შუადღე მომდგარიყო ..ასე შუახნის ქალბატონმა კიბეები ამოირბინა და აქოშინებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა .. ლიფტში შევდიოდი, ალბათ ახალია ...გავიფიქრე უკან მობრუნებულს ჩემს ოთახში უცნაური ხმები მომესმა , უფრო სწორად ხმები არა ბგერები, რომელიც სიტყვის შეკვრას ლამობდა .. ერთი კი მიუგდე ყური ...შემდეგ ჩემმა ფიქრებმა გამიტაცა ... დათუნას ეძინა მე ფანჯარასთან ვიჯექი და ნაძვნარის ცამდე მიწვდილ კენწეროებს ვეკონწიალებოდი .. მეგონა ამ კენწეროზე ვეკიდე და ეს უსუსური და ნედლი ახლად აღმოცენებული მარადმწვანე აქეთ-იქით მაქანავებდა , რომ ჩამოვეგდე . საოცარი ორთაბრძოლა იყო გამართული - შორიდან მაყურებელი ვაფასებდი , რომ მას საწვრთნელ კაბადონზე ვყავდი ატყორცნილი და მავარჯიშებდა , მამზადებდა, მცდიდა.. დიდი, ძალინ დიდი ჭიდილის შემდეგ დავინახე , როგორ მოდრიკა მარად მწვანე ნაძვნარმა კენწერო და ჩამომსვა , მერე თითქოს თავიც კი დამიკრა მოწიწების გამოსახატად. სიჩუმეში ყიჭინა ისე შემოიჭრა ოთახში , თითქოს მთელი დედამიწა ზეიმობდა , ჩემს ნაძვნართან ჭიდილს წარმატებულ ფინალს. სიტყვები ვერც ახლა გავარჩიე ... ოთახში ექიმი შემოვიდა ...უკითხავად უპასუხა ჩემს ფიქრებს - ბაქოდან სტუმარი გვყავს ..ოპერაცია უნდა გაუკეთონ.. - რის ოპერაცია ? ვეკითხები -ფეხების ვერ დადის ?? - რატომ?? -ტერფებს ვერ დგამს .- მპასუხობს ექიმი -მერე გაივლის ?? ვეკითხები, რადგანაც მისი სახე უიმედო მეჩვენა - უკეთ იხოხებს იატაკზე !!! მპასუხობს და ისეთი თვალები აქვს აღარ მინდა გავიგო არაფერი უიმედო.. გვიანი იქნებოდა ოთახში ვიღაცამ დამიკაკუნა .... -აქ მაღაზია ახლოსაა ? -მეკითხება ჩვენი ბაქოდან სტუმარი რუსულად !! ისეთი ლამაზია დიდი თვალებით და გაშლილი შავი თმებით .. -მაღაზია ?? რა გნებავთ მაღაზიაში იქნებ მქონდეს, მომინდა დახმარება - ბავშვს შია ...უნდა ვიყიდო რაიმე !! ფიქრები ერთი მეორეს მიყოლებით აზუზუნდნენ -მაღაზია შორსაა ფეხით ვერ წავა ან ,როგორ ვასწავლო მან გზა არ იცის !!! -ბავშვს მშიერს ვერ დავტოვებ !!! - მის ნაცვლად დავაყენე ჩემი თავი . მე , რომ სხვაგან სხვა ქვეყანაში და რაიმე დამჭირდეს?? გამიელვა აზრმა და მანქანის გასაღებს ხელი დავავლე .. მომდევნი დღეები ჩემთან მოტანილი კერძები ორად იყოფოდა!! - ქართველები ყველა ასეთი ხართ ??მეკითხება ერთხელ - როგორი ?? ვეკითხები და მგონია დიდი ხანია რაც ვიცნობ. - იცი?? რომ ჩამოვედი და მეშინოდა ..სიმარტოვის ახლა კი ვხვდები , როგორ გამიმართლა რომ საქართველოში დედა ვიპოვნე !!! - დედა ??? გაოცებისაგან ისე ხმამაღლა ვკითხე პასუხს, როცა მივხვდი მას ჩემს მხარზე ედო თავი და ცრემლები სდიოდა ... ერთხელ ოთახში დაბრუნებულს მაგიდაზე ჩემს ჭურჭელთან ერთად, ტკბილეულით სავსე ცელოფანი დამხვდა .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესო ავტორია საინტერესო ავტორია
4. წარმატებები ამ ავტორს! წარმატებები ამ ავტორს!
3. "ცელოფანი" ტექსტი დაარედაქტირეთ ხოლმე , თორემ თვალს ძალიან ცუდად ხვდება "გაპარული" შეცდომები. "ცელოფანი" ტექსტი დაარედაქტირეთ ხოლმე , თორემ თვალს ძალიან ცუდად ხვდება "გაპარული" შეცდომები.
2. მადლობთ შევასწორე მადლობთ შევასწორე
1. ჟანრი გაქვთ შესაცვლელი ჟანრი გაქვთ შესაცვლელი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|