ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2020


ბუნა

ქარმა სიკვდილი მაინც მობერა,
ჰა, კოშმარული ღამის პანჩური!
შენა ხარ ჩემი ჭრიჭინობელა
და საშინელი ქარის ჭრაჭუნი.

ვერ ავუდივარ, ამ ოთახს, ბუნაგს,
სუნთქვა წიგნივით ხელში მიჭირავს.
სულს შეგიბერავ სხეულზე ბუნა
და აეწყობი როგორც ჭრიჭინა....

სიოს მონაბერს, სული ხარ განჯის,
შენ ჭრიჭინა ხარ, ნაწილით მწვანე.
შენ იკვებები; მარცვლებით, ნამჯით
და თუ გამჩნევენ, გიჭერენ, გწვავენ,

გსვავენ ქილაში, გაგდებენ მერმე
და დაცემამდე სამყარო ბრუნავს.
შენ ნების მაცნეს მოჰგავხარ ჰერმესს
და მართმევ ფიქრის მწყურვალე უნარს.

ვერ ავუდივარ, ამ ოთახს, ბუნაგს,
თანამედროვე ნეანდერტალი.
წიგნივით ხელში დაგიჭერ ბუნა,
რომ წავიკითხო ყველა დეტალი....

შენი სხეულის, შენ ხარ ჭრიჭინა
ბუნა, გაფრენას როდის მასწავლი.
სუნთქვა ბრმასავით ხელში მიჭირავს,
მიჭირავს ხელში ვით ბრმანაწლავი.

გამოდის ღამის უკანალიდან...
მთვარე, რომელსაც ვწმენდ ჭიჭინაძე.
მერე კი პორნოს, ბნელ კანალიდან
მე გადაგირთავ შენ " ჭრიჭინაზე "

სულ გაგიშალე სხეულზე ტარო,
ზემოდან ქვემოთ გიბერავ სულს მე.
ვერ ავუდივარ ნერვების ტალონს,
ბაყაყის ყმუილს ფანჯრიდან ვუსმენ.

ყრუ სიამაყით სარკეც კი ხარობს,
ფიქრში ზეწართან დიდხანს ვომობდი.
ასე მგონია საწოლი მხმარობს,
მხმარობს ფანჯარა და ეს კომოდიც.

ცას ნუ უმატებ ბუნა ბამბის ტონს
პლანეტის მაჯა ხელში გიჭირავს.
ეთამაშები სიკვდილს ბამბიქტონს
ვით სარეველა ბალხს ჭრიჭინა.

ვერ ავუდივარ, ამ ოთახს, ბუნაგს,
ვერ მივაგენი ბრუნვას რუნების.
შენ ჭრიჭინა ხარ გახსოვდეს ბუნა
შენ ტოტემი ხარ ბუნა, ბუნების.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები