ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2020


Me? we? whatever

მოგვწონს შეგრძნებები თითქოს დავიმარხეთ,
მოგვწონს ის ბავშვური თვისებები,
მოგვწონს პირველად რომ დაგინახეთ,
როცა ჩვენი ხათრით ისეთდები.

მოგვწონს ნებისყოფა გაგაჩნია,
მოგვწონს მკვდარი გრძნობის ნარჩენები,
რაც კი სიყვარულმა დაგვამჩნია,
გულს აქვს ფიქრებისთვის ნაჩვენები.

მოგვწონს ჩაჩანაკი პოეზია,
ჩვენი, ეგო-მარიონეტები,
ზოგს არ გაგვაჩნია ფანტაზია,
ზოგთან ისევ ცვივა კომეტები.

მოგვწონს გაყინული მოგველოდი,
მოგვწონს პირობები, ავასრულებთ,
სიტყვას გავტეხავთ და მოგვე ლოდი,
გულზე დავიდებთ და დავასრულებთ.

02.12.15




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები