ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ ო მ ი ნ ო
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2020


"უხდება"

"უხდება"

"უხდება" მამაოს მაიბახი, პორშე პანამერაც "უხდება"...
"უხდება" ჯაბა იოსელიანს პანთეონი და გმირის წოდებაც "უხდება"...
"უხდება" ბირჟაზე წელში მოხრილს, დედაზე დაგინება "უხდება"...
"უხდება ხასხასა ბაღებს და ბულვარებს, დაყრილი "ბიჩოკები" "უხდება"...
"გვიხდება" ერთმორწმუნე მეზობელი, კირილეს ოქროს მიტრა "უხდება"...
"გვიხდება" დაცლილი ხევსურეთი, ტაძრები დაკეტილი "გვიხდება"...
"უხდება" უკანონო მიშენება, თუ ფულიანია "უხდება"...
"უხდება" ყოფილ მხედრიონელს, წვერი და ანაფორა "უხდება"...
"უხდება" ქალაქებს და ავტოსადგურს, კარდონის სახლები "უხდება"...
"უხდება" გმირთა მოედანსაც, მსუქანი მეძავები "უხდება"...
"უხდებათ" პოეტებს სიწყნარე და პოლიტიკოსობაც "უხდებათ"...
თაგვის გამოხრული ბიბლიოთეკები "უხდება" ჩვენს ქვეყანას, "უხდება"...
"უხდება" მართალი სიტყვისთვის გარიცხული სტუდენტები, უნივერსიტეტთა ყალბ თვითმართველობას, "უხდება"...
"უხდება" პროსპექტს ყავარჯნიანი მოხუცი ბებო, რომელსაც ჰამერიდან უსიგნალებენ გინების ფონზე, "უხდება"...
"უხდება" საზოგადოებრივ "ტვალეტებს" ვეფხისტყაოსნის ფურცლებით გავსებული უნიტაზი, "უხდება"...
"უხდება" ბნელ ქუჩებს ბორდელის კარებზე ლურჯად მოციმციმე - "ღიაა open", "უხდება"...
"უხდება" მაჟორიტარს წინასაარჩევნოდ მოხუცთა მოფერება, "უხდება"...
უხდება მეფობა გალაკტიონს, არა შანშიაშვილს "უხდება"...
"უხდებათ" ომიდან გაქცეულ გენერლებს, სამშობლოს სადღეგრძელო "უხდებათ"...
"უხდებათ" მშიერ ბავშვებს ქუჩის ბოლოს, ორი ზომით დიდი ჯემპრი "უხდებათ"...
"უხდება" პროფესორს და ყოფილ ექიმს, ურნაში პურის ძებნა "უხდება"...
ხოლო დღევანდელ სიყვარულს კი, BMW_ს სალონი "უხდება"...
და როგორ ყველაფერი "გვიხდება"...
და როგორ ყველაფერი "გვიხდება"...
და როგორ ყველაფერი "გვიხდება"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები