ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭარელი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2020


* * *

სიცარიელე სულის მაახლოებს საკუთარ თავთან,
გაურკვეველი გრძნობის სიდიდე
სამუდამოდ ამიმღვრევს ამინდს,
ეს ცვლილებაა,
ჩემი სანატრელი დისტანცია მასთან.
ახალ სამყაროსთან შერწყმის სურვილით შემკული,
მე ჩემს ოთახს ვიშენებ,

ვიშენებ,

თუმცა,აღარ ვაშენებ კარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები