ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2020


იმღერე დუმილი ქუჩების!

დახატე სიჩუმე ქალაქში,
იმღერე დუმილი ქუჩების,
მერე ყველა შიში დალაშქრე,
მაგრად მოკუმული ტუჩებით!
უთხარი შენს თავს, რომ გაგიგოს,
რაც არ დაუჯერე ჯიუტად.
უყვარს ბედისწერას, ძამიკო,
ტკივილებს ლანგრით რომ მიუტან...
იფიქრე კარგზე და ახდება,
წერე მომღერალი სიტყვებით!
ფანჯრებს გაუჩერდი სახლებთან,
თაღების მხარკუთხა კიტელიც
ისე შემოიცვი, თითქოს და
შენ ხარ მითიური ტიტანი!
წამით გაუჩერდი იმ დროსაც,
წუთები რომ ვეღარ იტანენ...
დახატე ღიმილი ტილოზე,
თვალებით აზავე პალიტრა.
ერთხელ გულმხურვალედ ილოცე,
მერე ტანს სულამდეც აიტან!
სიზმრის კენწეროზე აცოცდი,
ვარდნაც ხომ ფრენას ჰგავს რაღაცით...
სიცოცხლეს წყურვილი აცნობე,
სანამ ეს ცხოვრება დაგაცლის!..
01.05.20

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები