ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაქსიმე კა-14
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2020


დგომა

დგახარ,
სამყარო იძვრის,
დგახარ მიწაზე მყარად,
ციდან ვერ გწვდება სხივი,
ფეხებს არ შესწევს ძალა.
წრეზე ტრიალებს ყველა,
შენ მათ სახეებს ხედავ,
მაგრამ ვერ არჩევ ლანდებს,
როგორც ხანძრის დროს ოთახს.
და უკვე აღარ დგახარ,
უკვე  ხმელეთზე გძინავს.
წრე უსასრულოდ ცოცხლობს,
ტრიალი აძლევს ძალას,
ის არ იღლება ომით,
როცა შენ გხედავს მძინარს
და ჩამოღვენთილს დგომით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები