 | ავტორი: აიობ ჟანრი: პოეზია 29 აპრილი, 2020 |
გააღე კარი! იხურება ღრუბლებით ზეცა. ზეცა გააღე, კარი იხურება! ზეცა, გააღე კარი! შემოვიტოვე ჩემი სიზმარი. სამოთხე წინ, უკან - ჩონჩხები შემოვიტოვე. ჩემი სიზმარი - სამოთხე. წინ, უკან - ჩონჩხები. წვიმამ ზეცის კაბადონი გააპო და დაელეკა მიწას ძილი და სიზმარი. შენ ხარ ჩემი კიდობანი, გადავურჩე არმაგედონს? თუ ხელებით აპყრობილი შევხვდე მოღიღინე გედებს? სალვადორის საათივით გაიღუნა ჩაის კოვზი, ვურევ ჩაის და მომესმის სიმფონია ჩაიკოვსკის. შენ რა, გინდა რო სივრცე გააპო? და აუმღვრიო თვალი საათებს? და სამრეკლოზე იდგეს ალან პო როცა ეშმაკები თვალებს აანთებს? მთვარისთვის არცისე ცისფერი ფონია, ეს რეკვიემია თუ სიმფონია? ვინ მოუძებნის ვარსკვლავებს ალაგებს? ვინ ააშენებს სიზმრებს და ქალაქებს, ნუთუ ნოლანი? გამრუდებული გიტარის ტანი, ექოდ ქცეული კივილი ხიდის, ღამეში დაქრის სუნთქვა სატანის, და მტკვარზე ცეკვით ქანაობს ხიდი. ჩვენ მოვუძებნეთ ცხოვრებას როლი, ჰალსტუხებით და ყავის ფინჯნებით, ოფისებში და უნიტაზებზე. ჯვარზე გაკრული როკენკროლი და რულონებზე დახვეული ბოჰემა. და ჩვენ, ენიდან გაწოვილი სიხშირეებით ტვინის ნაოჭებს ვმუხტავთ და ვცეკვავთ, მარადისობის უფსკრულთან, ძელზე, სულ შიშვლები და სულ სათნოებით, და მანაც ხელი მოგვხვია წელზე. უფსკრული გვიმზერს. უფსკრული გვიზმერს და ჩვენ ვირხევით როგორც ნოტები ჯიმი პეიჯის გიტარის სიმზე. და კარებს აღებს კაკუნი ღამის, უკუნი ღამის. ცაზე მკრთალად ჩანს ცისფერი ფერი. სხვა არაფერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესოაა, მისის სმიტ, მოთამაშე ფსონს რომ ათავსებენ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს საინტერესოაა, მისის სმიტ, მოთამაშე ფსონს რომ ათავსებენ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს
4. უფრო მოთამაშეს ჰგავს ავტორი. გადახედვა არ აწყენდა ხოლმე უფრო მოთამაშეს ჰგავს ავტორი. გადახედვა არ აწყენდა ხოლმე
3. საინტერესო რაღაცეები ხდება აქ 4 ჩემი შეფასებით საინტერესო რაღაცეები ხდება აქ 4 ჩემი შეფასებით
2. არ ვიცი გააზრებულ-ნაფიქრალი რა შეამჩნიეთ, მაგრამ მადლობელი გახლავართ დაფასებისთვის არ ვიცი გააზრებულ-ნაფიქრალი რა შეამჩნიეთ, მაგრამ მადლობელი გახლავართ დაფასებისთვის
1. ამ ავტორის ტექსტებს ეტყობა რომ გააზრებულ- ნაფიქრალია.
და არც ემოცია აკლია.
ამ ავტორის ტექსტებს ეტყობა რომ გააზრებულ- ნაფიქრალია.
და არც ემოცია აკლია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|