ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარემო
ჟანრი: პროზა
30 აპრილი, 2020


წითელი ბაბილონი (პროლოგი)

ურხევი ჰაერი, გაურკვეველი მტკნარი, სიცოცხლისთვის თითქმის შეუსაბამო აირებით იყო სავსე. მიუხედავად ამისა, მეწამულ კედელში შემალულ ხვრელში, ორი სილუეტი გარინდულიყო.
მათი სხეულები მოსხლეტისთვის მზად იყო, ხელში ბასრი იარაღები მოემარჯვებინათ და არც ერთ ამოსუნთქვას არ უშვებდნენ თავისუფლად.

ხვრელს დიამეტრი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იყო საკმარისი, ამიტომაც პირველი სილუეტი ისე იყო ხვრელის პირას აკრული, რომ მეორეც ადვილად ხედავდა მათ წინ გადაშლილ ოთახს

ყვითელი სინათლით განათებულ ოთახში საგრძნობლად ბნელოდა, კედლებში ალაგ-ალაგ გასასვლელები და ხვრელები იყო უწესრიგოდ გაფანტული და ყველაფერი კრისტალური მატერიისგან შედგებოდა.

ორგანული მხოლოდ ორი სილუეტი და კედლებზე აცოცებული უსახელო მეწამული ლიანები. და ასევე ის რის გამოჩენასაც ეს ორი სულიერი ელოდა.

კედელთან ახლოს, არაბუნებრივად სწორ ზედაპირზე, პატარა მბჟუტავი კრისტალი ეგდო.

სატყუარამ გაამართლა, ოცი წუთი გაუნძრევლად დგომის შემდეგ უხეში ნაბიჯების ხმა გაისმა.

ორიოდე წუთში, ბნელი კუთხიდან სამი მეტრის სიმაღლის უსწორმასწორო სხეული გამოჩნდა. ერთი თავი, ორი მცირე ხელი მარკვნივ და უფორმო საცეცი მარჯვნივ რომელსაც იატაკზე მოათრევდა.

ადამიანები ამ სხეულის დანახვაზე შეიძლებოდა ჭკუიდან შეშლილიყვნენ. განსაკუთრებით კი მისი პირის დანახვისას, რომელიც სხეულის სხეულის მესამედს წარმოადგენდა, მაგრამ ხვრელში მყოფთ თვალიც არ დაუხამხამებიათ და როგორც კი მონსტრმა საცეცი შემოხვია კრისტალს, პირველი სილუეტი ადგილს მოსწყდა და ორ მეტრის სიმაღლიდან პირდაპირ იატაკზე დაეშვა.

სანამ პირველი სილუეტი იატაკს შეეხებოდა, მეორეს მიერ გატყორცნილმა ისარმა მარცხენა მუხლი გაუპო მონსტრს. ისრის თავი სპეციალური კრისტალით იყო ნაჭედი, რაც ყველაფერ ორგანულს შეხებისთანავე ალპობდა.

იგივე კრისტალით მოჭედილმა მახვილმა მეორე ფეხი გაკვეთა.

მონსტრი შეზანზარდა და გვერდით გადაყირავდა, მისი უზარმაზარი პირიდან ხრიალი ისმოდა, საცეცები და ხელები დაეგრიხა. მიწაზე მყოფი უკან გახტა და მეორემ ზემოდან კიდევ რამოდენიმე ისარი დაუშვა, რაც საკმარისზე მეტი იყო, მონსტრის განსაგმირად.

როგორც ყველა სხვა ორგანული არსება, მონსტრი სიკვდილის შემდეგ ჩაიშალა, მისმა სხეულმა შეკუმშვა და დაპრესვა დაიწყო. იქამდე სანამ მომცრო ზომის კრისტალად არ იქცა.

პირველმა სილუეტმა აიტაცა როგორც ახალი კრისტალი ასევე ძველი სატყუარა და სხარტი მოძრაობით, ლიანების დახმარებით დაუბრუნდა ხვრელს. ორივე უსიტყვოდ გაბრუნდა უკან და სკისკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

ათობით ხვრელის და ვიწრო გასასველების შემდეგ  როგორც იქნა სკას მიუახლოვდნენ. ნახევარი საათი მოუწიათ გაჩერება, მცირე ოთახი რომელიც უნდა გადაეკვეთათ. ორი მონსტრის საბრძოლო არენად გადაქცეულიყო, ორი მამრი ცდილობდა. კიდურები და საცეცები, როგორც ყველა სხვა ამ ტიპის მონსტრს, არეული ჰქონდათ.

საბოლოოდ ერთმა მეორე დაჯაბნა, თუმცა არ მოუკლავს. ხროვას საკუთარი წესები ჰქონდათ. მალე ოთახი დატოვეს და გზაც გათავისუფლდა. ის ის იყო სკაში უნდა შესულიყვნენ, რომ თითქოს არსაიდან მათ წინ ჰაერში მოტივტივე არსება გამოჩნდა.

მიწასთან ახლოს ეკიდა, ორი მეტრის სიმაღლის არ იქნებოდა და მთლიანად ფერფლისფერ სუდარაში იყო გახვეული, ფართო დერეფანი რომელშიც ახლა იმყოფებოდნენ ნაზი ყვითელი კრისტალებით იყო განათებული და ორი წყვილი რქა, რომელიც მისი სხეულის მეოთხეს წარმოადგენდა, კიდევ უფრო ავისმომასწავებელად გამოოყირებოდა.

სამივე ერთ ადგილას იყო გაშეშებული და არც ერთი არ იძვროდა. რამოდენიმე წამის შემდეგ მოფარფატემ ხელი ერთერთისკენ გაიშვირა.

სილუეტმა მოიხსნა ყველაფერი რაც ებადა და მეორეს გადაულოცა, შემდეგ კი წინ გადადგა ნაბიჯი და იმავე წამს ყვითელმა მეხმა გული გაუპო და მუხლებზე დაეცა. როგორც მონსტრი, რამოდენიმე წამში ისიც პატარა კრისტალად დაქუცმაცდა. მოლივლივემ ხელის აქნევით მოიხმო მისკენ კრისტალი და ისევე გაუჩინარდა ჭერში დატანილი ვერტიკალური ხვრელიდან, როგორც გამოჩნდა.

მარტო დარჩენილი გზას გაუდგა, დერეფნის ბოლოში მწვანე კედლის წინ გაჩერდა. ბაც მწვანე კრისტალში ანარეკლი ჩანდა. ჩანდა საშუალო სიმაღლის მდედრი ქათქათა თეთრი კანით და შავი თმით. თვალები სისხლისფერი ჰქონდა, რომელიც თითქოს პრიალებდა მბჟუტავ დერეფანში.

მისი ტყუპის ცალიც ახლა აქ უნდა მდგარიყო, რომელიც მასზე ოდნავ მაღალი იქნებოდა, მაგრამ ის აღარ იყო.





მწვანე კედელი თითქოს გალღვა და არი შესხტა თუ არა მაშინვე გამთელდა. კართან მდგომმა მამრმა ჩამოართვა ყველაფერი გარდა სასახელო ხანჯლისა და თავით ცენტრისკენ ანიშნა.

სკა ისევე გამოიყურებოდა როგორც დატოვა, ყველა თავის საქმეში იყო ჩართული. მოზრდილი თაღის ქვეშ ათამდემდე ადამიანი ფუსფუსებდა. მჭედელი ახალ იარაღს ჭედდა, მქსოველები ლიანების ახვევდნენ და რთავდნენ. ჭერიდან მწვანე შუქი იღვრებოდა რომელიც ცენტრიდან საცეცბივით მოდიოდა ყველა მხარეს. სწორედ იქით მიემართებოდა არი.

ცენტრალური კრისტალი, რომელიც იცავდა სკას  მონსტრებისგან მსუბუქად ფეთქავდა, ყოველ წამში ერთხელ და ოცდაოთხი კუთხე ჰქონდა, რომელიც ყოველი სამი ათას ექვსასი წამიშ შემდეგ ინთებოდა, სანამ სრულად არ აინთებოდა კრისტალი, შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ცენტრამდე საშენს ჩაუარა, სადაც მდედრი და მამრი ყვითელ კრიტალის გარშემო ისხდნენ და ხელი ჰქონდათ მიდებული, არინ იცოდა, რომ კიდევ სამი კრისტალის ავსება ასე უნდა ყოფილიყვნენ რათა ტყუპები დაბადებილიყვნენ, ისევე როგორც თვითონ და მისი და.

ცენტრში კრისტალის გვერდით პატარა ლიანებისგან გამოძერწილ ოთახში, ისეთივეში, როგორც ყველა სხვა ოთახი სკაში, უხუცესი სახლობდა. არი მას მიუახლოვდა მის წინ დადგა.

  - " როგორ მოხდა?
  - " განდგომილმა

უხუცესმა თავი დაუკრა და შებრუნდა. არც გამოვიდა და მის მეორე მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

როგორც ყველა სხვა მონადირეს, მას ნანადირევის მოტანის გარდა, სკის მიხედვა ევალებოდა. ცენტრთან ახლოს მდგომი მოზრდილ ოთახში შევიდა და პირველ რიგში საკუთარი ულუფა მიიღო, პატარა იასამნისფერი, ცენტრისგან გადამუშავებული კრისტალი, რომელიც ხელის გულზე დაეტეოდა.

არიმ კრისტალი აიღო,  გულზე მიიდო და გაირინდა. იცოდა რომ შიოდა, კრისტალი გადნა და მის სხეულს შეერწყა და არი მოხვდა, რომ მას აღარ შიოდა. ლიანისგან დაწნული კალათა აიღო და სხვა ოთახებს მიაშურა რათა დღიური ულუფა ჩამოერიგებინა.

სამჭედლოში მოხუცი მდედრი ტალგანის კრისტალს ამუშავებდა. ხელებზე ლიანებისგან დამზადებული გამოუჩორკნელი ხელთათმანები ეკეთა, ასე მუშაობა ძალიან რთული იყო, მაგრამ ამის გარეშე ხელები დაულპებოდა, ისედაც ეტყობოდა მრავალი დაზიანება სხეულზე. კრისტალებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა და სკა არასოდეს დაუტოვებია, ასეთი კი ბევრი იყო სკაში.

სამჭედლოდან მქსოველებთან შეიარაზ რომელთან ერთი შეხედვით უფრო ადვილი საქმე ხვდათ წილად, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ლიანების სისხლი შხამიანი იყო და კანზე დაწვეთების შემთხვევაშიზ უმეტესწილად სიკვდილს იწვევდა, ლიანის გაჭრა ადვილი არ იყო, რაც საქმეს უფრო უსაფრთხოს თუმცა რთულს ხდიდა.

საშენში მიმავალმა არიმ შენიშნა, რომ სკის მარჯვენა კარიდან ორი მამრი შემოსხლტა, ორივეს მოზრდილი გოდოლი ეკიდა ზურგზე, ერთი ლიანებით იყო სავსე, მეორე კი სხვადასხვა კრისტალით, მათაც კართან დატოვეს მათი ავლა დიდება და ცენტრისკენ გაემართნენ.

არი საშენში შევიდა და ორივეს დაურიგეს კრისტალები. ცოტა მეტი დრო დაჰყო აქზ რადგან საშენში მყოფთ არ შეეძლოთ ყვითელი, ინკბ კრისტალიდან ხელის აღება, არიმ ინკბს ჩააშტერდა და სიღრმეში გაარჩია მოტივტივე ორი სხეული, რთული იყო იმის გარკვევა მდედრები იქნებოდნენ თუ მამრები, მათი სხეულები უკვე ჩამოყალიბებული იყო, როცა კრისტალი დაიმსხვრეოდა, ორივე უკვე ზრდასრული ადამიანისხელა იქნებოდა, სრულ მზადყოფნაში რომ მეორე დღეს საქმეს შედგომოდნენ.

არი ისევ ცენტრისკენ გაემართა, უხუცესს თავი დაუკრა, ეს უკანასკნელი შებრუნდა და არი მას გაყვა. უხუცესმა ხელი დედაბოძ კრისტალს შეახო და მეორე ხელი კი არის გაუწოდა.

არის ყველა კუნთი დაეჭიმა და მოეშვა, დაღლილობა გაქრა, სხეული სიჯანსაღით აივსო და განიტვირთა. არიმ უხუცესს თავი დაუკრა და გასასვლელისკენ გაემართა, მამრს სანადირო იარაღი გამოართვა და გარეთ გავიდა. იცოდა, რომ ტყუპისცალის გარეშე დიდხანს ვერ გადარჩებოდა, მაგრამ მონადირეს უნდა ენადირა.




მარტო დარჩენილი მონადირე ეეტი ორი გასვლისთვის იყო განწირული. არი დერეფანს გაუყვა და ნაცნობ ხვრელებს მიაშურა. ის მარტოობას არ გრძნობდა, მისი ფიქრები მიმართული იყო ახალი საკბილოს საძებნელად, ის აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს და იმაზე ფიქრობდა, თუ სად ეპოვა მსხვერპლი რომელსაც მარტო გაუმკლავდებოდა.

ორ საათიანი სიარულის შემდეგ ერთ-ერთ ოთახში სხვა სკის მაცხოვრებლებს წააწყდა, როგორც წესი იყო, ერთმანეთის არსებობა არ შეიმჩნიეს. ორ მამრს სავსე გოდოლები მიჰქონდა.

არი იმაზე შორს წავიდა ვიდრე ოდესმე წასულა, რუკა არ არსებობდა, ოთახები ხშირად იცვლებოდა, დერეფნები იზრდებოდა და მოკლდებოდა. ძვრებიც არ იყო უცხო. არი სულ ზემოთ და ზემოთ მიიწევდა სანამ ბოლო ხვრელს არ მიადგა, იმის ზემოთ ურყევი ჭერი იყო. რამოდენიმე ოთახი და დერეფანი ჩუმად გაიარა რათა ასასვლელი ეპოვა, მაგრამ თითქოს ჭერს მიაგნო, არიმ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ოთახებს გაუყვა.

ნელნელა ეპარებოდა შიმშილის შესახებ ფიქრები. იცოდა, რომ მალე ძალა გამოელეოდა, ქვემოთ დაიწყო დაშვება. უცებ ფეხის ხმა გაიგონა და ბოლო წამს მოასწრო ორლესული მახვილის დახვედრება, ერთი წამითაც რომ დარგვიანა ექსვ ფეხზე დამდგარი მონსტრი შუაზე გაგლეჯდა.

არი ადგილს მოსწყდა და კუთხეში შევარდა, მოსტრი მასზე სწრაფი იყო, ხოლო ოთახი ფართო და განიერი. არი ადგილზე დატრიალდა და ჯიქურ დაუხვდა შავ მონსტრს რომელიც დაიბნა, არიმ ამით ისარგებლა, გვერდით გახტა და ორლესული სახეზე გადაუსვა.

ლპობამ ტვინამდე ჩააღწია და მონსტრი განიგმირა, მაგრამ სიკვდილამდე კლანჭებით დაფარული ხელის მოქნევა მოასწრო.

არის ტკივილი არ უგრძვნია, მაგრამ მიხვდა რომ მან ხელი დაკარგა და სისხლი თქრიალით მოდიოდა. არიმ ინსტიქტურად ამოიღო დედაბოძის ნატეხი და ჭრილობაზე დაიდო, ეს ნატეხი რომელიც მხოლოდ ერთხელ ხვდებოდა ყველა მაცხოვრებელს საოცარი სამკურნალო თვისებებით გამოირჩეოდა, მან მთლიანად დახურა ჭრილობა.

მარცხენა ხელდაკარგულმა არიმ უახლოეს ხვრელს მიაშურა და ამოსუნთქვა სცადა. ენერგია ეცლებოდა და თვალები ეხუჭებოდა, ასე მხოლოდ ერთხელ მოუვიდა და რომ არა მისი ტყუპისცალი დღეს აქ არ იქნებოდა.

არის არ შეეძლო გაჩერება, ხვრელს გაუყვა, რომელიც ქვემოთ ეშვებოდა, როგორც ყველა ოთახი აქაც ლიანები იყო გაბატონებული. თუმცა ჩასვლისღანავე იგრძნო არიმ რაღაც უცხო.

ვიღაც უხმობდა, ჩუმი სისინი და შრიალი თავიდან მოსტრი ეგონა, მაგრამ ვერაფერი ორგანული ვერ დაინახა. კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ ოთახს მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონდა, ის პატარა ხვრელი საიდანაც დაეშვა. ცალი ხელით დაშვება რთული აღმოჩნდა და იცოდა, რომ ვეღარ ავიდოდა. მას მხოლოდ წითელი მოლიცლიცე კრისტალი ადარდებდა.

ასეთი რამ არასოდეს ენახა, ყველა კრისტალი წახნაგებით იყო დაფარული და არასოდეს ენახა ასეთი გლუვი და მრგვალი. ის ლიანების გაერთიანებაზე იყო მიმაგრებული. როდესაც არიმ ის მოწყვიტა ლიანები დაიშალა სისინით და გარშემო მიმოიფანტნენ.

არის ხელში კრისტალის ფეთქვა დაიწყო. არის უნდოდა რომ ის მის სხეულში შემოუშვა, გრძნობდა რომ ენერგია ეცლებოდა ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. არიმ გლუვი კრისტალი, რომელიც ერთ ხელში თავისუფლად ეტეოდა გულზე მიიდო და არაფერი.

არი გრძნობდა მის სითბოს მაგრამ არაფერი ხდებოდა, გულიდან მოიშორა და დახედა. მაშ რა უნდა ექნა თუ არა გულზე მიდება.

შემდეგ კი პირთან მიიტანა და ჩაკბიჩა.

კედლები აზანზარდა და ბაბილონის კარი კიდევ ერთხელ გაიღო.

არიმ იგრძნო ხელის ტკვილი, იგრძნო შიმშილი, დაეუფლა ცოდნა სამყაროს შესახებ და აეხილა თვალი, მაგრამ ყველაზე მეტად სული ეტკინა. ცრემლები თავისით წამოვიდა და ყველა მათგანი არლიას ეკუთვნოდა. არაფერი იყო ახლა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი.

,,მრცხვენოდეს, რათა ვერ დავიტირე და ჩემი საკუთარი და არ შევაჩერე იგი."


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები