ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
და რორაიმას ქარიშხლებმა ისევ გარეკეს, გახდა სიგიჟე გარდასახვის ჩუმი მომენტი. ისეთი სურხარ, როგორიც ხარ ქალის მანეკენს, ლამაზის თვალში დახვეწილი ღია კონვერტი...
შენახარ - ყველგან, ცხელ ჩაისთან, დილის ყავასთან და ღვთის ტაფაზე იბრაწება ბინდი გონების. თითებს კაბაში ჩავიტან და ფიქრებს ჩავატან, ძილი ვერ უძლებს შემოსევებს ინდიგოების.
იისფერ რასის ბავშვები ვართ, ბინდი ბავშვები, ლეგენდები ვართ " აანგზე " და შევქმნით " ავატარს " ჩვენ ვართ დემონთა დაჩირული თვალის ვაშლები წამწამებს ბიჭო - აღსარების ცრემელებს არ ვატანთ!
თვითონ ხარ " ვუდუ ", ცარიელი ცვილის თოჯინა, ვარ მოხიბლული სუიციდურ ლექსის ფხის მზერით და ნუ გგონია, მეძავი ვარ, ყრუ ან გონჯი ვარ მე ინდიგო ვარ - აღმავალი ლომი ფხიზელი....
დაღმავლობიდან და მზე შაქრავს ჩირებად კენკრებს, მე არ ვარ ღმერთი, არც ქურუმი და არც ცით ვფასობ. ნუთუ ვარდები არ ისხამენ მკლავებზე ეკლებს და ქალის სურნელს მისი ხიბლი არ სდევს ძვირფასო?
მაგ ოქროს თასში გაგირიე ლურჯი თხის ფსელი, ზღვის ამორწყევამ გადაგრეცხა, შარდმა ვეშაპის. ნეფრიტის ბუდაც აგიშარდა, ცხენის კისერიც, ჯუნგლის ენა ვარ, მე სიტყვა ვარ, ენა ქვეშ ვარ პირს.
მე ჯუნგლიდან ვარ, გზას არ ვირჩევ შენი ორღობის, არ ვარ თეატრში გაზომილი ბნელი პარტერი. მზის ნაწარმი ვარ, ვერ ნაკოცნი ყელი ხოხობის და მოქნილობა კატა გამხდარ შავი პანტერის.
ვარ კატარაქტა ნაირობის, ენა მასაის, ყნოსვის ფესტივალს ვერ გასწავლის მიწა, ვერც ცხვირი შენთვის ვიქნები ჩემო ბიჭო აღდგომასავით და მე დაგიდებ მთვარის ალმასს ფრთებქვეშ კვერცხივით.
გამოვირჩევი ცივი მზერით, კატის პლასტიკით, შენ ვიწრო ლიფის ზონარივთ ყველა წამს წელავ. ვარ მონადირე, მეამბოხე, ჟინი სასტიკი, ყელზე " ბაია " მიკეთია როგორც წარწერა;
" Carpe Diem " და შავს აღმიქვამ ისევ ფერადად, შეხებას კანზე დავჯერდებით წვერებით თითის. ვიკავებ სუნთქვას, რადგან ზღვა ვარ, ფილტვებს ვბერავ და ვღეჭ სიგარეტის სამყაროში ჩაჭყლეტილ ფითილს.
მივსდევ წვიმების უშედეგო ყრუ პანტომიმებს, რა ულამაზოდ იღიმება ფიქრი ანტენის. სადღაც ვირუსულ პოეზიით ამღვრეულ ტვინებს " პიგმეებიდან " წამოსული ზომა დატენის.
მზის ცივი ბურთი შამანებმა მკვდრებთან დაკიდეს, ვახრჩობ შენს მზერას, აფრიკული ქალის ნაწნავით. ერთი ღიმილით დაგატყვევე, მერე გაგყიდე, ცაგამოღადრულს გიკავია ყველა ნაწლავი....
ხელში და ვამბობ; მე ქალი ვარ და ვგავარ ლილიტს, წითელი თმების ჩირაღდანმა ისე დამტენა, რომ ლურჯ თვალებით გავიხეხე მაგ თვალთა სტილი და ჩამოასხეს ბნელ ჯუნგლებში სუროგატებმა....
ჩემმა ხელებმა, თვალთა ციკლი, ჩუ! ახლა კრინტი... აღარ გავიგო, შეგიკვეთე ღიმილით მე შენ. ნუთუ ვერა გრძნობ ხელოვნების გონებრივ ინტიმს და პულსაციას, ჯუნგლებში რომ მოგიგდე ფეხქვეშ.
ენის წვერიდან გლანდებამდე დაგახრჩე ვგონებ, მწვავე ეშხი ვარ მეომარი ფრიდა კალოსი. ისე გაგხედნი რომ არ შეგრჩეს ძალა და ღონე, რომ ჩემს ბოქვენზე სრიალებდეს შენი ფალოსი
და რორაიმას ქარიშხლებმა მკაცრად გარეკონ და ზღვას ვუყოროთ გადიდებულს როგორც პროსტატას, ისეთი სურხარ, როგორიც ხარ, ქალის სამრეკლოს მე ბნელ ჯუნგლებში შენ დაგნიშნავ თითის ოსტატად.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|