას ხელი დავავლე , ჩვენმა თანამგზავრმა ქართულად დაიწყო. მე კართველი კმარი ყავდა, ჩემი შვილები ტბილისში იზრდება დედამთილი, ქმარი სადა გყავთ ქალბატონო_ამოიოხრა გაწითლებულმა გერსამ. მეჟდუ სუდამი პაპალა(გემებშორის მოყვა)დავნო? ( დიდი ხანია?) დავნო უთხრა ქალმა. სამწუხაროა, ამოიოხრა მთელი სეროზულობით გერსამ. მე და ისმაილს სიცილი აგვიტყდა. დილით პორტში დაგვხვდა დამკვეთი და მისი ორი თანამშრომელი გოგო, ერთი ჩვენდა გასაკვირვად ქართველი იყო, დაუსწრებლად სწავლობდა, უფრო გასაკვირი ის იყო მეორე დღეს ორივე გოგონა ჩვენი ბიჭების ნომრიდან გამოვიდა. ისმაილი გახარებული იყო, პირველად ვიწექი ქართველთანო. გერსა ატრაბახდა ეს ჩემთვის მეათე თათარიაო. იმ ქართველი გოგოს მოსაწყობად მისი წონა ფული იყო გადაყრილი, სამზითვო დიპლომისთვის, თან ძმაც ყავდა დამცველად გამოყოლილი. მესამე დღეს გერსას ფეხი გადაუბრუნდა და კიბეებზე მორიგეობით ხავ მე ამყავდა, ხან ისმაილს. მერე ახალი მობინადრე პრიბალტიკელი აქსანა გაიცნო და აღარც ფეხი ტკიოდა და აღარც თავი, ანდა ცოლმა და სიდედრმა გამოაცილა, რომ იტყვიან ჩამაბარეს, ზედსიძე იყო. დამკვეთმა ვილისი გამოგვიყო და ის გვემსახურებოდა, გერსა გეოლოგი იყო და წესით მუშები უნდა დაექირავებინა თხრილების გასაკეთებლად, ქანის სიმკვრივე და შემადგენლობები უნდა გაეგო. გერსა მთელი დთე დაეძებდა უდაბნოში დიდი აქლემების ნაფეხურებს და ის შექონდა მონაცემებში. გადავწყვიტეთ წამოსვლის წინა დღეს ისე არ წამოვსულვიყავით აქლემის რძე და მაწონი არ გაგვესინჯა. მეორე შაბათ დილით ჩვენი ვილისით ახლომდებარე აულისკენ გავემართეთ, გზად ერთ თათარს მოვურიგდით, საღამოს დაგვიბარა. საღამოს წავედით აყლისკენ, საშინლად ცხელოდა, აქსანაც წამოიყვანეს, გზად თათარ ქალს დავეწიეთ, ხელი აგვიწია, გერსამ შეწუხებულმა გადასძახა, ცოლიც კალთაში მიზისო, აქსანამაც შეიფერა. მივუახლოვდით აულს, გამოჩნდა ფიცრით შემოღობილი ეზო, ღობე პირობით ერქვა, ფიცრები თავში და ბოლოში იყო მიჭედებული ბოძებზე აქლემები რომ არ გადამხდარიყო. ეზოში ბევრი სხვადასხვა ზომის სამოვარი თუხთუხებდა, ქალები აქლემებს წველიდნენ. მასპინძელმა სახლში შეგვიპატიჟა,ზალაში 30 თათარი იჯდა ფეხმორთხმით ნოხზე და მიირთმევდა უჩანგლოდ, ჩვენ ცალკე სტუმრის ოთახში შეგვიპატიჟეს და ახალ ნოხზე მიგვითითეს.წინსაფრები, ჩანგლები და კოვზები დაგვირიგეს,, ოი საოცრებავ ის ქალბატონი გზაში რომ დავტოვეთ ოჯახის მასპინძელი აღმოჩნდა, ქალაქის მთავარი გინეკოლოგი, ბოდიშებად დავიღვარეთ. ფატიმ გაგვიმხილა რუსეთში სწავლის დროს ქართველი ჯგუფელები ყავდა და ჩვენი წესები იცოდა, ქმარი როცა გავიდა არაყი შემოიტანა ჩუმად, დავილოცოთო, გერსამ თამადობა დაიწყო და შეკრების მიზეზი იკითხა. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს, ჩემი ჯამალი გამუსლიმანდა, წინდაცვეთა ჩაუტარდა და ამას ავღნიშნავთ, გერსამ ითხოვა ბავშვი შემოეყვანათ რომ დაელოცა. ფატიმ აგვიხსნა ბავშვი რომ შემოვა წესით ფული უნდა აჩუქოთ და მერე ჩაიხდის, გერსას წესები არ მოეწონა, მაგრამ უკან არ დაიხია, ჯამალის შემოყვანა ბრძანა თამადას, თან ისმაილს უთხრა მე ათმანეთიანები მაქვს, 40 მანეთი ბევრია, შენ ხუთიანები მიეცი. შემოიყვანეს ჯამალი , ისმაილმა ჩაუკუჭა ოთხი ხუთმანეთიანი , ბავშვმა უმალ ჩაიხადა და სათითაოდ გვაჩვენა ჯერ კიდევ გაშავებული კუტუ. დავბრუნდით სატუმროში და ისმაილმა ჩვენი წილი თხუთმეტ მანეთი მოითხოვა და თან გერსასგან გაბრაზებულმა დაამატა. ია ვას ბეზპლატნო პოკაზალ, ზაჩემ პლატიტ( მე თქვენ უფულოდ გაჩვენებდით, რაში გადამახდევინეთო)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :))))))))) ჩაგეთვალათ კომენტარი ქალბატონო კრავაი :) :))))))))) ჩაგეთვალათ კომენტარი ქალბატონო კრავაი :)
2. მოკლედ, დასანგრევი ყოფილა სსრკ, ასე იაფად თუ დაუთვალიერეთ ჯამალას სარცხვინელი.:) მოკლედ, დასანგრევი ყოფილა სსრკ, ასე იაფად თუ დაუთვალიერეთ ჯამალას სარცხვინელი.:)
1. მართალი ყოფილა ისმაილი, რას ერჩით :)
რა დაწესებულება იყო ასეთი? საბჭოთა კავშირი, თუ სწორად მახსოვს, მაინც დანგრეულია და სახელმწიფო საიდუმლოს გაბაზრებაში არ ჩაგეთვლებათ :) მართალი ყოფილა ისმაილი, რას ერჩით :)
რა დაწესებულება იყო ასეთი? საბჭოთა კავშირი, თუ სწორად მახსოვს, მაინც დანგრეულია და სახელმწიფო საიდუმლოს გაბაზრებაში არ ჩაგეთვლებათ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|