(თეა ცინცაძეს)
ისინი საღამოთი მოდიოდნენ. სიო მოჰქონდათ ბაღებიდან, ფანჯრის დარაბებს ვაღებდით და მერე, სულ რაღაც ორიოდე საათით რჩებოდნენ- არაყს გადაჰკრავდნენ საცხონებლად... სხვაგან გადავდივარ საცხოვრებლად, ვალაგებ ჩემოდნებს.
თაროზე წიგნები ალაგია, წასვლა კი ჩემი ალაგია, რაფაზე ყვავილები სხედან. მე ვხედავ, როგორ იშლებიან, ეს კი, პირველადი ნიშნებია ციროზის. ვხედავ.
ვხედავ რიგებს არყის ხეთა, დამარიგე, ტკბილო დედავ, სად მიდიან, საით ნეტავ- რად მტოვებენ მარტოს ?!
ხმელი პური დამისველე, დამტოვე და დამასვენე, ორ-სამ დღეში გამასვენე იალაღზე მარტის.
საღამოთი მოდიოდნენ, სულ რაღაცა ორიოდე საათით და ახლა
ძველ ქოთნებში ამოდიან, ჩემთან სახლში არ მოდიან, წასულები გაღმა.
ყვავილებიც გახმა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. კარგად აზროვნებს ავტორი. კარგად აზროვნებს ავტორი.
7. ვინც მე ავირჩიე თვალაჭერად და ვინც პოეზია დამაჯერა როცა შემოხედა ალმაცერად და ხმა.. გავაყმუილე და გავაყეფე შვიდი მზარეული გავაშეფე გავაროსტომე და გავამეფე გახმა ჩემი ხეხილი და ნაბარავი აღარც საწმისები ნაპარავი და მეც აღარა ვარ აღარავინ გზაში როცა ეს ლექსები გახმებიან მაშინ აღარ მესმის რა ხმებია ალბათ ჩემ სიკვდილზე თანხმდებიან მაშინ. და მე კლოუნივით მეცინება მალე ვიღლები და მეძინება როცა ხველა ისმის "ელცინების" მშრალი მე რომ ავირჩიე თვალნაჭერად მან რომ პოეზიის დამაჯერა მაინც შემომხედა ალმაცერად მაინც ამარიდა თვალი. ++++ ვინც მე ავირჩიე თვალაჭერად და ვინც პოეზია დამაჯერა როცა შემოხედა ალმაცერად და ხმა.. გავაყმუილე და გავაყეფე შვიდი მზარეული გავაშეფე გავაროსტომე და გავამეფე გახმა ჩემი ხეხილი და ნაბარავი აღარც საწმისები ნაპარავი და მეც აღარა ვარ აღარავინ გზაში როცა ეს ლექსები გახმებიან მაშინ აღარ მესმის რა ხმებია ალბათ ჩემ სიკვდილზე თანხმდებიან მაშინ. და მე კლოუნივით მეცინება მალე ვიღლები და მეძინება როცა ხველა ისმის "ელცინების" მშრალი მე რომ ავირჩიე თვალნაჭერად მან რომ პოეზიის დამაჯერა მაინც შემომხედა ალმაცერად მაინც ამარიდა თვალი. ++++
6. ბოლო მეც მეზედმეტა.
ეს მუსიკა რაღაცას მახსენებს და ვერ ვიხსენებ. ბოლო მეც მეზედმეტა.
ეს მუსიკა რაღაცას მახსენებს და ვერ ვიხსენებ.
5.
არც იქეთ და არც აქეთ კი არა, სწორედაც რომ აქეთ-იქეთობის ამბავია ეს.
რექვიმივით.
არც იქეთ და არც აქეთ კი არა, სწორედაც რომ აქეთ-იქეთობის ამბავია ეს.
რექვიმივით.
4. უკეთესადაც შეიძლებოდა ;) უკეთესადაც შეიძლებოდა ;)
3. არც იქით, არც-აქეთ არც იქით, არც-აქეთ
1. ციროზი რავი არ მოუხდასავით. დასკვნითი ყვავილები გახმაც მე მეზედმეტა. სხვა მხრივ საკმაოდ საინტერესოა ციროზი რავი არ მოუხდასავით. დასკვნითი ყვავილები გახმაც მე მეზედმეტა. სხვა მხრივ საკმაოდ საინტერესოა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|