 | ავტორი: თამუნა თამო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 აპრილი, 2020 |
უმრავლესობა ადამიანებს გვყოლია წარმოსახვითი მეგობარი ბავშვობის წლებში, ზოგს მერეც - დიდობაში და მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე. . . ეს არის მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდითაა; ყველაფერს გვიგებს უსიტყვოდ, ჩვენს აზრებს იზიარებს, გრძნობებს განიცდის, უმეტესწილად გვეთანხმება, ხანდახან გადავხედავთ კიდეც ხოლმე ერთმანეთს და ეშმაკური ღიმილით თვალს ვუკრავთ, ჩვენ ხომ ვიცით, რაშიცაა საქმეო; ხანდახან გვეტოქება კიდეც, თავის ვარაუდებს და მოსაზრებებს გვთავაზობს, გვსაყვედურობს, გვტუქსავს კიდეც, მაგრამ უაზროდ არასოდეს მოგვახვევს თავს და ეს ხომ ისევ საჩვენოდ ხდება, რადგან იგია უახლოესი, უერთგულესი. . . ზუსტად ვიცით, რომ არასოდეს გაგვთქვამს, მზაკვრობას გულში არ გაივლებს, არ მიგვატოვებს, შეიძლება, ფიზიკურად სუსტია, მაგრამ თუ საჭირო გახდა, მთელ ბანდას შეერკინება. ერთად დავდივართ სტუმრად მეგობრებთან, ნათესავებთან. . . შემდეგ ერთად ვმსჯელობთ იქ ნანახი ადამიანებისა თუ მომხდარი მოვლენების შესახებ. ვაქებთ, ვაფასებთ, ხანდახან ვაძაგებთ კიდეც. ერთად ვუყურებთ ტელევიზორს თუ მივჩერებივართ კომპიუტერის ეკრანს, ვეცნობით ათასგვარ ამბავს, მოსაზრებას, ვუყურებთ ფილმებს. . . წიგნებსაც ერთად ვკითხულობთ, ორივენი დიდი გატაცებით, ცალკეული წიგნი ხომ ცალკე სამყაროა და ჩვენც ერთად ვმოგზაურობთ ამ სამყაროებში.
და თუ ვინმე შეგვიყვარდა, გონება დავკარგეთ, თავი დაგვავიწყდა, მაშინაც გვერდით გვიდგას; ჩვენ ბურანში ვართ, ის ფხიზელია. გვითანაგრძნობს, გვისმენს, გვირჩევს. ჩვენ კი, ჯიუტნი, როგორც ემოცია მიგვითითებს, ისე ვიქცევით, მაგრამ ბედნიერნი ვართ უხილავი მეგობრით, რადგან თუ ყველას თავი მოვაბეზრეთ, არავის დარჩა საჩვენო დრო, „ის“ არსად გაგვექცევა, ჩვენთვის ყოველთვის მოიცლის, თვალს არ აგვარიდებს და მოგვისმენს, მოგვისმენს, მოგვისმენს. . . და ჩვენც ვიცით, რომ მასავით ვერავინ გაგვიგებს. ვანდობთ ჩვენს გულს, გონებას, ფიქრებს, დარდსა თუ სიხარულს. დავდივართ, ვსეირნობთ, ვმოგზაურობთ, საინტერესო ადგილებს ვსტუმრობთ მასთან ერთად.
და ყველაზე მთავარი მახასიათებელი: იმდენად ახლოა წარმოსახვითი მეგობარი, იმდენად ძვირფასია, ხელშეუხებელი, იმდენად იდეალური, რომ მისი მატერიალიზება სულაც არ გვინდა და არცაა საჭირო!! და იქნებ ოდესღაც, სადღაც შორიდან, სამყაროს უამრავ ბილიკს მიღმა თვალი მოვკრათ მას, დავლანდოთ, ან გვერდით ჩავუაროთ და მივმართოთ ერთმანეთს- ეს ხომ შენა ხარ. . . აი, თურმე სად ყოფილხარ!! და მერე ისევ ათასწლეულებს შემდგომ როლები გავცვალოთ. ჩვენ თვითონვე გავხდეთ „მისი“ წარმოსახვითი მეგობარი. . . ვინ იცის. . .
p.s. წარმოსახვითი მეგობრის ყოლა იმათი უპირატესობაა, ვისაც საკუთარი „მე“ - სა და ცნობიერების შრეებად დაშლა, განპიროვნება, ცალკე მოაზროვნე ადამიანებად ჩამოქნა და მერე მათი გვერდით დაყენება შეუძლია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გეთანხმებით, მაგრამ.... რა არ არის რეალური? ჩემი აზრით კი, ყველაფერი რეალურია, უბრალოდ რასაც ვერ ვხსნით და ვერ ვხედავთ, იმას დავარქვით მისტიური და არარეალური:)) გეთანხმებით, მაგრამ.... რა არ არის რეალური? ჩემი აზრით კი, ყველაფერი რეალურია, უბრალოდ რასაც ვერ ვხსნით და ვერ ვხედავთ, იმას დავარქვით მისტიური და არარეალური:))
1. მე არასოდეს მყოლია წარმოსახვითი მეგობარი :)
ალბათ უფრო რეალისტი ვარ ვთვლი, რომ რეალიზმი ჯობია მე არასოდეს მყოლია წარმოსახვითი მეგობარი :)
ალბათ უფრო რეალისტი ვარ ვთვლი, რომ რეალიზმი ჯობია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|