შენი მანერები დახვეწილი, ჩემი მანერები თავგასული, ქარში მოხდენილად აწეწილი, შენი თმების სუნი მენატრება.
ჩემი გუშინდელი გატეხილი, გული ხვალ და ზეგაც იბზარება, ჩვენი სიყვარულის ქარტეხილის, მიყვარს სხვებისაზე შედარება.
ჩემი გრძნობებია გათელილი, შენი გრძნობებია ნეტარება, ფუნჯი ანთებული სანთელივით, ღამის გათენებას ეტანება.
შენი მოგონება დარჩენილი, ჩემი მოგონების მესამედად, ჩემში წერისათვის გაჩენილი, მუზა უნიათოდ მესალმება.
შენი მონატრება უგრძნობელი, ჩემი ზღვარზე იყო გადასული, თითქოს შემიყვარდი უსასრულოდ, თუმცა განვიცადე დასასრული.
2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. თუმცა განვიცადე დასასრული.
-რა დროს დასასრულია. ისევ მოვა გაზაფხულ, ისევ მოვა სიყვარული... თუმცა განვიცადე დასასრული.
-რა დროს დასასრულია. ისევ მოვა გაზაფხულ, ისევ მოვა სიყვარული...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|