ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2020


ეს გაზაფხული ისევ ჩუმია

მე შენს ლოდინში ვიქეც მუმიად,
ჩემს პირამიდას სფინქსი განაგებს,
ეს გაზაფხული ისევ ჩუმია,
და ისევ მიღმა რჩება დარაბებს.

განგება ისევ მკაცრად მექცევა,
გრძნობებმა ისევ მწარედ გამლახეს,
ეს გაზაფხული ისევ ჩუმია,
ვრწყავ უშენობით გამხმარ ბალახებს.

მე სხვის ლოგინში ვკლავ უშენობას,
და გარყვნილების ვიცხებ ტალახებს,
ეს გაზაფხული ისევ ჩუმია,
და როგორც გუშინ დღესაც დალახვრეს.

ჩემი სიზმრები მოწამლულია,
შენზე კოშმარსაც ხშირად მანახებს,
ეს გაზაფხული ისევ ჩუმია,
და სიცივეში ყინავს ქალაქებს.

მჯერა რომ ჩემსას მაინც მივაღწევ,
ვიპოვი შენი გულის გასაღებს,
მჯერა რომ ისევ გაზაფხულდება,
და მზე ჩემთვისაც გამოანათებს.
______________________________________

ბევრი სიმწრისგან აზრთან მივედი,
მიღწევა მიზნის განა რთულია?!
ბნელ უბსკრულებში ჰყვავის იმედი,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია.

13.03.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები