წუხელ მას ხელებზე ცეცხლი წაეკიდა, მერე ჩემს თმას, აივნიდან რომ შემომათრია, მერე გვერდს, რომლითაც კედელს შევეჯახე, მერე სახეს, ისევ ხელებიდან, მერე მეორე გვერდს, ფეხით რომ ჩაზილა, არადა მე მხოლოდ ერთ ღერს მოვუკიდე, წვრილს, „მოდენა“_ს, ჩუმად, ჩემთვის. ის აღარ, მე კი მთელი ღამე ვიწვი, მართალია ფურთხიც წამაშველა, ალბათ ჩასაქრობად, მაინც.
P.S. „გინდა იყო ბედნიერი? - იყავი!“ ლ..ტოლსტოი. „მსხვერპლი არ არსებობს! “ წერტილი. „იცხოვრე და ცხოვრება წერე.“ მ. ლებანიძე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. უპატივცემულობაში არ ჩამითვალოთ, ახლა უბრალოდ მინდა გითხრათ: მადლობა, ბიჭებო! უპატივცემულობაში არ ჩამითვალოთ, ახლა უბრალოდ მინდა გითხრათ: მადლობა, ბიჭებო!
4. არ მეგონა თუ იყო შესაძლებელი, რომ ძალადობის სცენა, მშვენიერი ყოფილიყო :) ჩემი მაქსიმალური ქულა ლექსს. არ მეგონა თუ იყო შესაძლებელი, რომ ძალადობის სცენა, მშვენიერი ყოფილიყო :) ჩემი მაქსიმალური ქულა ლექსს.
3. 4 ჩემი შეფასებით 4 ჩემი შეფასებით
2. მოდენა კარგი ქალაქია :) ერთი თვე შევეშვი მოწევას :) ძალიან ემოციური ტექსტია :) მოკითხვა, ნინ <3 მოდენა კარგი ქალაქია :) ერთი თვე შევეშვი მოწევას :) ძალიან ემოციური ტექსტია :) მოკითხვა, ნინ <3
1. საშინელებაა, თუ რეალობაა ვისი რეალობაც არ უნდა იყოს ეს
ტოლსტოი მართალია: „გინდა იყო ბედნიერი? - იყავი!“ საშინელებაა, თუ რეალობაა ვისი რეალობაც არ უნდა იყოს ეს
ტოლსტოი მართალია: „გინდა იყო ბედნიერი? - იყავი!“
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|